უკრაინული გამოცემა "უკრაინული რევოლუცია" საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს.
ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი.
საუბარში ნახსენებია საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.