მანუჩარ კაპანაძე იყო ე.წ. კაბელების საქმის ერთ-ერთი მოსამართლე. მე მაშინ მისი აცილების საკითხი დავაყენე სწორედ იმის გამო, რომ ის იყო სულხან მოლაშვილის საქმნის განმხილველი მოსამართლე... ვფიქრობ, რომ პრემიერის ეს განცხადება უკვა დაგვიანებულია. თავის დროზე, 2013 წლის ბოლოს, როდესაც უნდა განხორციელებულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემური ცვლილება, ეს არ მოხდა. მეტიც, ფაქტობრივად ადამიანების ვიწრო ჯგუფმა თვითნებობის შესაძლებლობა მიიღო, ახლა კი ვხედავთ იმას, რომ ადამიანების ეს ჯგუფი ფაქტობრივად სახელმწიფო საბოტაჟს აწყობს - ეს ჯგუფი ასე ხელაღებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმ მოსამართლეებს ნიშნავს უვადოდ, რომელნთა განაჩენებზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პირდაპირ საპირისპირო განაჩენები აქვს გამოტანილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს შემადგენლობა გასაშვებია, ერთ-ორ ადამიანს თუ არ ჩავთვლით", - აცხადებს უფლებადამცველი, სულხან მოლაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ბარათაშვილი: "პრემიერის განცხადება მოსამართლეების უვადო დანიშვნაზე დაგვიანებულია"
"ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც უსამართლობას ნერგავდნენ, თან ძალიან ცინიკურად.... მოსამართლე კაპანაძეს შეეძ;ო გამოეტანა სხვანაირი განაჩენი. თუ ის ამბობს, რომ მე ამ სისტემის მსხვერპლი ვიყავიო, ეს მას ვერ გაამართლებს. მას არავინ არ აძლევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში - სამართლის ისტორიაში არის მაგალითები, მაგალითად გერმანიაში, როდესაც ფაშიზმი დამარცხდა როგორც განვითარდა მოვლენები, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამ მოსამართლეებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მისცემს - აქ საუბარია მორალურ პასუხისმგებლობაზე. იმის გამო, რომ მათ ჩაიდინეს ეს უკანონობა, დანაშაული, ნუღარ იქნებიან სამუდამოდ მოსამართლეები, ამაზეა საუბარი. აქ საუბარია სისტემაზე - თუ ისევ ის მორჩილი მოსამართლეები იქნებიან და ხელისუფლების მითითებებს შეასრულებენ, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში - საუბარია ნებისმიერ ხელისუფლებაზე - მათ აღარაფერი დაემუქრებათ მომავალშიც და სამუდამოდ იქნებიან - გზავნილი არის ის, რომ ეს ადამიანები ხელშეუხებლები არიან", - განაგრძობს რესპონდენტი.
"გამოსავალი არის ერთადერთი, ცხადია კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. იუსტიიც საბჭოს ეს შემადგენლობა უნდა დაიშალოს. არ უნდა ჰქონდეს საბჭოს მოსამართლე წევრს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის უფლება. საჭიოა უნდა იყოს ძალიან მაღალი კონსენსუსი, რათა მოსამართლე უვადოდ გამწესდეს. ძირეულად არის ეს ყველაფერი შესაცვლელი. აქ პრობლემა მხოლოდ ერთ ადამიანში არ არის... ამ პროცესით უსამართლობა და უკანონობა ჩაბეტონდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს შედეგი უცილობლად დადგებოდა - ნათელი იყო იმთავითვე, როდესაც ეს ხელისუფლება ამაზე წავიდა. ცხადია, სახელმწიფო არ უნდა იჭრებოდეს მოსამართლის შინაგან რწმენაში, მაგრამ როდესაც სახეზე არის სისტემური დანაშაული, როცა ათასობისთ დაუსაბუთებელი განაჩენი არის გამოტანილი და ამაზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, ამ შემთხვევაში ხელისუფლების გადაწყვეტილება სხვაგვარი უნდა ყოფილიყო - 2013 წელს სიღრნისეული ცვლილებების კი არ მოხდა, უფრო განმტკიცდა უკანონობა. მაშინ ამის გამოსწორება შეიძლებოდა", - დასძენს სოსო ბარათაშვილი და შეკითხვაზე - "ახლა?" - პასუხობს:
"ახლა გაცილებით რთულია. გამოუსწორებელი არაფერია, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნების შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. პირველ რიგში ნება უნდა არსებობდეს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების! ამის შემდეგ შეიძლება უცხოელი ექსპერტების მოწვევაც და ადგილობრივი მეცნიერების ჩართვაც, სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ ყველაფერს დაამუშავებს და საზოგადოების ჩართულობით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება".