გია ხუხაშვილი -

გია ხუხაშვილი - "პაატა ბურჭულაძე "ოცნებასაც" და ნაციონალებსაც პრობლემებს შეუქმნის“

„აირაის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი პაატა ბურჭულაძეს აქვს, მოდით, ასე ვთქვათ, ეს არ არის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური რეიტინგი. ასოციაციურად რესპონდენტი როდესაც ვინმეს ასახელებს, ყოველთვის ითვლის მის მინუსებს და პლუსებს. ჩვენი პოლიტიკური ელიტა, სამწუხაროდ, ნეგატივით და მინუსებით არის დამძიმებული. პაატა ბურჭულაძეს ამ მხრივ ნეგატვი არა ქვს და ის მთლიანად პოზიტივშია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ასეთი ტიპის გამოკითხვაში პირველ ადგილზე გავიდა. ეს შედეგი განპირობებულია იმით, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში ინტერგრირებული არ არის და პოლიტიკური ელიტის მიმართ არსებული უარყოფითი განწყობა მასზე არ არის გადასული“, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვლი გაზეთ "ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვლი: "პაატა ბურჭულაძე "ოცნებასაც" და ნაციონალებსაც პრობლემებს შეუქმნის“.

„მისი რეიტინგი აუცილებლად გადაინაცვლებს პოლიტიკურ ნაწილში. როგორც ვატყობ, ის პოლიტიკისკენ მიდის და მის ძალას კარგი შედეგი ექნება საბოლოო ჯამში. ბურჭულაძის გარშემო ჯერჯერობით პოლიტიკური პროგრესისტების ნაკლებობა შეიმჩნევა. შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ყველა შემთხვევაში მას პარლამენტში მოსახვედრად ძალიან კარგი შანსები აქვს. სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, ის ბევრად სერიოზულად იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა არ მყავს მხედველობაში. თეორიულად მან ამ ორ პარტიასაც შეიძლება შეუქმნას რაღაც პრობლემები. იდეალურთან მიახლოებულად თუ იმუშავებს, ბურჭულაძეს ძალიან მაგარი შედეგის დადება შეუძლია. მას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური ბექგრაუნდი. მის გარშემო რამდენიმე კარგი სპიკერია. გიორგი რუხაძე და დავით ჯანდიერი სიმპათიურად გამოიყურებიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ გუნდს ქემდითი პოლიტიკოსები სჭირდება“, - აღნიშნავს რესპონდენტი. 

„ბურჭულაძე უნდა შეეცადოს, რომ თავი დაიზღვიოს წარსულში ჩარჩენილი მარგინალი პოლიტიკოსებისგან. ამის რისკი საკმაოდ მაღალია. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც საქმის კეთება არავის სურს და ყველა ცდილობს პარაზიტობას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ენდობა და ვინ არა ამ შედეგებს. მეტსაც გეტყვით, არც პროცენტულობას აქვს მნიშვენლობა. მთავარი არის ტენდენცეიბი. ეს კვლევები კი, სამწუხაროდ, სწორად ასახავს ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს. ამომრჩეველი ორ ძირითად პარტიას - „ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას უარს ეუბნება. ჯამურად ისინი დღეს უმცირესობაში იმყოფებიან. ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მთელ პოლიტიკურ ელიტას უთხრა უარი“, - დასძენს ხუხაშვილი და კითხვას - „ქართული ოცნების“ დამარცხებით რა შედეგს მიიღებს ყოფილი ხელისუფლება?“, - პასუხობს:

“ქართული ოცნების“ დამარცხების შემთვევაში, შესაძლოა, რევოლუციური პროცესების ინიცირება მოხდეს ან საპარლამენტო გადატრიალება - კოალიციის ფარგლებში მოქმედი ხელისუფლების უმცირესობაში დატოვება. ნაციონალები ამას ითვლიან და მაქსიმალურად ასუსტებენ „ქართულ ოცნებას“, რაც ტაქტიკურად სწორი ნაბიჯია.“

interpressnews.ge