საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში - რა ცვლილებების მოლოდინშია მეზობელი ქვეყანა?

საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში - რა ცვლილებების მოლოდინშია მეზობელი ქვეყანა?

2 მარტს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მმართველმა პარტიამ უკვე წარადგინა თავისი კანდიდატურა, ეს არის სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი არმენ სარგსიანი, რომელსაც ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი აქტიურად აქებს...

ამასთან, სარგსიანის პარტიის წარმომადგენელთა თქმით, როგორც კი მათ ლიდერს, პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოეწურება, მიმდინარე წლის აპრილში, მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენენ...

2 მარტს პრეზიდენტს ადგილობრივი მოსახლეობა კი არა, სომხეთის პარლამენტის დეპუტატები აირჩევენ. საქმე ის არის, რომ დეპუტატების უმეტესობას სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია შეადგენს.

Eadaily.com-ის ცნობით, საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლის, ბაგრამ ბაგდასარიანის განცხადებით, 27 თებერვალს სარგსიანი, როგორც “პარტიის ერთი რიგით წევრი”, პოლიტიკურ ძალას უნდა დაემორჩილოს. ეს ერთგვარი პასუხი იყო საპარლამენტო სხდომაზე ოპოზიციურ ფრაქციის ბლოკ ლიდერ “ელკის” (Елк) ლიდერ ნიკოლა პაშინიანის კითხვაზე, რომლის თქმითაც, სერჟ სარგსიანი ბოლო სამი წელია ირწმუნება, რომ 2018 წლისთვის, პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის არ იბრძოლებს.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატ არმენ სარგსიანს, სომხეთის ახლანდელი პირველი პირის თქმით, “სომხეთს ევროპასთან კარგი კავშირების მქონე პრეზიდენტი სჭირდება. მის თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ არჩევანი გამართლებულია, რადგან ბიზნესმენი კარგად ფლობს უცხო ენებს, კარგი ურთიერთობა აქვს სომხურ დიასპორასთან და საერთაშორისო ურთიერთობებშიც კარგი გამოცდილება აქვს.

ცნობისთვის, არმენ სარგსიანი დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩი იყო. უფრო ადრე, 1996-1997 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტსაც იკავებდა... ინტერნეტ გამოცემა Eadaily.com-ის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებს სომხეთში განსაკუთრებული პოლიტიკური ცვლილებები ვერ მოჰყვება. შეიძლება ითქვას, არჩევნების დღეს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება და არმენ სარგსიანი, სომხეთის რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტი გახდება - გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, ძალზე მნიშვნელოვანია სომხეთის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივები, მით უფრო, რომ ბოლო დროს, ერევანმა ევროკავშირისკენ აიღო გეზი. ამავდროულად, ევრაზიული კავშირის წევრობა და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური საკითხები, რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას აიძულებს.

“ის ერთი მხრივ, სომხეთის რესპუბლიკური პარტია ევროპის სახალხო პარტიის წევრია და სომხეთში ევროპული საკანონმდებლო მოდელების გატარების მომხრეა, მათ შორის, აქტიურად გაინხილება კანონი, ოჯახში ძალადობაზე, რომელსაც სომხურ სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა... ამასთან, სარგსიანმა, რუსეთთან მრავალვექტორული პოლიტიკა შემოიტანა, რაც მოკავშირე ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს” - წერს გამოცემა.

იმაზე, თუ როგორი იქნება სომხეთის მიმართულება საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ, რუსეთში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ელიან...

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში არსებული ვითარება სარგსიანს მღელვარების საფუძველს არ აძლევს, ადგილობრივი პოლიტოლოგი ედგარ ვარდანიანი აცხადებს, რომ არ არსებობს 100%-იანი გარანტია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი იქნება, რადგან ამ პოსტზე სხვა, საკმაოდ საინტერესო სახეებიც მოიაზრება, სხვა საკითხია, რამდენად ექნებათ მათ თავის გამოვლენის საშუალება.

“სასაცილო და არასერიოზულია ბოლო დროს დაწყებული კამპანია, თითქოს სარგსიანი ამ პოსტზე თავის კანდიდატურას კი არ წარადგენს, მას თხოვენ ეს საპასუხისმგებლო, მძიმე და რთული თანამდებობა დაიკავოს...” - ამბობს პოლიტოლოგი.

სომხეთში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება ერევნის ყოფილი მერი, კარენ კარაპეტიანი, რომელიც ბოლო წლებში, რუსული “გაზპრომის” სისტემაში მუშაობდა. მის დიდ პლუსად, ბინზესსა და პოლიტიკურ ურთიერთობებში სუფთა წარსული მიიჩნეოდა, მით უფრო, რომ არც ადგილობრივ და არც რუს ოლიგარქებთან კავშირებში ყოფილა შემჩნეული...

პოლიტოლოგების თქმით, კარაპეტიანის შესახებ ხმებს სპეციალურად ავრცელებენ, რათა წარმოდგენა შექმნან, რომ ქვეყანაში კონკურენცია არსებობს, სინამდვილეში - სარგსიანმა წლების განმავლობაში იზრუნა, რომ ამ პოსტზე კონკურენტი არ ჰყოლოდა.