"ვინ მფარველობს ვანო ჩხარტიშვილს და რა აკავშირებს მას მთავრ პროკურორთან"

სკანდალი  ვანო ჩხარტიშვილის საქმის გარშემო გრძელდება! "ლონდონის საქმემ"  შესაძლოა ქართული მართლმსაჯულება თავდაყირა დააყენოს...  მას შემდეგ, რაც ლონდონის სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა  და დაადგინა, რომ ჩხარტიშვილმა კომპანიების - ,,ბლუ ტროპიკისა'' და ,,კოპელას'' აქტივები მიითვისა, ეს კომპანიები დაზარალებულად სცნო, ხოლო ჩხარტიშვილს მატერიალური ზარალის ანაზღაურება დააკისრა, ავტომატურად კითხვებს აჩენს საქართველოში მანამდე წარმოებული პროცესების ობიექტურობაზე და მოსამართლეთა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც  ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ მიიღეს და იგი ამ კომპანიების მესაკუთრედ აღიარეს, ხოლო ის მოსამართლეები ვინც ჩხარტიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას ხელს აწერდა, არ არის გამორიცხული ერთ დღეს თავად აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე, მათი ქმედებიდან ჩანს, რომ თემიდა მოკვდა - მეფე შიშველია!   "ლონდონის საქმე"  ჩხარტიშვილის თბილისურ გეგმებზე გავლენას ნამდვილად მოახდენს, ამას კი უახლოეს ხანებში ვნახავთ.

მაშ ასე,  ვინ მფარველობს ვანო ჩხარტიშვილს და რა აკავშირებს მას ექს-მთავრ პროკურორთან?

ჩხარტიშვილის აფერაზე ლეგენდები დადის, იგი ყოველთვის ახერხებდა ახლოს მდგარიყო ქვეყნის პირველ პირებთან, ჯერ იყო შევარდნაძე, შემდეგ სააკაშვილი, ამ უკანასკნელმა ვანოს ბოლომდე გაწეწვა რომ მოინდომა თავი ლონდონს შეაფარა და  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე როგორც რეჟიმთან მებრძოლი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოება სცადა, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა 2013 წელი,  როცა ჩხარტიშვილს მისი გარდაცვლილი მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დაუპირისპირდა, რადგან სწორედ იმ პერიოდში გაირკვა, რომ გარდაცვლილი მეგობრის ქონება - კომპანიები და ყველა აქტივი, სწორედ ჩხარტიშვილმა მიითვისა. 

2012 წელს, ვანო ჩხარტიშვილმა პროკურატურაში დასაყრდენი მონახა, არჩილ კბილაშვილის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის სახით, საიდანაც დაიწყო თეთრი ძაფით საქმის ჭრა და კერვა, თუმცა ჩხარტიშვილმა ფრთები გაშალა ოთარ ფარცხალაძის პროკურორობის დროს,  მათ შორის კავშირი  დღემდე არსებოობს და ამის თვითმხილველებიც არიან, იმასაც ამბობენ, რომ ფარცხალაძეს პროკურატურაში დღემდე გავლენები აქვს და იგი კონკრეტულ საქმეებში ერევა კიდეც. ამიტომაც იყო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე შეწყვიტა. საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის კომპანიების მიერ პროკურატურაში 2012 წლის ივნისში შეტანილ საჩივარს, რომელთა მიხედვითაც, ჩხარტიშვილი აღნიშნული კომპანიების ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში დაადანაშაულეს. მთავრი პროკურატურის დადგენილებით, აღნიშნულ დავაში არ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული და ის წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს. თუმცა ვანოს საცეცები იქაც მისწვდა  და საქმე მოაგვარა,  ვანომ საქართველოში ყველა "დაკერა" , მაგრამ ვერ "დაკერა" დიდი ბრიტანეთის სამეფო სასამართლოს მოსამართლე პიტერ სმიტი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩხარტიშვილმა ვერ მოახერხა, რომ ლონდონის სასამართლო პროცესი ჩაშლილიყო, მანამ, სანამ ქართული მართლმსაჯულება ბოლომდე არ "გაუფორმებდა"  აფერას ვანოს. ვანო ჩხარტიშვილმა  მოსამართლე პიტერ სმიტს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განცხადებით მიმართა, ბრიტანელი მოსამართლის შუალედურ დასკვანში ვკითხულობთ:

„2013 წელს ვანოს მხრიდან უკვე იყო მცდელობა, შეეჩერებინა სამართალწარმოება ამ იურისდიქციის ფარგლებში, რაც მარცხით დასრულდა... ვანომ დაბრკოლებები შეუქმნა საქართველოს მხარეს, როდესაც შეგნებულად დაიწყო სამართალწარმოება მას შემდეგ, რაც ეს პროცესები იქნა დაწყებული. ჩემი აზრით, მოკლე ვადაში უნდა იქნას გამოტანილი გადაწყვეტილება, ზემოაღნიშნული ფაქტორები აჩვენებს, რომ  რეალურად არაფერი შეცვლილა სასამართლოს შემდეგ და პრობლემები, უბრალოდ, წარმოიშვა პარალელური სამართალწარმოების მიზეზით, რომელიც მთლიანად ვანოს ბრალი და გადაწყვეტილებაა; გარდა ამისა, არ არსებობს მკაფიო მითითება იმაზე, როდის დასრულდება საქართველოს პროცედურები. დავუშვათ, რომ ვანო კარგავს ხელახალი განხილვის შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ შემდეგ ცდილობს, მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ანუ ის დროის გადაწევას ეცდება? თუ იგი მოიგებს სააპელაციო სასამართლოში და ამას მოსარჩელეები გაასაჩივრებენ, ექნებათ თუ არა უფლება მათ, დაადასტურონ, რომ საქმე ისევ უნდა გადაიდოს?  მართლმსაჯულება აქ ლატარიას ემსგავსება...  არ ვფიქრობ, მიზანშეწონილი იყოს, ჩემი მხრიდან ბერკეტები გადავდო და დაველოდო, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს სასამართლოები. მე ვფიქრობ, რომ მაქვს მოსამართლის ვალდებულება და მოვალეობა, სწრაფად გამოვიტანო განაჩენი. შესაბამისად, უარს ვაცხადებ ვანოს განცხადებაზე“. საბოლოო გადაწყვეტილება 2015 წლის 18 დეკემბერს დადგა.

რაში აწყობდა ვანო ჩხარტიშვილს პარალელური სამართალწარმოება საქართველოში და ლონდონში პროცესის შეფერხება? 2015 წლის შემოდგომაზე, ინგლისის სასამართლოს პარალელურად, საქმე საქართველოშიც მიმდინარეობდა. ვანო ჩხარტიშვილმა იგივე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც იმ ქონების მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა, რაზეც დავა ინგლისში მიმდინარეობდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩხარტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. სხვათა შორის, ამ საქმეს მოსამართლე კაკაბაძე იხილავდა, რომელმაც არაერთი სხდომა ჩაატარა, მოწმეები დაკითხა და როდესაც ადვოკატებს შორის საპაექრო ეტაპი დადგა, ანუ სხდომის დასრულებამდე, მოულოდნელად მოსამართლე კაკაბაძე შეიცვალა და საქმე მოსამართლე ტაბატაძემ გადაიბარა.  ,,ბლუ ტროპიკისა'' და ,,კოპელას" ადვოკატებმა ეს ფაქტი იუსტიციის საბჭოშიც გაასაჩივრეს, მაგრამ მოსამართლე ტაბატაძემ, რომელსაც სხვა მოსამართლის მიერ დაკითხულ მოწმეებთან დამატებით არავითარი კითხვა არ გასჩენია, მოკლე დროში, ,,ოპერატიულად, ვანო ჩხარტიშვილის სარჩელი მაინც დააკმაყოფილა.  მოსამართლე ტაბატაძის ეს გადაწყვეტილება ,,ბლუ ტროპიკისა"' და ,,კოპელას'' ქართველმა ადვოკატებმა  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც მოსამართლე ტაბატაძის გადაწყვეტილება გაუქმდა. ამის შემდეგ, ბიზნესმენმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე ისევ სააპელაციოში დააბრუნა.

პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩხარტიშვილის საქმეების უმრავლესობას მოსამართლე სულაკაძე განიხილავდა. ბიზნესმენის ერთ-ერთი სარჩელი „ფოთის წისქვილქარხანას“ ეხებოდა, რომლითაც ჩხარტიშვილი „ტრანსფორდს“, „პორტლენდს“, „აგრიკომსა“ და თიბისი ბანკს დაუპირისპირდა. მეორე საქმე კი ,,ტრანსფორდისა'' და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ, ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი კომპანიების - „ჯეესკოსა“ და „პრომეტკოს“ სარჩელი იყო. ჩხარტიშვილის წარმომადგენლები კანონის დარღვევასაც არ მოერიდნენ, რათა მათი სარჩელი კონკრეტულად გიორგი სულაკაძესთან მოხვედრილიყო. ,,ჯეესკოსა'' და ,,პრომეტკოს'' სარჩელი ფოთის საქალაქო სასამართლომ გააერთიანა და ამავე სასამართლოს დაუქვემდებარა. მოსამართლე სულაკაძემ კი ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება უგულებელყო და ჩხარტიშვილის წარმომადგენლების სასარგებლოდ, საქმის განხილვა განაგრძო. შპს „ჯეესკოსა“ და შპს „პრომეტკოს“ სარჩელებში  ნათქვამი იყო, რომ ორივე აღნიშნული კომპანიის  ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი. ერთი სიტყვით,   იკვეთება, რომ ყველა ის სამოქალაქო საქმე, რომელიც ამა თუ იმ კუთხით ეხება ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის ინტერესებს, განსახილველად აქვს გადაცემული თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძეს,  რომელიც საქმეებს განიხილავს ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანიების სასარგებლოდ.

ვანო ჩხარტიშვილს საქმის ასეთი მიმდინარეობა იმისთვის სჭირდებოდა, რომ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება ლონდონის სასამართლოში წაეღო და ამით იქაურ პროცესებზე მოეხდინა ზეგავლენა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩხარტიშვილს ამ გათვლამ არ გაუმართლა. მოსამართლე პიტერ სმიტმა ქართველი მილიონერი სკანდალური გადაწყვეტილებით „დაასაჩუქრა“.

პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები ლაშა ბირკაია და კობა კვანტალიანი ჩვენთან საუბარში საინტერესო დეტალებს ამხელენ:

- 2013 წელს, ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ორმა კომპანიამ - ,,ბლუ ტროპიკმა'' და ,,კოპელამ '' ინგლისის სასამართლოში სარჩელი აღძრა ზიანის ანაზრაურების მოთხოვნით. სარჩელი ეხებოდა საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში არსებულ წილებს. დოკუმენტების მიხედვით, ,,ბლუ ტროპიკსა'' და ,,კოპელაში'' წილებს ფლობს დისკრეციული სატრასტო კომპანია ,,ნაილ ტრასტი", რომლის პირდაპირ მითითებული ბენეფიციარი მფლობელი იყო ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი. ამ სარჩელზე მოპასუხე მხარეს ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი სახელმწიფო მოღვაწე ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენდა, რომელსაც მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილთან საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა ამ უკანასკნელის სიცოცხლეში.

ინგლისში სარჩელის აღძვრიდან მალევე ბატონმა ვანომ საქართველოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა აქტივების მესაკუთრედ აღიარება, ჩხარტიშვილის  მტკიცებით, 2004 წელს ბადრისა და ვანოს შორის თითქოს ზეპირი სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც   ამ აქტივების მესაკუთრე გახდა ბატონი ვანო.  ბუნდოვანია,  რატომ შეიძლებოდა ბატონი ბადრისთვის მისაღებიამ ტიპის შეთანხმება?!  ეს აუხსენელია! 2014 წელს მან სარჩელი აღძრა საქართველოში და მოითხოვა ამ შეთანხმების აღიარება სასამართლოს მიერ. საქართველოში სარჩელის აღძვრის მიზანი შეიძლება ყოფილიყო, ლონდონში "ბლუ ტროპიკისა" და "კოპელას" მიერ აღძრული სარჩელისგან თავის დაცვა, რომლითაც კომპანიები ითხოვდნენ ზიანის ანაზღაურებას მათ რეგისტირირებულ საკუთრებაში არსებული აქტივების მითვისების გამო. თუ საქართველოს სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას რომლითაც ცნობდა ბატონ ვანოს ამ აქტივების მესაკუთრედ, ბუნებრივია ეს ხელს შეუშლიდა ინგლისის სასამართლოში დავის დასრულებას. მისმა ადვოკატებმა მიმართეს ინგლისის სასამართლოს საქმის შეწყვეტის თაობაზე რადგან    მათი აზრით კომპეტენტურ სასამართლოს, ქართული სასამართლო წარმოადგენდა, ამ მიზანს მათ ვერ მიაღწიეს.  შემდეგი  მიზანი იყო, რომ ქართულ სასამართლოს გამოეტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  ბატონ ვანოს გამოაცხდებდა  აქტივების  მესაკუთრედ. ასეთ შემთხვევაში ინგლისის სასამართლოში  ზიანის ანაზრაურებაის მოთხოვნა საფუძველს მოკლებული იქნებოდა. პირვლ ინსტანციაში დავას იხილავდა მოსამართლე კაკაბაძე, ჩატარდა 10 სასამართლო პროცესი, კაკაბაძის მიერ დაიკითხა 12 მოწმე, ვერცერთმა მომწემემ   ვერ დაადასტურა, რომ ბადრისა და ვანოს შორის 2004 წელს შედგა სიტყვიერი შეთანხმება და აქტივების მფლობელი იყო ვანო. საქმის განხილვისას ნათელი იყო, რომ არ არსებობდა ვანო ჩხარტიშვილის სარჩელის დაკმაყოფილების არავითარი წინაპირობა თუმცა ბოლო ეტაპზე, როცა დარჩენილი იყო პაექრობის ეტაპი, ძალიან მოულოდნელად შეგვეცვალა მოსამართლე კაკაბაძე - მოსამართლე ტაბატაძით,  ჩვენ მოვითხვეთ აეხსნათ თუ რატომ შეიცვალა მოსმართლე და განგვიმარტეს რომ ეს მოხდა მოსმართლე კაკაბაძის განტვირთვის მიზნით.  საერთაშორიისო პრაქტიკით და  ქართული კანონმდებლობის შესაბამისად,  მოსამართლის შეცვლა,  პროცესის მსვლელობაში არის უკიდურესი ზომა! მოსამრთლემ რომელმაც საქმე დაიწყო, მანვე  უნდა დაასრულოს. 

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიცვალა მოსამართლე გადამწყვეტ მომენტში?

-  კონკრეტული მოტივაციაზე ჩვენთვის საუბარი რთულია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსმართლე კაკაბაძე არ მიიღებდა ბატონი ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას, განსხვავებით მოსამართლე ტაბატაძისგან, რომელმაც მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გააუქმა მოსამართლე ტაბატაძის უკანონო გადაწყვტილება და საქმე დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მითითებით, რომ სასამართლოს დამატებით გამოერკვია გარემოებები და მიეღო ახალი გადაწყვეტილება. გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ჩხარტიშვილის ადვოკატებმა უზენას სასამართლოში, უზენასმა სასამართლომ ასევე გააუქმა სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს დაავალა, რომ თავად მიეღო არსებოთი გადაწყვტილება. ახლა ვართ ამ ეტაპზე, როცა სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს საქმე და მიიღოს არსებითად ახალი გადაწყვეტილება.

- ინგლისის სასმართლომ მიიღო ვანო ჩხარტიშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, იგივე საკითხებს იხილავს ქართული სასამართლო, ცოტა რთულად წარმომიდგენია, რომ ქართულმა სასამართლომ იმ ფაქტებს და გარემოებებს გვერდი აუაროს და ეჭვქვეშ დააყენოს  და მაინცრა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

- ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ სადაო აქტივების მესაკუთრე იყო ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანიები, ხოლო  ბატონმა ვანომ უნდა აანაზღაუროს აქტივების მითვისებით გამოწვეული ზიანი. თუ ქართული სასამართლო დაადგნეს საპირისპიროს,  ბუნებრივია ამ ორ გადაწყვეტილებას შორის იარსებებს კონფლიქტი და ეს ნამდვილად ვერ იმეტყველებს ქართულ მართლმსაჯულებაზე დადებითად. იმედნად ნათელია ეს საქმე და კითხვის ნიშნების გარეშეა  ინგლისური სასამართლოს გადაწყვეტილება, იმდენად ამომწურავია და დასაბუთებული რომ ძალიან მიჭირს  იმის წარმოდგენა თუ როგორ შეიძლება ქართულმა სასამართლომ მისცეს განსხვავებული შეფასება საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს.

ინგლისის სასამართლოს გადაწყვტილების მიხედვით აღსრულება მოხდება ბატონი ვანო ჩხარტიშვილის ნებისმიერ აქტივზე, სადაც არ უნდა იყოს იგი!