ვახტანგ ძაბირაძე -

ვახტანგ ძაბირაძე - "ოცნებამ" აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო"

"საზოგადოება არც ისე გულუბრყვილოა, იფიქროს. რომ ეს ახალგაზრდები კორცხელში სპონტანურად ჩავიდნენ. ჩანს, ხელისუფლებამ იცოდა, რომ კორცხელში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ჯგუფი იქნებოდა, ამიტომაც ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად გადადგეს. პრობლემას ბიჭებში ვერ ვხედავ და ჩხუბიც საქართველოში ახალი ამბავი არ არის - პრობლემაა ისაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიღაცამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ორგანიზება გაუწია და ხალხი ჩაიყვანა იქ. "ქართულ ოცნებაში" თუ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება და რეალიზება შეუძლიათ, ამით მთლიანად მომავალი არჩევნების პრობლემა დგება. პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღეს", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ძაბირაძე: "ოცნებამ" აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო.

"იმ პირებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ან პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერი გაეგებათ, ან მათი მიზანი პროვოკაციის მოწყობა იყო, რამაც ზიანი მოიტანა. ამ ინციდენტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამართლების მცდელობა მოჰყვა. ჩვენ თუ ამის გამართლება შეგვიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ლინჩის წესით გასამართლება უნდა შემოვიღოთ. გასაგებია, მეც ძალიან მაღიზიანებს, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ადამიანის უფლებებზე და საერთოდ დასავლერ ღირებულებებზე იწყებენ საუბარს, მაგრამ თუ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს და არა ქუჩური გარჩევებით გადაწყდეს. საერთოდ მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ამ ბიჭებს სასამართლო დასჯის თუ არა. ხელისუფლებამ იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო ეს უფლება უნდა ჩამოართვას - ასე თუ არ მოიქცევა, დიდია ალბათობა, რომ შემოდგომაზე კორცხელის ვარიანტი ვარიაციებით მთელ საქართველოში განმეოდეს, რაც ქვეყანას დესტაბილიზაციის ახალ ეტაპამდე მიიყვანს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"თავად როცა "ნაციონალური მოძრაობას" კორცხელის ინციდენტი და ეს ბოიკოტიც პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს. რაც შეეხება "ოცნებას", ჩანს, ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე რომ "ქართული ოცნებისკენ" ის ამომრჩეველი შემოებრუნებინათ, რომელიც სამართლიანობის არააღდგენასთან დაკავშირებით "ოცნებაზე" გაღიზიანებული იყო. თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელო იყო იმასთან შედარებით, რაც ხელისუფლებამ ამ ფაქტით დაკარგა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ ღირდა... ეს ინციდენტი ხელისუფლებას დასავლეთში ირიბად ურტყამს, "ნაციონალური მოძრაობა" კი შეეცდება თავის სასარგებლოდ გამოიყენონ და ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი არჩევნების შემდეგ გადაავადონ..." - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "კორცხელში განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორი არჩევნები გველის ოატომბერში?" - პასუხობს:

"ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მას ყველა მექანიზმი აქვს, ასეთი გართულებები არ დაუშვას - ვინც ეს ინციდენტი დაგეგმა, მათ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ უნდა მიაღებინონ.არ ვიცი, ეს ადამიანები ვინ არიან ან რამდენი, მაგრამ ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ - შეგნებით თუ შეუგნებლად, არ ვიცი, მაგრამ ეს ფაქტია... რაც შეეხება ახალ ვარდების რევოლუციას, ასეთი სცენარის განმეორება შეუძლებელია. მაშინ იმიტომ იყო შესაძლებელი სააკაშვილსა და მის გუნდს მთელი საქართველო მხარს უჭერდა - მოსახლეობის უმრავლესობისთვის შევარდნაძე მიუღებელი იყო. ასევე მოხდა 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი მოვიდა. მას მხარს უჭერდა არა მარტო ის, ვინც მიტინგებზა დადიოდა, არამედ მთელი საქართველო, რაც არჩევნების შედეგებშიც აისახა. დღეს "ნაციონალური მოძრაობას" მოსახლეობის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს."

interpressnews.ge