"სტრასბურგის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში სრული პანიკა და ქაოსი გამოიწვია. ამ წრესთან დაახლოებულმა პირმა "ალიას" აცნობა, რომ თავად ივანიშვილიც დაბნეულია და ფაბრაზებულიც. არ არის გამორიცხული, რომ მან ახლო მომავალში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხსნას", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ვის გადააყენებს ივანიშვილი მინისტრობიდან? / რაზე ელაპარაკა ნინო გვენეტაძეს და ვის დაევალა მასზე ინფორმაციების მოძიება? / რა გაუხსენეს წარსულიდან თეა წულუკიანს და რამ დააბნია ყოფილი პრემიერი?"
"სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა და ბიძინა ივანიშვილი ამას წულუკიანს აბრალებს. ივანიშვილს კონსულტაცია ჰქონდა კომპეტენტურ იურისტებთან, რომლებმაც ეს საქმე დაწვრილებით შეისწავლეს. მათ ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ "რუსთავი 2-ის საქმის გამყარება უფლო მტკიცე არგუმენტებით იყო შესაძლებელი - ისეთით, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში ეჭვს არ აღძრავდა, რომ ეს მხოლოდ სამართლებრივი პროცესია და სხვა არაფერი. ამასთან არ დაუტოვებდა შანსს "რუსთავი 2"-ს სტრასბურგში საქმის საბოლოოდ მოსაგებად. ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ წულუკიანმა და ნინო გვენეტაძემ ეს განგებ გააკეთეს. გვენეტაძეს ჯერ არ ერჩის ივანიშვილი, შეხვდა და ელაპარაკა ერთი-ერთზე. ის ვიცი, რომ გვენეტაძის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს, თუმცა ალბათ ამ ეტაპზე მას არაფერი ემუქრება, წულუკიანის მოშორებას კი ნამდვილად ფიქრობს", - აცხადებს წყარო, რომლის თქმით, ივანიშვილმა კარგად იცის, რომ წულუკიანი გვენეტაძის გვერდის ავლითაც მოქმედებდა და ამ საქმის სამივე ინსტანციის მოსამართლეებთანაც ჰქონდა კონტაქტი", - აღნიშნავს გამოცემა.
"ივანიშვილის გაემოცვაში ვრცელდება ხმები, რომ წულუკიანი რეალურად გიგა ბოკერიას პროექტია, მან ჯერ "თავისუფალ დემოკრატებში" შეაგზავნა ის შემდეგ "ოცნებაში" აღმოჩნდა და მინისტრის პოსტი რომ არ დატოვა, ეს სწორედ ბოკერიას დავალებით მოხდა... თეა წულუკიანი თამარ ჩერგოლეიშვილის ძველი მეგობარია, ისინი ერთად სწავლობდნენ სტრასბურგში. ომასაც ამბობენ, რომ წულუკიანის ერთ-ერთი მოადგილე უცხოეთში შეხვდა გიგა ბოკერიას. ბიძინა, წულუკიანს იმასაც აყვერდის, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები რომ ჩააგდო - ეს 3 კანდიდატურა - ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე წულუკიანმა არადემოკრატიული წესით შეარჩია, ეს ხალხი მისი ახირება იყო. სტრასბურში არც ერთი არ დაამტკიცეს და ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს, ნონა წოწორიას გაუგრძელეს ვადა. ეჭვი არავის ეპარება, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებები ნონა წოწორიას დამსახურებაა. სამწუხაროდ, ივანიშვილი ახლა გამოფხიზლდა და შეუტია წულუკიანს ამის გამო", განგარძობს რესპონდენტი, რომლის განმარტებით ის რომ ნონა წოწორია სტრასბურგში დატოვება არ შეიძლებოდა, ივანიშვილს უძლიერებს ეჭვს, რომ თეა წულუკიანი ნამდვილად "ნაციონალების" თამაშს თამაშობს", - დასძენს გამოცემა.
"ჩვენი წყარო აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვა მინისტრების შეცვლაზეც ივანიშვილი უკვე სერიოზულად ფიქრობს: "კვირიკაშვილს ალბათ არჩევნებამდე შეცვლის და მის შემცვლელს უკვე ეძებს. ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება მომავალი პრემიერი. მას გარდა წყალი აქვთ შეყენებული თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხელ ჯანელიძეს. შესაძლოა კულტურის მინისტრი მიხელ გიორგაძეც გაუშვა, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც მალე დატოვებს პოსტს, წყაროს თქმით, იგი იუსტიციის მინისტრის ფავორიტია და სწორედ მან შეაჩეჩა ივანიშვილს", - წერს სტატიის ავტორი.
interpressnews.ge