რომელ უწყებებში დასაქმდნენ

რომელ უწყებებში დასაქმდნენ "ოცნების" ყოფილი მინისტრები და მაღალჩინოსნები

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის 6 წლის მან­ძილ­ზე რამ­დე­ნი­მე სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ერთ-ერთი ბოლო ცვლი­ლე­ბა ჯერ კი­დევ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­შია - პრე­მი­ერ კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის შემ­დეგ, 20 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მაზე ახალ მთავ­რო­ბას გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ ნდო­ბას, ხოლო, უახ­ლო­ეს სამ კვი­რა­ში პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლად და პერ­სო­ნა­ლუ­რად შეც­ვლი­ლი მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა გა­ვიხ­სე­ნოთ, რა ბედი ეწი­ათ "ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრებს თუ დე­პუ­ტა­ტებს და ვინ რო­მელ უწყე­ბა­ში გა­და­ნა­წილ­და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ.

ნო­დარ ხა­დუ­რი

ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი „ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბის მე­ო­რედ არ­ჩე­ვის შემ­დეგ, ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ვე­ღარ მოხ­ვდა - 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხა­დუ­რი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა.

თუმ­ცა, ნო­დარ ხა­დუ­რი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ, მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რედ და 2016 წლის დე­კემ­ბრი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს ამ უწყე­ბას. მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხა­დუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუ­მებ­ში და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, მას­პინ­ძლობს კო­ლე­გებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და ა.შ.

ვიქ­ტორ დო­ლი­ძე

ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, 2017 წელს გან­ხო­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ვერ მოხ­ვდა, ისე­ვე რო­გორც მის­მა უწყე­ბამ, რო­მელ­საც ის 1 წელი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა და რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გად სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დე­პარ­ტა­მენ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ, დო­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჟე­ნე­ვა­ში გა­ე­როს გან­ყო­ფი­ლე­ბებ­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნა. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის პოსტზე მუ­შა­ო­ბას 2018 წლის 1 იან­ვრი­დან შე­უდ­გე­ბა.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ პოს­ტის და­ტო­ვე­ბა 2017 წელს, სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ მო­უხ­და. პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ იგი სა­ჯა­რო უწყე­ბა­ში აღარ და­საქ­მე­ბუ­ლა. ჯე­ჯე­ლა­ვამ თა­ვი­დან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ძველ სამ­სა­ხურს და­უბ­რუნ­დე­ბო­და და კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­აგ­რძე­ლებ­და, ასე­ვე სას­წავ­ლებ­ლად აშშ-ში გა­ემ­გზავ­რე­ბო­და. თუმ­ცა, ჯე­ჯე­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­შია და კვლავ სპი­კე­რო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი - და­ა­ფუძნა "ფლო­მას­ტე­რი/FlowMaster", რომ­ლის გუნ­დი წე­ლი­წად­ში 50-მდე პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით: სე­მი­ნა­რებ­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებს კომ­პა­ნი­ის კლი­ენ­ტე­ბის­თვის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, ღო­ნის­ძი­ე­ბებს ტოპ მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის და ა.შ

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯე­ჯე­ლა­ვამ მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ იმი­ჯიც შე­იც­ვა­ლა: წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო და წვე­რიც მო­უშ­ვა.

და­ვით ნარ­მა­ნია

ნარ­მა­ნი­ას თბი­ლი­სის მე­რო­ბის ვადა 7 თვის წინ ამო­ე­წუ­რა - თბი­ლი­სის ყო­ფილ­მა მერ­მა პოს­ტი 2017 წელს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა და ად­გი­ლი არ­ჩე­ულ მერს კახი კა­ლა­ძეს და­უთ­მო. თუმ­ცა, ყო­ფი­ლი მერი უმუ­შე­ვა­რი დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა - მთავ­რო­ბამ პრე­ზი­დენტს და­ვით ნარ­მა­ნი­ას სე­მეკ-ის წევ­რად წარ­დგე­ნის თხოვ­ნით მი­მარ­თა და ნარ­მა­ნია მა­ლე­ვე გა­ამ­წე­სეს 6 წლის ვა­დით სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რად.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი პირი ამ­ბობს, რომ მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში იყო და ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღეც არ ჰქონ­და. დღეს კი, დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბიც აქვს, ოჯახ­საც მეტ დროს უთ­მობს და არც საყ­ვა­რე­ლი ჰობი - წერა და ნა­დი­რო­ბა ავი­წყდე­ბა.

გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი

2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­თვა­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს კი­დევ ერთი მი­ნის­ტრი - გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი გა­მო­აკ­ლდა. თუმ­ცა, „ოც­ნე­ბამ“ მის­თვის მა­ლე­ვე გა­მო­ნა­ხა ახა­ლი პოს­ტი. სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო გა­ერ­თი­ან­და და მღებ­რიშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­შემ­წედ და­ი­ნიშ­ნა.

გელა დუმ­ბა­ძე

დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, 2017 წლის ბო­ლოს გან­ხო­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­თვა­რო­ბო და სტრუქ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ გა­ნახ­ლე­ბულ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ვე­ღარ მოხ­ვდა. თუმ­ცა მა­ლე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­კან­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა და პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მი­ხე­ილ უკ­ლე­ბა გელა დუმ­ბა­ძე­თი ჩა­ა­ნაც­ვლა. დი­ას­პო­რის სა­მი­ნის­ტრო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გა­უქ­მდა და მისი ფუნ­ქცი­ე­ბი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­და­ი­ნა­წი­ლა.