საჭირო მასალა: 2 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი, 4 ცალი ტკბილი წიწაკა, 6 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი, 5 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, 1 ჩ.კ. პამიდვრის პასტა, 100 მლ ზეითუნის ზეთი, მარილი, შაქრის პუდრა – გემოვნებით.
მომზადება: ბადრიჯნები სიგრძეზე დავსეროთ, მოვაყაროთ მარილი და 30 წუთი გავაჩეროთ, შემდეგ გავწუროთ ან გამდინარე წყალი გადავავლოთ და შევწვათ ზეთში. პამიდვრებს გადავავლოთ მდუღარე წყალი და გავაცალოთ კანი, დავჭრათ, მოვათავსოთ პატარა ქვაბში და 20 წუთი ვშუშოთ. მეორე ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ მსხვილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა, შემდეგ კი – ხახვი. წვრილად დაკეპილი მწვანილი, წიწაკა, მარილი, შაქრის პუდრა და მოშუშული ხახვი ავურიოთ ერთმანეთში. პამიდორი როცა გაგრილდება, გავატაროთ საცერზე და შევურიოთ ცოტა მარილი. თითოეული შემწვარი ბადრიჯანი დავტენოთ მოშუშული ბოსტნეულის ფარშით და ზემოდან კი მოვასხათ პამიდვრის პიურე, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. კერძი მივირთვათ, როცა გაცივდება.