"ქართულ ოცნებაში" შეგზავნილ აგენტებს(?) ამხელენ!!!

ვინ ურევს "ქართულ ოცნებაში" სიტუაციას და რა თამაშები მიდის წინასაარჩევნოდ ჩუღურეთში, ამ თემაზე "ქრონიკას" "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი ნანა ხომასურიძე ესაუბრება:

 - თავს ვალდებულად ვთვლი, გიამბოთ იმ პროცესების შესახებ, რაც ჩუღურეთის რაიონში "ოცნების" საარჩევნო ოლქში ხდება (წინამძღვრიშვილის #81). ჩემი აზრით, ეს საშიშროებას უქმნის არა რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკური ლიდერის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების მომავალს. ვგულისხმობ სრულიად მიზანდასახულ და აღვირახსნილ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელსაც ეწევა "ქართული ოცნების" კანდიდატი, ვითომ "ოცნების" კანდიდატი და ამ დროს, "ოცნებაში" აგენტად შეგზავნილი, ცნობილი "ნაცმოძრაობელი" ქალბატონი რიმა (რამინა) ბერაძე. იგი შევარდნაძის ხელისუფლების ცნობილი სახის, ზაზა სიორიძის ძმის, მერაბ სიორიძის მეგობარი ქალია... ყველასთვის ცნობილია, რომ რამინა ბერაძე გიგი უგულავას მხარდამჭერთა ყვითელ ავტობუსებს პოლიტიკურ მოუსავლეთში დაჰყვებოდა წინ და უკან. ასევე, ის იყო "ნაციონალი" რუსუდან კერვალიშვილის საარჩევნო შტაბის აქტიური წევრი და "ცენტრ-პოინტის" მენეჯერი. ჰოდა, ასეთი წარსულის მქონე ოზურგეთელი რამინა ბერაძე დღეს ჩუღურეთის რაიონში "ოცნების" კანდიდატია, "კოჰაბიტაციაც" ამას ჰქვია. ესე იგი, რა გამოდის, ეს ყველაფრის მკადრებელი ქალი, სპეციალურად შეაგზავნეს ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში "ნაცმოძრაობის" სიით და თითქმის 43-ივე უბნის თავმჯდომარეც თვითონ არის. მან კარგად იცის, რომ "ოცნებისგან" ვერ გავა, ამიტომ მისი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ჩუღურეთის გამგებელს, "ნაცების" კანდიდატს, ირმა ნადირაშვილის ქმარს დათო დაღელაშვილს შეუწყოს ხელი და გაუხსნას მწვანე გზა. ამისთვის ის უკან არაფერზე იხევს და სიიდან იღებს ყველას, ვინც მას წინააღმდეგობას გაუწევს. თან ამ საქმეში რამინა ბერაძეს ეხმარება არჩევნების გაყალბების დიდოსტატი ხათუნა გოგორიშვილი და მალხაზ მჭედლიშვილი, ეს უკანასკნელი სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობს. ეს სამეული ხშირად იკრიბება და ამას ყველა ხედავს. ასეთი რამ იმიტომ ხდება, ბატონებო, რომ "ოცნებას" სუფთა წარსულის ადამიანები არ სჭირდება, მორჩა და გათავდა!.. ამ კონკრეტულ ფაქტზე რამდენჯერმე მივმართე "ოცნების" დეპუტატებს, მაგრამ ისინი ამით არ დაინტერესებულან. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არჩევნების წინასწარი დისკრედიტაციის მიზნით ხდება, ამიტომ არის ხალხში გაუთავებელი ლაპარაკი არჩევნების შედეგების გაყალბებაზე. რაც არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანასა და არჩევნებისადმი ნიჰილიზმის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ქალბატონო ნანა, არჩევნებამდე სად მოღვაწეობდით?

- მე ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, ვიყავი ბატონ ნოდარ ნათაძესთან "სახალხო ფრონტში", შემდეგ "კონსერვატორებთან" წავედი, მოგვიანებით, ამავე პარტიის ხელმძღვანელი გახლდით. კარგი ურთიერთობა მქონდა ზვიად ძიძიგურთან, მეგონა, სუფთა წარსულის ადამიანთან ვიყავი, მაგრამ მან იმედები არ გამიმართლა, ახლა ვიცი, ის სულ მალე ხელს მოაწერს პარტიის დაშლას. ეტყობა, პრობლემებს გაურბის, ამიტომაცაა, ცხოვრება აიწყო... მე პირადად ამას არ ვიზამდი, თანაც, როცა ამდენ შეურაცხყოფას გაყენებენ... მე ყოველთვის პარტიის გვერდით ვიყავი, მაშინაც კი, როცა ფინანსურად ძალზე უჭირდა, ბოლო წლებში საკუთარ ფულსაც არ ვზოგავდი.

როგორ, თქვენი დასახმარებელი რა სჭირდა პარტიას, როცა ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილი ძიძიგურს კაი გვარიანად დაეხმარა.

- გეთანხმებით, მაგრამ ძიძიგური მაშინ თავის პარტიას ერთი თეთრით არ დახმარებია, სწორედ მაშინ ვინახავდი "კონსერვატიულ პარტიას", როცა ძიძიგურს დიდი ფული მისცა ივანიშვილმა. ჯერ კიდევ "ნაციონალებმა" 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს. ჩუღურეთის რაიონში "ქართული ოცნების" კოალიციაში აქტივის ხელმძღვანელი ვიყავი, როცა "კონსერვატორებზე" შეტევა მოხდა და საწევრო შენატანების გამო "ნაციონალებმა" გამასამართლეს, ჯარიმის სახით მოსამართლე თოდუამ უკანონოდ 5 ათასი ლარი დამაკისრა. ამის თაობაზე მაშინ მივმართე ძიძიგურს, მაგრამ მან პასუხის ღირსიც კი არ გამხადა. ამიტომ დავტოვე "ქართული ოცნების" კოალიცია. ბოლოს "პატრიოტთა ალიანსში" სოსო მანჯავიძესთან მივედი. ადამიანები დაშინებულები არიან და არავის ენდობიან.

ნანა ხომასურიძე მიმანიშნებს ოთახში მყოფ საგულდაგულოდ დადუმებულ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც, როგორც გავარკვიე, ნანა ჟვანია გახლდათ:

- ეჰ, რა უნდა ვთქვა, რამინა ბერაძემ ორი კვირა გვამუშავა კარგად და დღეს მითხრა, სიაში არა ხარო, ეს იმიტომ, რომ ნანა ხომასურიძის რეკომენდაცია მქონდა. არადა, ხომასურიძემ დააკომპლექტა თავის დროზე `ქართული ოცნების~ კოალიცია, ჩუღურეთში გაუგონარი რამ ხდება, რომელი ერთი გითხრათ...

საუბარში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი ჩაგვერთო.

ხათუნა გამყრელიძე:

- მე სიაში არ ჩამწერა რამინა ბერაძემ, ეს იმიტომ, რომ თანხები მიითვისა, ეს ვიცი და ამიტომ არ აწყობს ჩემი ყოფნა სიაში. სულ უცხო ხალხი ჰყავს შეყვანილი, ვინ არ მოისყიდა წინასაარჩევნოდ და რა არ დაურიგა მათ. "ნაციონალებს" ამ საქმისთვის ხომ იცით ფული არ ენანებათ, იგი გურული აქცენტით ყველას აბოლებს. "მოი, ჩემო დაია" - ეს მისი საყვარელი მიმართვის ფორმაა, თუ ვინმეს შებმა უნდა, ამ ეპითეტებს არ იშურებს. თან, ისეთი ჩამშვები და მაბეზღარაა, ჩუღურეთის რაიონის ადამიანები კი არა, ქვეყნები შეუძლია ერთმანეთს გადაჰკიდოს. დღეს, მაგალითად, ჩვენი უბნის მამაკაცები დაიბარა და თუ ვინმე ნანა ხომასურიძის მეზობელი იყო, თავისთან იხმო და ყველა მათგანი ამოიღო სიიდან. "კონსერვატიული" პარტიის ერთ-ერთი წევრი ჩუღურეთიდან კრწანისში გადააყვანინა. დაიბარა ძალიან ბევრი ადამიანი და პირდაპირ უთხრა, ორმაგს გადაგიხდით, ოღონდ ჩემთან იყავითო. ბევრმა ვერ გაუძლო ცდუნებას და მასთან გადაბარგდა. ასე მოისყიდა ჩუღურეთელი მაკა მუმლაძე, ლევან ხუჭუა კი ვერა და ვერ "შეაბა", მასთან გადაბარგებულებს ამ ფარისეველმა ქალმა უთხრა, ქრისტიანი ვარ, დაია, და ჩემთან მეგობრობით არაფერი დაგაკლდებათო. ერთი სიტყვით, ასეთი "სასტავი" ჰყავს "ქართულ ოცნებას" და "ნაცებს" ჩუღურეთში... დარწმუნებული ვარ, ოზურგეთელი რამინა ბერაძის დამსახურებით ჩუღურეთში "ქართული ოცნების" სიით "ნაცმოძრაობა" მოვა და ამას რა რანგისა და რა მასშტაბის არეულობა შეიძლება მოჰყვეს, ამაზე არავინ ფიქრობს.