"ვნანობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ მოვდე..."

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

"გავიგე, ლალი მოროშკინა ყოფილა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. ახლა მივხვდი, პატიმრები რატომ გორდებიან კიბეებიდან... პრესცენტრმა მითხრა, უსაფრთხოების სამსახურშიაო. ეტყობა ამ მიმართულებით არის მრჩეველი".

ორი წლის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ლალი მოროშკინამ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჩანგალიც გაუყარა... მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ თავად ჟორჟოლიანსა და მოროშკინას შორის დაძაბულ ურთიერთობაზეც. ეს ამბავი საზოგადოებას დავიწყებული ექნებოდა, რომ არა მოროშკინას განცხადება, სადაც ამბობს, - ვნანობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ მოვდეო...

მოროშკინას ამ განცხადებას ნანუკა ჟორჟოლიანმა ასე უპასუხა (სტილი დაცულია): "წავიკითხე ინტერვიუ, სადაც ქალი, რომელიც არის მინისტრის მრჩეველი, ამბობს: ვნანობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ მოვდეო... ჩვენ, ჟურნალისტებს, როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. როდესაც ქალი ღიად ჰყვება, როგორ სცემა ვიღაც, როგორ არ მოსდო კიდევ დამატებით... სხვა არაფერია ეს, თუ არა პიარი. გახსოვთ ალბათ, მაშინაც, როდესაც ჩემს შოუში ეს ინციდენტი მოხდა, ვთქვი, ლალიმ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ციხეში ჩაჯდეს და წიგნი დაწეროს-მეთქი. მანამდე ამაზე უსაუბრია ჩემს კოლეგასთან. ასეც მოხდა! ლალიმ სრული სიზუსტით აღწერა ციხე და ეს წიგნი ლამის ბესტსელერი გახდა. მე ვამბობ, რომ ლალი მოროშკინა კარგად ერკვევა პიარტექნოლოგიებში: შეუძლია 18 წლის ბიჭზე თქვას, რომ მისი ბოიფრენდია, ოღონდ პიარი გაიკეთოს. სხვადასხვა სახის პიარს ირჩევს, მას სკანდალურობა უყვარს. გახსოვთ ალბათ, ბიჭოლასთან დაკავშირებული განცხადება, სადაც ის ბიჭოლას მისი ვაჟიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ვფიქრობ, ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობს მინისტრის მრჩევლის სტატუსით. მიჩვეულია სულ ეკრანზე ყოფნას, სხვადასხვა შოუში მიწვევას. Aახლაც აირჩია რეიტინგული შოუს წამყვანი, რომ წინა ყდაზე მოხვედრილიყო, სხვათა შორის, დიდი ხანია, ლალი წინა ყდაზე არ მოხვედრილა. ხვდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალბატონებს ეხმარება და პატიმრებზე ათხოვებს, ან ხვდება მაშინ, როდესაც რაიმე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს.

მინისტრის მრჩეველი, რომელიც უსაფრთხოების დარგს კურირებს, ასე არ უნდა ლაპარაკობდეს, ან მინისტრმა უნდა უთხრას, რომ ცოტა ტონი შეარბილოს, ნანუკა იქნება ეს, ჭიჭიკო თუ ბიჭიკო! Aამ ტონს უწუნებდნენ წინა ხელისუფლებას, ზუსტად მედიასთან საუბრის ასეთ ტონს. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ გეტყვით, რომ სწორი შენიშვნა იყო ეს. როდესაც შენ, ჟურნალისტი, გამოდიხარ და ვიღაცას ტონს უწუნებ, შენვე არ უნდა მეტყველებდე ვულგარულად და ქუჩის ენით. რაც შეეხება ჩემს პასუხს, მართლაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმარი დაგორდა კიბეზე და როდესაც გავიგე, რომ ის განაგებს უსაფრთხოების საკითხებს -  მრჩეველი, რომელიც ნანობს, რომ ვიღაცას კარგად არ მოსდო ან ვიღაცას ჩანგალი კარგად არ გაუყარა არტილერიაში თუ არტერიაში, შესაბამისად, ჯობს უსაფრთხოებას მიხედოს და პატიმრები არ დაუგორდეს კიბეებზე, ვიდრე იმაზე იდარდოს, ვის, როგორ და რამდენი უნდა მოსდოს. თუ რომელიმე ჟურნალისტი დამეთანხმება, რომ მინისტრის მრჩევლის ლექსიკა ასეთი უნდა იყოს, მაშინ საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს!"

კვირის პალიტრა" კომენტარისთვის ლალი მოროშკინას დაუკავშირდა: - ნანუკა ჟორჟოლიანი რომელ აგრესიასა და ლექსიკაზე ლაპარაკობს, როცა ჩემს წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მუხლით საქმე აღძრა და 15-წლიანი ციხისთვის მიმეტებდა... ჩემს შეურაცხყოფას როგორმე ავიტანდი, მაგრამ როდესაც გარდაცვლილ პატიმარზე იწყებს ქილიკს, ეს უკვე ყოველგვარ საზღვარს სცდება. არ მიმაჩნია, რომ ჟორჟოლიანი უხამსად მოვიხსენიე, უბრალოდ, ახლა დრო შეიცვალა და ჩემი სახელი და გვარის ხსენებით უნდა, რეიტინგი აიმაღლოს. გადაეცით, მორჩეს ჩემით პიარის კეთებას!