იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი დიპლომის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟისთვის წერტილის დასმა სცადა - საზმაუწყებლის ეთერში ორი დიპლომით მივიდა.
"ასე რომ, ქართული კანონის მოთხოვნას ვაკმაყოფილებ. ჩემი განათლების შესახებ არასდროს არაფერი ყოფილა დამალული და პარლამენტის არც ერთ კომიტეტს ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, - ყველა საქმის გამოძიება გონივრულ ვადაში დასრულდება. თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რომ მას იარაღი ჩაუდეს, თუ მის ჩვენებას არ ჩავთვლით, არ მოიპოვება. რაც შეეხება ლუკა კურტანიძის მიერ თანამშრომლის ცემის ფაქტს, პროკურატურას, ისე, როგორც გეწაძის საქმეზე, ნამდვილად ექნება რეაქცია და შერჩევითი სამართალი არ იქნება. არც გიგი უგულავას საქმეზე იქნება ჯოზეფ ქეის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება.