საქართველოში სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდი დაინერგება

საქართველოში სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდი დაინერგება

თბილისში „საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. „საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ დამფუძნებელი საქართველოს მთავრობაა.

პროექტის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს შეადგენს და მას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ მთლიანად აფინანსებს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს სრულიად დააფინანსებს ფონდი „ქართუ“.

 ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემათიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედრვე სამეცნიერო ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებიასა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი  მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი/სიმსივნის ადრონული თერაპია.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი.

ლარს ბრინკი, ჩალმერისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი:

- ჩემთვის ძალიან საინტერესოა მოვახდინო პოპულარიზაცია და მხარდაჭერა დამოუკიდებელი მეცნიერების ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

- პროექტის მნიშვნელობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სამყაროში, ფუნდამენტური მეცნიერების კვლევა ვაწარმოოთ. გავიგოთ ფიზიკის კანონები. მსფოფლიო გადარჩება მხოლოდ მაშნ თუ ჩვენ გავიგებთ - რა, რა არის! რა მართავს მსოფლიოს? როგორ ფუნქციონირებს ბუნება? მთელი რიგი მოძრაობებია მსოფლიოში, რომელიც  საფრთხის შემცვლელია.

- ბატონო პროფესორო, ამ საუბრის ფონზე საინტერესოა, კონკრეტულად ფიზიკის დარგში რამდენად მოდიან კვალიფიციური ახალგაზრდა მეცნიერები?

-_ შეიძლება ატომური ბომბიც იყოს მაპროვოცირებელი, მაგრამ ფაქტია, ფიზიკა ერთ-ერთ პოპულარუსლ საგნად იქცა. მსოფლიოში საუკეთესო ინტელექტუალები 50-იან, 6ო-იან და 70-იან წლებში მუშაობდნენ ფიზიკის დარგში. ამჟამად კონკურენციაა როგორც ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით ფიზიკაში. კვანტური მექანიკისრევოლუცია უკვე იყო. თუმცა, წინ კიდევ ბევრი აღმოჩენაა.

- ეს პროექტი რამდენად წაადგება თუნდაც ჩვენს განათლების სისტემას, მის მოდრნიზებას?

- ძველი სასწავლო პროგრამებით არ შეიძლება უნივერისტეტებში სწავლების გაგრძელება, ახალი ნაბიჯებია გადასადგმელი. მოსწავლეების, სტუდენტებს თანამედროვე ცოდნა უნდა მიაწოდო თუ ამის გაკეთებით მთელი საზოგადოების დონე აიწევს, საზოგადოებას ცოდნა უნდა დაუგროვდეს, ეს შემდეგ ყოფაზე აისახება მაგალითად ტექნიკურად მაღალი დონის საწარმოები დაიწყებს ქვეყანაში ფუნქციონირებას და ა.შ. მე იმედი მაქვს, რომ „საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ ამაშიც შეიტანს თავის წვლილს. ეს ინსტიტუტი აამარლებს და შექმნის საზოგადოების ცოდნის ახალ დონეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიძგს მისცემს თანამედროვე მეცნიერებაში უნდა მუშაობდნენს. მათ აქვთ ის მნიშვნელოვანი პრობლემები გადასაწყვეტი, რომელიც სამყაროს წინაშე დგას.

- რამდენად არის სტუდენტების დაინტერესება?

- მე-20 საუკუნეში უფრო იყო. ახლა მთელი რიგი მეცნიერებები გაჩნდა გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში.

- ბატონო ბრინკ, თქვენ 10 წლის მანძილზე ნობელის  კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით,. თუ შეიძლება მოგვიყევით ამის შესახებ და რამდენად თამაშობს ის გარკვეულ როლს მეცნიერების განვითარებაში?

- დიახ, მრავალი წელი ვიყავი ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე. რასაკვირველია, ნობელის პრემია სერიოზულ როლს ტამაშობს, ხალხს უბიძგებს, რომ იმუშაოს, მიაღწიოს და არმოაჩინოს. ეს მართლაც მძმე შეჯიბრია. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად მძიმე. ბევრი ფიქრობს, ხელში ჩავიგდებ ნობელის პრემიას, მაგრამ ასე არ ხდება და დიდი იმედგაცრუებაც ახლავს ამ ყველაფერს სამწუხაროდ. ნობელის პრემია ძალიან ბევრს ნიშნავს პატარა ქვეყნებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამით ახალგაზრდები დააინტერესო თუნდაც ფიზიკის დარგში. უნდა ვცადოტ და ახალგაზრდებს მეცნიერების ინტერესი გავუღვივოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეცნიერებაში უნდა ვეცადოტ რთულ კითხვებს გავცეთ პასუხი. თუნდაც იმას, რატომ არის სამყარო ასე მოწუყობილი?

- ამ რთულ კითხვებს მეცნიერებამ რამდენად გასცა პასუხი? რამდენად ღრმად შეაღწია?

- საკმაოდ ღრმად. აინშტაინის ფარდობითობის თეორია იმდენად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი რამ გახლავთ, სწორედ აქესან ვიცით, რომ დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა სამყარო. ძალიან უცნაური მატერიებით არისსავსე სამყარო და ჩვენ გვაქვს ამაზე წარმოდგენა. ვიცით, რომ მილიარდობით ვარსკვლავი არსებობს, ასევე ვიცით, რომ სავარაუდოდ მილიარდი პლანეტაა, კითხვა ისმის სიცოცხლე არის ამ მილიარდობით პლანეტაზე? სადღაც უნდა იყოს. ასევე ისმის კითხვა: რატომ არ ვიღებთ სიგნალს, თუ სიცოცხლეა? ამ კითხვაზე პასუხი უკვე პრობლემაა.

- სასრულობაზე და უსასრულობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- სამყარო მუდმივად იარსებებს, მაგრამ თავისებური საზრვრები მაინც აქვს, რომელიც შემდგომში გააგრძელებს გაფართოებას. სამყარო თავისებურად აქსელერაციას განიცდის, ფარტოვდება. ასევე უნდა ვთქვა, რომ სამყაროში იქნა აღმოჩენილი შავი ენერგია, შავი მატერია, 20011 წელს ამ აღმოჩენას შობელის პრემია მიენიჭა.

გუიდიო ტონელი, პროფესორიპიზის უნივერისტეტი, „საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი:

- რას უნდა ელოდოს „საქართველო ტექნოლოგიური ინსტიტუტისგან“?

- ქვეყნებს, რომელთაც თავიანთი სიტყვა ექნებათ ინოვაციებში მათ ექნებათ მომავალი. ქართული ინიციატივა დროის ზუსტ მონაკვეთშა გაკეთებული.

- რა მნიშვნელობა ექნება ამ პროექტს მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისტვის?

- თქვენ გახდებით საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ამ თვალსაზრისით. მსგავსი ინიციატივა და ინფრასტრუქტურა იშვიათია მსოფლიოში.  თქვენი ქვეყანა ექსკლუზიური კლუბის წევრი ხდება. ამ თამაშს ჰქვია, ახალგაზტდა თაობის მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიებში, უმაღლესი ცოდნით შეიარაღებულები. მეორე ასპექტი: ეს ცენტრი ქართველ საზოგადოებას მისცემს საშუალებას, რომ წვდომა ჰქონდეს საუკეთესო ტექნოლოგიებთან.

მეორე მხრივ, ადამიანებს ვინც პროფესიონალი გახდებიან საშუალება ექნებატ თავიანთი ცოდნა სხვა აქტივობებშ ჩადონ. ეს გახლავთ რეალური ინვესტიცია. ეს არ არის მხოლოდ 100 ადამიანისთვის ჩადებული ინვესტიცია. ეს არის ზოგადად გავლენის მქონე მთელ ქვეყანაზე. თქვენი ქვეყნის აქტივი და სიმდიდრე ახალგაზრდობაა, საუკეთესოები დარცებიან ქვეყანაში და განავითარებენ სხვადასხვა მიმართულებებს. თუ არ მისცემთ საშუალებას, დაკარგავთ, საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

- ჰიქსის ბოზოის არმოჩენაზე მინდა გკითხო. ამ ამოჩენის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მას ძალიან ცოტამ, თანამედროვე სამყაროსთვის?

- ძალიან მარტივია: ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, ჩვენი ჩათვლით ატომებისგან და მოლეკულებისგან შედგება, მაგრამ სამყარო თავის დასაწყისში აბსოლუტურად სხვანაირი იყო. მატერიას აბსულუტურად სხვა ფორმა ჰქონდა იმ მომენტამდე, როდესაც ჰიქსის ბოზონი გაიყინა მთელ სამყაროზე, სწორედ იმ მომენტიდან შეიცვალა ყველაფერი. მასა მიანიჭა ელემენტარულ, უმცირეს ნაწილაკებს. თითქოს პატარა  დეტალია, მაგრამ მისი ნაწილი ჩვენ ვართ. რომ არა ეს, ატომის შექმნის შესაძლებლობა არ იქნებოდა. ჰიქსის ბოზონი ელექტრონს მასას ანიჭებს. ეს არის ყველაფრის საწყისი. თუ აღნიშნულს გამოვრიცხავთ სამყარო აბსოლუტურად სხვა იქნებოდა და ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ადა მ ინტერვიუს ვერ ჩავწერდით.

ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ –მინისტრი:

- გვყავდა და დღესაც გვყავს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერები, მაგრამ მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ბოლო ეტაპზე, ძალიან რთულ პირობებში ვვითარდებიდით. მეცნერებამ ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა, ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთტრადიციები და ჩვენი მეცნიერება ავაღორძინოთ. ტექნოლოგიურ ცენტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ამით ისარგებლებენ ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ჯანდაცვისა და სხვა დარგების მეცნიერები და მათ ექნებათ შესაძლებლობა მეცნიერული უნარები აღორძინდეს საქარველოში.

- პროექტის ღირებულება რამდენია?

- ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე იყო ჩემი. ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ და სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ღირებულება დაახლოებით 500მლნ ევრო იქნება. ცოტა სხვაობაა პროექტებს შორის. შეიძლება განხორციერლდეს ამერიკული პროექტი. ის, რაც ნაციონალებმა ბათუმში ააშენეს იყო სასაცილო. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებო ცენტრი რეგიონში.

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი:

- მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მნიშვნელობისა და შესაბამისი ბაზის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი, ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი. იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი და სხვა.

დიმიტრი ქუმსიშვილი:

- დღეს ჩვენ მართლა სწორად დაგეგმილი პროცესი გვაქვს. თქვენ ვერ გააკეთებთ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, თუ არ გაქვთ კონკრეტული ინსტრუმენტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, სადაც ამაჩქარებელის მნიშვნელობა დაიწყება, ეს იქნება კონკრეტულიინსტრუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემს შემდგომში მათემათიკოსებს, ქიმიკოსებს, ფიზიკოსებს, რომ რეალური კვლევები ჩაატარონ. იმ მეცნიერებს, რომლებიც ტექნოლოგიურ ინსტიტურტში იმუშავებენ, საშუალება ექნებათ კველევები აწარმოონ. ამ ინსტრუმენტების გარეშე პრინციპულად შეუძლებელია ტექნოლოგიური ინსტიტუტი წარმატებული იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ შენობა -აუდიტორია, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლაბორატორიები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორად აწყობილი ციკლი. დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ რომელიც სრულად აფინანსებს როგორცამაჩქარებლის მშენებლობას, ისე შემდგომში ინსტიტუტის მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.