არასამთავრობოები ბელიაშვილის ქუჩის ინციდენტის რასიზმის მუხლით გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობოები ბელიაშვილის ქუჩის ინციდენტის რასიზმის მუხლით გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის ინციდენტის რასიზმის მუხლით გამოძიებას ითხოვენ და მთავრობას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ახსენებენ.

ამის შესახებ 9 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „ჯი-ეიჩ-ენი“ უცვლელად გთავაზობთ:

"2018 წლის 8 აპრილს სოციალურ ქსელში Facebook მომხმარებელმა გამოაქვეყნა კორპუსის ბინის აივნიდან გადაღებული ვიდეო (ხარისხი 1080 p), რომელზეც ჩანს, როგორ მიაყენა მამაკაცების ჯგუფმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სტადიონზე მოთამაშე ფერადკანიან სტუდენტებს და აიძულა საჯარო ტერიტორიის დატოვება. როგორც ცნობილია, ინციდენტი მოხდა დაახლოებით 18 საათზე, ქ.თბილისში, ბელიაშვილის ქ.N12-ის მიმდებარედ. 

მოკლე ხანში აღნიშნული ვიდეო სოციალური ქსელიდან გაქრა, თუმცა გვერდმა Prime Time შეძლო, სავარაუდოდ, მისი გადმოწერილი ვერსიის (ხარისხი 720 p) გავრცელება. იგივე ვიდეო გაავრცელა ფეიბუქ-გვერდმა „იბერიული ერთობა“ და სხვა ნაციონალისტურმა გვერდებმა, შემდეგი ერთნაირი კომენტარით: „სასწრაფოდ!! დღეს თბილისის ერთ-ერთ უბანში შავკანიანი მიგრანტები (დაახლოებით 20 კაცი) შევარდნენ მოედანზე სადაც ქართველები თამაშობდნენ და პროვოკაციული ქმედებით მოითხოვდნენ მათთვის მოედნის დათმობას. სამწუხაროდ არ ჩანს მიგრანტების პროვოკაციული მოქდებები რადგან ავტორმა ვიდეოს გადაღბა სპეციალურად ქართველების ჩხუბის დროს დაიწყო. სავარაუდოთ შაკანიანებმა ჯერ ქართველი ბავშვები გამოყარეს სტადიონიდან და შემდეგ მშობლები მივიდნენ საკუთარი შვილების მისახმარებლად. საბედნიეროდ მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. მიგრანტებმა მიიღეს საკადრისი პასუხი და მოედანი და მიმდებარე ტერიტორია ქართველებმა დაატოვებინეს! როგორც ხედავთ დაიწყეს უკვე საქართველოშიც მსგავსი ქმედებები ღიად. ჯერ ევროპას უღებენ ბოლოს და ბევრიც არ დარჩენია და ახლა საქართველოსაც მოადგნენ. ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვით: ბევრს ეშინოდეს ჩვენი სასტიკი და ულმობელი გამოღვიძების!" სოციალურ ქსელში Facebook-ში ასევე გავრცელდა დაზარალებულის - „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სტუდენტის ვიდეოჩანაწერი, სადაც ახლო მანძილიდან გადაღებულ კადრებზე ჩანს, მამაკაცების ჯგუფი როგორ სცემს ფერადკანიან ახალგაზრდას. უცხოელი სტუდენტი ასე აღწერს მომხდარს: „დღეს საღამოს 6 საათზე საჯარო სტადიონზე ვთამაშობდით, როდესაც ქართველი მამაკაცი მოვიდა ჩვენთან და მოგვთხოვა მოედნის დატოვება. ჩვენ ვკითხეთ, თუ რატომ? მან გვიპასუხა, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა მოედანი და წავთრეულიყავით მისი ქვეყნიდან. მან გააგრძელა, რომ ჩვენ my.gov.ge "მოქალაქის პორტალი - ჩემი ელექტრონული მთავრობა" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო ორგანიზაციებთან ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მეშვეობით არ გვაქვს აქ არანაირი უფლებები, რადგან შავკანიანები ვართ, გახდა უფრო აგრესიული და შავკანიანს დაარტყა. და თითქოს ეს წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ, უცებ თავს დაგვესხა ჯოხებით და ქვებით შეიარაღებული ქართველი მამაკაცების ჯგუფი. კიდევ ერთი ქართველი კაცი ფანჯრიდან გვიშვერდა დიდ თოფს და გვიყვიროდა, რომ დაგვხოცავდა, თუ მისი ქვეყნიდან არ წავიდოდით. ვიდრე ჩვენ გავიცნობიერებდით, თუ რა ხდებოდა, ეს მამაკაცები თავს დაგვესხნენ. ჩვენ დაუყოვნებლივ დავურეკეთ პოლიციას ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ენობრივი ბარიერის გამო, ქართველები ადვილად ატყუებდნენ, რომ მხოლოდ მშვიდად გვითხრეს, ბავშვებისთვის დაგვეთმო მოედანი. პოლიციის მიერ მოყვანილ თარჯიმანმა ვერ შეეძლო სათანადოდ ეთარგმნა ჩვენი ნაამბობი. მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ პოლიციას ვაჩვენეთ მომხდარის მთელი ვიდეო და ჩვენთვის იყო გასაოცარი, რომ პოლიციამ გვითხრა, დაგვევიწყებინა მომხდარი და ეს მამაკაცები. არც ერთი ქართველი დამნაშავე არ იქნა დაკავებული. არავის არ მოუხდია ბოდიში. პირიქით რომ მომხდარიყო და შავკანიანები დასხმოდნენ ქართველებს, პოლიცია ამას ასევე უყურადღებოდ მოეკიდებოდა?“ გარდა ამისა, იგივე სტუდენტმა გამოაქვეყნა მოგვიანებით მისთვის „მესენჯერით“ გაგზავნილი შეურაცხყოფისა და იგივე შინაარსის - ქვეყნის დატოვების მოთხოვნის შემცველი შეტყობინებები. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია როგორც რასიზმის უხეში გამოვლინების გამო საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება, ასევე, მისი ნაწილის ულტრანაციონალისტური და რასისტული ხასიათის გამოხდომები სოციალურ ქსელში. 

მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ აღძრული საქმე წარიმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142(1) მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესები და შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო. შეშფოთებული ვართ რა ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გაძლიერებული ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური და რასისტული პროპაგანდის, მისი მეშვეობით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების მობილიზების მიმართ სახელმწიფო ორგანოების უყურადღებობის გამო, შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „c“ ქვეპუნქტით აღებულ ვალდებულებას, გაამახვილოს ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრეინინგი; და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„მწვანე კავკასია“, ახალგაზრდობის ასოციაცია „დრონი“, მეწარმე ქალთა ფონდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასოციაცია „გადავარჩინოთ ახალი თაობა“, ახალგაზრდები მშვიდობისა და განვითარებისათვის, ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო „კომპასი“, ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ -FAD, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“.