რა ურთიერთობა აქვს დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან - რას ჰყვებიან გუგეშაშვილის მეგობრები

რა ურთიერთობა აქვს დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან - რას ჰყვებიან გუგეშაშვილის მეგობრები

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები გამორიცხავენ ვერსიას, რომლის თანახმადაც შესაძლოა დღეს მომხდარი დანაშაულებრივი ქმედება პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" დაჭრილი თადარიგის პოლკოვნიკის მეგობარმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს ხეობის მცხოვრებლებთან, მათ შორის გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მომხდარი დანაშაული შესაძლოა პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

კიდევ ერთ ვერსიას, რომელიც აღნიშნულ საქმეში რუსული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება, გამორიცხავს დოდო გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობარი მალხაზ თოფურია. "პალიტრანიუსის" ეთერში საბრისას თოფურია აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურების მიერ შესრულებული დავალების კვალობაზე, დღეს მომხდარი დანაშაული ნაკლებ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.