ბოლო დროის მოვლენებმა "ნაციონალები" ძალიან გაამწარა, ისინი ხედავენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შანსი თვალსა და ხელს შუა უქრებათ. ზურაბ ჟვანიას საქმის გააქტიურება ისეთივე დამანგრეველი აღმოჩნდა მათთვის, როგორც 2012 წლის ზაფხულში ციხის კადრები. სანამ ამ საკითხს დეტალურად დავუბრუნდებოდე, უნდა გითხრათ, რომ "ნაციონალებს" პარტიის "სამზარეულოშიც" აერიათ დავთრები... მაგალითად, ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, გიორგი ვაშაძე უკვე სერიოზულად ფიქრობს, ისეთ არასაპარლამენტო ძალასთან გამონახოს საერთო ენა, რომელიც, ასე თუ ისე, ლოიალურადაა განწყობილი "ქართული ოცნების" მიმართ. მას შემდეგ, რაც ის თბილისის მერობის კანდიდატობიდან "მოასრიალეს" და ნიკა მელიას კანდიდატურა ამჯობინეს, რევანშის აღების წყურვილი არ განელებია - მეგობრების წრეში უკვე ლაპარაკობს, რომ, თუ რომელიმე შუალედური ძალა მის კანდიდატურას დააყენებს, "ნაციონალ" მელიას ბოლომდე დაანგრევს. როდესაც "ნაციონალებში" პრაიმერისის საკითხზე იყო ლაპარაკი და ვაშაძეს უთხრეს, გზიდან ჩამოგვეცალეო, ამას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია (ამაზე ინფორმაციამ გამოჟონა და პრესაშიც დაიწერა), ჯერ უგულავამ გაჭიმა მკლავი, მერე კი თავად მელიამაც მოსინჯა თავისი მუშტის სიმძიმე.
ინკოგნიტო წყაროს თქმით, ვაშაძეს წამოუყენებია წინადადება, აქ უკვე დიდი ჭაობია, მოდით, ახალგაზრდები გავააქტიუროთო... ამაზე ხათუნა გოგორიშვილს ქოში უკუღმა უყრია, ჩამჯდარა თავის სავარძელში და თურმე თან მუშტებს ურტყამდა, ამ სკამს ცოცხალი თავით არავის დავუთმობო. საქმე არც ისე იოლადაა, როგორც ვაშაძეს ჰგონია. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შიგნიდან დემორალიზებულია, მაინც არ იცვლება მათი "ოცნება" ხელისუფლებაში მობრუნების თაობაზე. ისინი გაათმაგებული ძალებით შეუდგნენ რევანშისტული გეგმის განხორციელებას - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში (ძირითადად ღამის საათებში) მათ ოფისში მიმდინარეობს საიდუმლო შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებიც მთელი 9 წლის განმავლობაში ასრულებდნენ შავ სამუშაოებს, არბევდნენ მიტინგებს, აშანტაჟებდნენ მოწინააღმდეგეებს. "ალია" უკვე წერდა, რომ ახლა მიდის ზონდერ-ჯგუფების მეთაურების "გადამზადება" მომავალი მიტინგებისთვის. "ნაციონალების" გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპად ჩაფიქრებულია "ელგებეტეების" აღლუმის ჩატარება თავისუფლების მოედანზე, რომელთაც უმოწყალოდ დაარბევენ და ამას მხარს აუბამენ ევროჩინოვნიკებიც. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, გამოვარდებიან თუ არა ქუჩაში "ტაბურეტკებით" შეიარაღებული მამაოები, თუ მსგავსი არაფერი მოხდება, "პედერასტები" თავად დაირბევენ თავს და ყველაფერი მაინც ხელისუფლებას დაჰბრალდება. აი, ამიტომაც გამოიძახეს "ნაციონალებმა" უფროსი "ზონდერები" ოფისში.
წყაროს ინფორმაციით, ამ პროექტს, როგორც წინა წელს, ისევ გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, ხოლო შემდეგ ეტაპს გიგი უგულავა ჩაუდგება სათავეში (თუ აცალეს). ისევ ძალაშია არასამთავრობო სექტორის ფაქტორი. მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ დასავლეთი სამოქალაქო სექტორის პოზიციას დიდ ყურადღებას აქცევს, მას საქართველოში ამ მხრივ დასაყრდენი ძალები საკმაოდ ჰყავს, მაგრამ კიდევ უფრო გააძლიერებს. ამჟამად მიდის გადაჯგუფება და ერთ მშვენიერ დღესაც აყვირდებიან, რომ საქართველოს მართავს დესპოტი ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობას არც ერთი დაპირება არ შეუსრულა. არავის არ დაავიწყდეს, რომ სააკაშვილი საქართველოდან არ არის წასული ხელცარიელი, ქვეყნიდან რამდენიმე მილიარდი გაიტანა და ახლა ბოლო "კაპეიკამდე" დახარჯავს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
სხვათა შორის, "ნაციონალებმა" უკვე დაიწყეს კვლევების ჩატარება რეგიონებში, ისინი სწავლობენ, რამდენი ადამიანია განაწყენებული "ოცნებაზე", რამდენი არ დაასაქმეს და ა.შ. მაგალითად, როგორც კი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეორგოლი აიტვირთა ინტერნეტსივრცეში, "ნაცმოძრაობის" მთელი ელიტა დაერჭო ბათუმში და ერთ-ერთ სასტუმროში ლევან ვარშალომიძემ გამართა საიდუმლო თათბირი, სადაც დაიგეგმა სამომავლო სტრატეგია. სტრატეგიის პირველი ნაწილი ასე გამოიყურება: "ნაციონალები" ივლიან კარდაკარ, შეადგენენ სიებს, სადაც დააფიქსირებენ, ვინ არის განაწყენებული და რატომ? ამის შემდეგ დააზუსტებენ, როგორ უნდა გამოიყვანონ ასეთი ადამიანები ქუჩაში. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ "ნაციონალებს" შემონახული ექნებათ ვიდეოფაილები უამრავ ადამიანზე და ამიტომ ისინი ამ ბერკეტსაც აამოქმედებენ. მართალია, ხელისუფლებამ ბევრი რამ გაანადგურა, მაგრამ ასლები მაინც გადამალული აქვთ. "ნაციონალები" აპირებენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლონ, მათ "შეფს", მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი ფული აქვს წაღებული და გეგმის მიხედვით, ეს უნდა დაიხარჯოს ბიძინა ივანიშვილის დასამხობად. სააკაშვილს ამოძრავებს პირადი ინტერესი... ივანიშვილმა მასთან ანგარიში გაასწორა, მაგრამ სააკაშვილმა სული მაინც მოითქვა და ახლა აქეთ იმუქრება, ივანიშვილს "ქართვლის დედაზე" ჩამოვკიდებო.
საქართველოს ხელისუფლებას ერთი გამოსავალი აქვს და ვალდებულიც არის, ეს გააკეთოს: "ნაციონალების" ყველა მუქარა, სადაც დაფიქსირებულია ხელისუფლების დამხობის სურვილი ან მოწოდება, უნდა შეფასდეს სახელმწიფო დანაშაულად და მიეცეს სამართლებრივი შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ იგივეს, რაც მოხდა 1990-იან წლებში.
და კიდევ ერთი ინფორმაცია: ჩემს ახლობელს, რომელიც ჟვანიას საქმეში ექსპერტად იყო ჩართული, "ნაციონალები" ურეკავენ და ემუქრებიან. მის ვინაობას, მისივე თხოვნით, ჯერ ვერ დავასახელებ, "ქრონიკის" მომდევნო ნომერში კი ამ საკითხზე ვრცლად გიამბობთ.