სად დაიკარგა კობა დავითაშვილი?

სად დაიკარგა კობა დავითაშვილი?

რატომ აღარ ჩანს ზურაბ ნოღაიდელი ზვიად ძიძიგურთან და კობა დავითაშვილთან ერთად? დაიშალა ერთობა ეროვნული საბჭოს სახით? რატომ შედიან თბილისის საკრებულოში ისინი, ვინც ორი წლის წინ საკრებულოს მანდატებზე თქვა უარი და რას პასუხობენ არჩევნებში არმონაწილე კოლეგების ბრალდებას, რომ არჩევნებში მონაწილეობით მათ კიდევ უფრო გაამყარეს ხელისუფლება?

"სარკე" ეროვნული საბჭოს ერთ–ერთ ლიდერს, ხალხის პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილს ესაუბრა.

კობა დავითაშვილი:

– ჩვენ ბრძოლის არც ერთ ფორმაზე ვამბობთ უარს. ვიყენებთ ბრძოლის ყველა გზას, როგორც არჩევნებს, ისე აქციებს. არასწორი იქნებოდა არჩევნებზე უარის თქმა, საშუალებაზე, რომლითაც შეგვეძლო, საზოგადოებამდე მიგვეტანა ჩვენი მოსაზრებები, თუნდაც ტელევიზიაში უფასო დროის გამოყენებით. რაც შეეხება "გაპრავებას". ჩვენს კოლეგებში ბევრია საერთაშორისო სამართლის მცოდნე და შესანიშნავად იციან, რომ ერთი ოპოზიციური პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ათი, ამის მიხედვით არ განისაზღვრება არჩევნების ლეგიტიმურობა.

ადგილობრივმა არჩევნებმა ყველაზე მშვიდობიანად ჩაიარამხოლოდ ნელთბილი შეფასებები იყოთქვენი აზრი როგორია?

– ეს იყო გადასვლა ავტორიტარული რეჟიმიდან ტოტალიტარულზე. თუ ავტორიტარულ რეჟიმს არჩევნების გაყალბება ახასიათებს, ტოტალურისთვის ამომრჩევლის ტოტალური კონტროლია დამახასიათებელი. საარჩევნო უბნებთან ვნახეთ, ნაციონალების აქტივისტები რასაც აკეთებდნენ, ხმის მიცემა ღიად მიდიოდა. სამოქალაქო გმირობა იყო ხალხის საქციელი, განსაკუთრებით – ვინც ეროვნულ საბჭოს მისცა ხმა. ამ არჩევნებში მთავარი დარტყმის ობიექტი ჩვენ ვიყავით.

არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებას მოელოდით?

– არ მოველოდით. არასდროს გაგვიცხადებია, რომ მერის ან საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლისთვის ვიბრძოდით. ვიბრძოდით იმისთვის, რათა საზოგადოებისთვის გაგვეგებინებინა, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს. არჩევნები პროპაგანდისთვის გამოვიყენეთ.

საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვითსაკრებულოში კი შედიხართრამდენად ლოგიკურია?

– არასდროს ვმალავდი და ალბათ გახსოვთ, რომ პარლამენტში შესვლის მომხრე ვიყავი. როცა კენჭისყრა შედგა გაერთიანებულ ოპოზიციაში, მე წინააღმდეგ მივეცი ხმა, მაგრამ თორთლაძის, ბაღათურიას, დავითაიასგან განსხვავებით, უმრავლესობის გადაწყვეტილებას დავემორჩილე.

ბევრის მოსაზრებითპარლამენტში არშესვლა ოპოზიციის დიდი შეცდომა იყოპირადად მეც ასე ვთვლიერთმა თქვენმა ყოფილმა თანამებრძოლმა მითხრარომ ეს იდეა დავით გამყრელიძისგან წამოვიდამართლა ასე იყო?

– ახლა არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ინიციატივა იყო. იმ ჩვენს თანამებრძოლს გადაეცით, მთავარი ის კი არაა, ვისი ინიციატივა იყო, ვინ იყო მომხრე და მოწინააღმდეგე, არამედ, როცა რაღაც ერთობაა, კეთილი უნდა ინებო და უმრავლესობის გადაწყვეტილება შეასრულო. ისე, ყველას შევახსენებ, რომ ახალი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი და დავრჩი. კახა კუკავა მოგვემატა. დაგვაკლდა პაატა ჯიბლაძე, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა და ხელისუფლების ბევრი დანაშაული მის მიერაა გამოვლენილი.

ქრისტიანდემოკრატები იფიცებიანრომ საკრებულოში ხელისუფლებას ცეცხლს დაუნთებენ.

– როგორი მწვავეც არიან პარლამენტში, ისეთი მწვავეები იქნებიან საკრებულოშიც.

ვინმესთან გაერთიანებით ფრაქციის შექმნას ხომ არ აპირებთ?

– მე და კახა კუკავას ფრაქცია გვინდა?! ჩვენი სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნები გვაქვს. პოლიტიკური – რიგგარეშე არჩევნები, სოციალური – ჯანდაცვის ასპროცენტიანი დაზღვევა და განათლების პაკეტი. ორივეს შევიტანთ და გარედან საზოგადოების ზეწოლა იქნება, ანუ ამ საკითხების გატანის მოთხოვნით აქციები გაიმართება.

ზურაბ ნოღაიდელი ბოლო დროს თქვენ გვერდით აღარ ჩანსრა ხდება?

– არაფერი. ეს იყო საარჩევნო ბლოკი. საარჩევნო კამპანია დასრულდა და ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ მუშაობას ვაგრძელებთ. ასეთ ბლოკში ბევრჯერ ვიყავით. წინა არჩევნებში მემარჯვენეებთან ერთად ვიყავით. მერე ისინი თავის გზა დაადგნენ. არაა გამორიცხული, ასე მოხდეს.

მოდითჩაგეძიებითზურაბ ნოღაიდელი თქვენი ერთობიდან თავისი სურვილით წავიდა თუ თქვენ მოინდომეთ მისი გაშვება?

– არსად გაგვიშვია. არც წასვლის შესახებ განცხადება მსმენია. უბრალოდ პოლიტიკურად აქტიური ჩვენ ვართ.

ეს იმიტომ ხომ არარომ ეროვნული საბჭო და მისი კანდიდატი არჩევნების დროს არ დაგაფინანსათ?

– ფინანსები არაფერ შუშია. თავიდანვე იყო ნათქვამი – ვინც მოიგებს პრაიმერს, ის იღებს თავზე პასუხისმგებლობას. თბილისში ჩვენ მოვიგეთ და პასუხისმგებლობაც ჩვენზე იყო. ასე რომ, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არაა.

ისეთი ნიშნები ჩანსრომ ოპოზიციაში ბურჯანაძის ირგვლივ იკრიბებიანხედავთ მათან ეროვნულ საბჭოს?

– არავის ირგვლივ არ შევკრებილვართ, არავის გუნდი არ ვართ. ჩვენი ლოზუნგი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ვინც ბელადობის სურვილს შეელევა, იმასთან ვითანამშრომლებთ, ვინც – არა, თავისი გზა ექნება.

ეროვნულმა ფორუმმა კატეგორიულად მოითხოვანოღაიდელი გვერდზე გადგეს და დანარჩენებთან მოვილაპარაკებთო.

– წინაპირობებს და ულტიმატუმებს ვერავისგან მივიღებთ. თუ ვინმეს კონსულტაციები და თანამშრომლობა უნდა, მზად ვართ. თუ არ უნდათ და საბაბს ეძებენ, ეგ სხვა საკითხია.

ანუ ნოღაიდელთან ერთად თუ ნოღაიდელის გარეშე?

– არჩევნები დამთავრდა და საარჩევნო ბლოკმა არსებობა შეწყვიტა.

ზოგი პარტია 2012 წლის არჩევნებისთვის ემზადებაზოგი – ვადამდელისთვისთქვენ?

- ჩვენ რიგგარეშე არჩევნებს მოვითხოვთ და ამისთვის ბრძოლას ვაპირებთ, მაგრამ ეს მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული. თუ ოპოზიცია გაერთიანდება, ეს ბევრად ადრე მოხდება, თუ – არა, ყოველთვის ასეთი შედეგი ექნება.