Bloomberg: ბიტკოინის მომპოვებლები ფინანსური ზარალის საფრთხის წინაშე დგანან

Bloomberg: ბიტკოინის მომპოვებლები ფინანსური ზარალის საფრთხის წინაშე დგანან

ბიტკოინის ფასმა $8000-იანი ზღვარი კვლავ გადალახა. თუმცა ამის მიუხედავად, ბიტკოინის მომპოვებლები, იგივე „მაინერები“ კვლავ შეიძლება ფინანსური ზარალის წინაშე აღმოჩნდნენ. „2018 წელი, წინა წლისგან აბსოლუტურად განსხვავებულია,“ აღნიშნავს სილიკონ ველის ვენჩურ-კაპიტალისტი, ბილ ტაი.

გასულ წელს ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1 ბიტკოინის შეძენა 2017 წლის 1 იანვარს $1000-ზე ნაკლებად შეიძლებოდა, თუმცა წლის ბოლოს მისმა ფასმა $20000-ს მიაღწია. განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ბიტკოინის ღირებულება ნოემბერში გაიზარდა, თუმცა 2018 წელს უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ მკვეთრი ვარდნა განიცადა (იხილეთ დიაგრამა). 

ტაის განცხადებით, დროთა განმავლობაში ბიტკოინის მაინინგს მცირე ზომის მაინერები გამოაკლდებიან და აღნიშნულ სექტორში ოპერირებას არსებული ტოპ 5-10 კომპანია განაგრძობს.

Digital Asset Research-ის უფროსი ანალიტიკოსის, ლუკას ნუცის მიხედვით, კრიპტოსამყაროში არსებული ბიტკოინების 20-30-ს მაინერები ფლობენ. ბილ ტაის თქმით კი, მხოლოდ Bitfury-იმ 1 მილიონზე მეტი ბიტკოინის მოპოვება (მაინინგი) შეძლო.

ოპერაციული ხარჯების დასაფარად, მათი ნაწილი Bitfury-იმ უკვე გაყიდა. Bloomberg-ის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მსხვილ მაინერებს ბიტკოინების გაყიდვა კიდევ მოუწევთ, ეს ფასზე ნეგატიურად აისახება. 

მცირე ზომის მაინერები მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობას სხვა მწარმოებლებისგან ყიდულობენ. მათგან განსხვავებით, Bitmain-ი და Bitfury საკუთარ ჩიპებსა და დანადგარებს ამზადებენ. 

დროთა განმავლობაში, უმსხვილესი მაინერები უფრო და უფრო დიდ მასშტაბებზე გადიან. ინდუსტრიის ლიდერმა Bitmain-მა ოფისები შვეიცარიასა და აშშ-ში გახსნა და კომპანია გაფართოებაზე კიდევ ფიქრობს. მომდევნო 6 თვის განმავლობაში, Bitfury $100 მილიონზე მეტ ინვესტიციას მიიღებს, რათა მაინინგის სასერვერო ფერმები შექმნას და მათი რეალიზაცია მოახდინოს. პარალელურად, კომპანია შუა აღმოსავლეთში, აფრიკასა და კანადაში ბიტკოინ ფერმების აშენებასაც განიხილავს.

წყარო : Bloomberg