არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც კი შეწყდება

არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც კი შეწყდება

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებში სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც არ არის. დიდი ალბათობით, წართმეული ქონების დაბრუნებას დაზარალებულები ვერც მომავალში შეძლებენ. პრემიერ-მინისტრმა აღიარა კიდეც, რომ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ბრძოლა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მმართველ პარტიაში ეგონათ. ამ დროისთვის არც ერთი მსხვილი და საშუალო სიმძიმის საქმე არ მოგვარებულა არც სახელმწიფოს მხრიდან და არც კერძო დავების საშუალებით, თუ არ ჩავთვლით, "ქართუ" ბანკის საქმეს, რამდენიმე მიწის ნაკვეთის, ერთი ბინისა და უკანონოდ მითვისებული ძველი მანქანების დაბრუნაბეას...", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც კი შეწყდება.

"დღევანდელი მთავრობის ძალისხმევა მეტს ვერ გასწვდა და სამართლიანობის აღდეგნის კუთხით ძალიან ცუდი მდგომარეობაა. გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან განაცხადა კიდეც, რომ ვერ შეიქმნა სისტემა, რომელიც სამართლიანობას აღადგენდა. "სამართლიანობის აღდეგნა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით. ჩვენ მოგვიწია, უარი გვეთქვა ამ პრობლემების სისტემურად მოგვარებაზე. არ შევქმენით მექანიზმი, რომელიც ერთიან კონტექსტში განიხილავდა სამართლიანობის აღდგენის პროცესს", - განაცახადა პრემირემა. ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებს სამართლიანობის აღდგენაში ვერც პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა უშველა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათი საქმეები ამ უწყებაში ისევ თაროზეა შემოდერბული და სასამართლო პროცესებიც ჭიანურდება. ამასობაში კი ოთხი წელი გავიდა. ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება არ ყოფილა იმთავითვე, როგორც კი "ქართული ოცნება" მოვიდა ქვეყნის სათავეში", - აღნიშნავს გამოცემა. 

"სურვილი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ნება არ გამოვლენილა , პირიქით, ხელის შეშლაც იყო. შეიძლება ითქვას, თავის დროზე არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოტივიც ეს გახლდათ. ის გადადგა და შემდეგ ტემპიც დაიკარგა", - აცხადებს ცისკარიშვილი. მისი აზრით, სამართლიანობის აღდგენა ვერც 2016 წელს არჩერვნების შემდეგ მოხერხდება, ერთ-ერთი მიზეზი ზურაბ ადეიშვილის ირიბი გავლენაა, რასაც ის პროკურატურის მიმართ იჩენს. "სამართლიანობის აღდგენის მცდელობის პარალელურად გვესმოდა ქება ისეთი ადამიანებისა, როგორებიც არის, მაგალითად, ადეიშვილი, რომელიც უსამართლო ქმედებების ერთ-ერთი მთავარი წამომწყები გახლდათ. დღესაც. რაც არ უნდა გვიკვირდეს, ამ ადამიანის მიმართ ჩვენი პროკურატურა დიდი სიმპათიით არის გამსჭვალული. ნუ გაგვიკვირდება, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ადეიშვილის მიერ პროკურატურაზე გავლენის ფაქტები გამოვამჟღავნოთ. ასეთ პირობებში, ცხადია, სამართლიანობის აღდგენა ვერ ხერხდება. მეტიც, მისი "აღდგენის" მცდელობა სწორედ მიმართული იყო იქითკენ, რომ უსამართლოდ აღდგენილიყო უსამართლობა", - განმარტავს სოსო ცისკარიშვილი. "რეზონანსი" რამდენიმე გახმაურებულ საქმეს მუდმივად თვალს ადევნებს და ბიზნესმენებთან ერთად ელოდება, თუ რა შეიცველაბ ამ მიმართულებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე აღარაფერი შეიცვლება, თუმცა თავად დაზარალებული ბიზნესმენები ამბობენ, რომ არ დანებდებიან, ვიდრე არ მოიგებენ ბრძოლას", - წერს სტატიის ავტორი. 

"ნავთობკომპანია "მაგნატის" დამფუძნებელი ჯემალ ლეონიძე ფიქრობს, რომ მისი საქმე როდისმე დასრულდება. მის საკუთრებაში იყო კომპანია "მაგნატი 2006", რომლის ძირითად საქმიანობას ნავთობპროდუქტების შეძენა- რეალიზაცია წარმოადგენდა. ამისთვის კომპანიას ოთხი ნავთობტერმინალი, 42 ბენზინგასამართი სადგური და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები ჰქონდა. ლეონიძე 2009 წლის 13 აგვისტოს დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს. მას ბრალი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითური ხელშეკრულების დადებაში დაედო. " მე ჩემი სიმართლე მაქვს, ადრე იქნება თუ გვიან, სამარალი გაიმარჯვებს და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიზანს მივაღწიო. 80 მილიონი დოლარით დავზარალდი, ძალიან დიდი დანაკარგია. რამდენიმე პროცესი მოვიგე კიდეც, ჩემი საქმე სტრასბურგის სასამართლომდეც მივიდა, სადაც ასევე რამდენიმე პროცესი მოვიგე. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არჩევნების შემდეგაც გავაგრძელებ ბრძოლას. მხოლოდ იამს ვშიშობ, რომ ქვეყანაში კლანური რეპრესიული მმართველობა არ ჩამოყალიბდეს. ყველაფერი მოსალოდნელია. ის ადამიანები, ვინც ჩემი და ჩემისთანების ქონებას თაღლითურად დაეუფლნენ, დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ", - აცხადებს ლეონიძე და იმედოვნებს, რომ მთავრობას ეყოფა გონიერება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს", - განაგრძობს გამოცემა. 

"კიდევ უფრო რთულადაა საქმე ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილთან დაკავშირებით. იგი ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5" - ისა და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელია. დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2013 წელს შეწყდა, ბიზნესმენი უზენასესმა სასამართლომ გაამართლა და შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც შპს "ალბატროსსს" 3 მილიონი ლარის გადახდას ავალებდა, ბათილად ცნო, ქონებას კი ყადაღა მოეხსნა. 2013 წლის თებერვალში ბიზნესმენი ამბობდა, რომ ქონება დაუბრუნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისთვის ქონების დაბრუნება არ მომხდარა , ეკონომიკის სამინისტრომ ქონების დაბრუნება მხოლოდ 3 თვით მოახდინა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საზოგადოებრივი მოძრაობა გააქტიურდა", - განაგრძობს სტატიის ავტორი. 

" ხელისუფლებიას პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა, რომ ეს პროცესი დაეწყო, არათუ დაესრულებინა. ალბათ, რაღაც შეტანხმება არსებობს, უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ. საზოგადოებრივი პროტესიტი უნდა გაძლიერდეს და მოსთხოვონ ხელისუფლებას, შეასრულოს დაპირება და სამართლიანობა აღადგინოს. ჩემი საქმე ჯერჯერობით სტრასბურგის სასამართლმდე არ მისულა, ადგილობრივ წარმოებაშია და წლობით ჭიანურდება", - აბობს ბეგიაშვილი. 
interpressnews.ge