"ქართულ პოლიტიკაში ძალათა გადანაწილების მიხედვით, პოლიტიკური სპექტრი სამ ჯგუფად იყოფა. პირველი ეს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა" , რომელთაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჰქონდათ და შემდეგ მოდიოდა პარტიების ის ჯგუფი, რომელთაც ბარიერის გადალახვის შანსი ჰქონდათ და არა გარანტია. პაატა ბურჭულაძის პარტიას სწორედაც, რომ ამ ჯგუფებში მოვიაზრებდი. ამასთანავე, კარგი იქნება, რომ ამ 7-მა ოპოზიციურმა პარტიამ ბლოკი შექმნას, რათა 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაამყაროს", - აცხადებს პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "რეზონანსისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ ძაბირაძე: "ამომრჩეველთა 60%-ს "ოცნება" და "ნაციონალები" არ სურთ, მათ ახალი ძალა სჭირდებათ."
"როდესაც პოლიტიკოსი ზღვარზე ხარ და არ იცი, მოახერხებ თუ არა ბარიერის გადალახვას, მაშინ ბლოკის შესაქმნელად ნაბიჯი უნდა გადადა. ახლა ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა, რომ პარლამენტში მოხვდეს, რათა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ბრძოლა უფრო დიდი სიმაღლიდან შეძლოს. ამიტომაც კარგია, რომ პაატა ბურჭულაძემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება იმას, რომ ეს შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგი იყოს და ისინი პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ამ პარტიის მოკავშირედ მოგვევლინოს, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგანაც პოლიტიკაში არავინ იცის, როდის რა შეიძლება მოხდეს. თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დეპუტატთა ის რაოდენობა გაიყვანა, რომელიც ჯამში პაატა ბურჭულაძესთან ერთად უმრავლესობას შექმნის, რა თქმა უნდა, იმას არ გამოვრიცხავ, რომ ისინი გაერთიანდნენ. თმცა იგივეს არც "ქართულ ოცნებასთან" გამოვრიცხავ. თავად პაატა ბურჭულაძის განცხადედებიდან გამომდინარე, ვფირობ, სურვილი აქვს, რომ პარლამენტში უმრავლესობაში მოვიდეს. ამ შემთხვევაში მისთვის, არ მგონია, პრინციპული იყოს "ნაციონალებთან" ერთად იქნება თუ "ოცნებასთან", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"კარგი იქნებოდა ბურჭულაძეს ბლოკი "რესპუბლიკელებთან" ან "თავისუფალ დემოკრატებთან" გაეკეთებინა, თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა, მაგრამ ახლა აქ შეთავაზება სულ სხვაგვარი იყო. ის პარტიები, რომლებიც "სახელმწიფო ხალხისთვის" მოძრაობაში გაერთიანდნენ, მათ ლიდერად პაატა ბურჭულაძე დაასახელეს. აი, ეს ფაქტორი წინა ორ პარტიასთან გაერთიანების შემთხვევაში კითხვის ქვეშ დადგებოდა. იქ ლიდერები ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი არიან. ეს ხალხი საკამოდ წონიანი პოლიტიკოსები არიან, შესაბამისად, ბურჭულაძეს იქ ლიდერობის ფუნქციას არავინ მიანიჭებდა. ამიტომაც მისი ფაქტორი იქ გარკვეული იქნებოდა. ბურჭულაძემ ამ გაერთიანებით ნაბიჯი იქით გადადგა, რომ 5%-იანი ბარიერი დაძლიოს. ბლოკების შექმნა პირველი ნაბიჟის გადადგმაა შედეგის მისაღებად, აუცილებელია, რომ მას შემდეგ გაგრძელება ჰქონდეს. ამაში ბლოკის გაფართოებას არ ვგულისხმობ. პოლიტიკურმა ქულებმა აუცილებლად ამომრჩევლამდე უნდა მიაღწიოს. ამიტომ ეთერში თუ მხოლოდ ბურჭულაძე იტრიალებს, მაშინ ამ გაერთიანებას მინიმალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა თუ ეს ერთიანი ბლოკი ამუშავდება და თან ლიდერი ბურჭულაძე იქნება, მაშინ ამომრჩევლის ხმების მიზიდვის შანსი უფრო მეტი აქვთ", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
"ვფიქრობ ამ ეტაპზე სიტუაცია კვლავ იგივეა. ის 60% ჯერ კიდევ ძიების პროცესშია, თუმცა არა "ოცნებას" და "ნაციონალებში". მათ აუციულებლად ახალი მესამე ძალა სჭირდებათ, რომელიც უფრო სუფთა ხელებით და ახალი სახეებით იქნება დაკომპლექტებული. ვფიქრობ პაატა ბურჭულაძეს ამ ხალხის დაინტერესება შეუძლია. მე არ მგონია, რომ კოალიციის შექმნის შემდეგ მან ელექტორატი დაკარგოს. მართალია, საზოგადოებაში ანტინაციონალური განწყობა არსებობს, თუმცა მათგან წამოსული პოლიტიკოსების მიმართ ამხელა აგრესია არ არის. ამიტომაც აუცილებელია, რომ ამ ხალხმა ამომრჩევლის ნდობის მოპოვება შეძლოს და დაარწმუნოს ბურჭულაძის მომხრეებიც, რომ ისინი "ნაციონალებისგან" სრულიად გამიჯნულები არიან. პარლამენტში მომხვედრ პარტიათა კონფიგურაცია მგონია, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში გამოიკვეთება. ჯერჯერობით 60% მაინც შერჩევის პროცესსშია, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ნაწილი მათგანი ისევ ძველ პოლიტიკურ გუნდს დაუბრუნდეს. თუმცა ბურჭულაძის ახალ გაერთიანებას ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ ეს ხალხი მიიზიდოს. რა თქმა უნდა, თუ საარჩევნო კამპანიას კარგად დაგეგმავენ და ამომრჩეველს სწორ მესიჯებს გაუგზავნიან", - განაგრძობს პოლიტოლოგი.
"ოცნებაში" "ნაციონალებიდან" პორტირებულ დეპუტატებს რაც შეეხება, აქ საუბარი მაჟორიტარულ კანდიდატებზეა. ვფირობ, მათი შერჩევა, სწორედაც, რომ ავტორიტეტიდან გამომდინარე მოხდა, რომლითაც ისინი რეგიონებში სარგებლობენ. მათ იქ თავისი ამომრჩეველი ჰყავთ, როგორც ჩანს, გამარჯვების შანსი მეტი აქვთ. "ოცნებამ," ეს ადამიანები სწორედ ამიტომ აირჩია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის. მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში ხდება. ზოგადად, რასაც მე ვუყურებ, როგორც "ოცნების" ასევე ოპოზიციის საარჩევნო სიებს, აუცილებლად უმრავლესობის მიმღები კანდიდატები სურთ. ადამიანები, რომელთა გამარჯვებაშიც პარტია დარწმუნებული იქნება. რაც შეეხება გორში ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაპირისპირებას, მგონია, რომ ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანიამ ძალიან იჩქარა. მან გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღო, როდესაც მისმა მეგობრმა და თანაპარტიელმა გორის მაჟორიტარობაზე უარი თქვა, ალასანიამ თავისი კანდიდატურა წარადგინა. რამდენადაც მახსოვს, მაშინ ირაკლი ოქრუაშვილს გადაწყეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა, სწორედ ალასანიას განცხადების შემდეგ მანაც თავისი კანდიდატურა დაასახელა. ფაქტია, რომ ოქრუაშვილი გორში კენჭს აუცილებლად იყრიდა, ამიტომაც ალასანიას არ უნდა ეჩქარა. ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას რომ ცდილობდა, ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ მან გორის მერობაზე პრეტენზია განაცხადა. მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილს გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს. ის გორში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, ასევე 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყო, მას ქალაქში საკამოდ ძლიერი სანაცნობო წრე ჰყავს და ფულიც არ უჭირს. ამიტომაც ირაკლი ალასანიასთან შედარებით ის მეტი უპირატესობით სარგებლობს", - მიიჩნევს ძაბირაძე.
" სანდრა რულოვსის კანდიდატურის დასახელებით, რა თქმა უნდა, სააკაშვილი ცდილობს, რომ პარტიაში გადამწყვეტი გზა და ხმა შეინარჩუნოს. თუ გავიხსენებთ 2012 წლის არჩევნებს, "ნაციონალურ მოძრაობას" აქ საკმაო წარმატება ჰქონდა. სანდრა რულოვსი როდესაც პირველი ლედი იყო, სამეგრელოში მისი ვოიაჟები გვახსოვს. შესაბამისად, ეს ქალბატონი ამ რეგიონში გარკვეული ავტორიტეტით და გავლნით სარგებლობს. ამიტომაც რულოვსით ვფქირობ, რომ ბევრი ადამიანი მოხიბლული იქნება. ეს შესაბამისად "ნაციონალურმა მოძრაობამაც" იცის და ამ შანსს იყენებს. თუმცა მგონია, რომ რულოვსი მარტო მაჟორიტარობის ხარჯზე არ იქნება და მისი დაზღვევა სიითაც მოხდება. სანდრას პარტიაში გამოჩენის ფაქტორი იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკას კვლავ მიხეილ სააკაშვილი წარმართავს", - დასძენს რესპონდენტი და კითხვას - " რას იტყვით, ბოლო დროს პრორუსული ძალების გააქტიურებაზე. როგორ ფიქრობთ, ამ ნიშაზე ქართულ საზოგადოებაში მოთხოვნა არსებობს?", - პასუხობს:
"ამ ნიშაზე მოთხოვნა რომ არსებობს, ეს ქართველი პოლიტიკოსების ფანტაზიის ნაყოფი ურო მგონია, ვიდრე რეალობა. ეს არჩევნები ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ, რომ პრორუსულ ძალებში ნინო ბურჯანაძე იკვეთება. ამ პარტიებს შორის ბალანსის დაცვა ძალიან საინტერესო იქნება. რეალურად რასაც ვუყურებ, ინაშვილსა და ბურჯანაძეს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. თუ ბლოკები გაკეთდება, ეს უკვე სხვა საკითხი იქნება. კიდევ საინტერესო იქნება იმით, რომ ბოლოს და ბოლოს ვნახავთ ქართული საზოგადობეის მხრიდან ამ ხალხის მისამართით, რა განწყობა არსებობს."
interpressnews.ge