სომხებს იმედი გაუცრუვდათ

სომხებს იმედი გაუცრუვდათ

ვაშინგტონმა გამოაქვეყნა მონაცემები ფინანსური დახმარების მოცულობაზე, რომელსაც 2013 წელს აშშ გაუწევს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს.

საკუთარი პრობლემის გამო აშშ-მა, შარშანდელთან შედარებით, შეუმცირა დაფინანსება ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს. შემცირება თითქმის არ შეეხო სამხედრო მიმართულებას - ვაშინგტონი შეეცადა, ორივე რეგიონის ქვეყნებისათვის გაეთანაბრებინა ციფრობრივი მაჩვენებლები. გამონაკლისი მხოლოდ საქართველოსთვის იქნა დაშვებული - ქვეყანა მიიღებს 14,4 მლნ დოლარს, რაც დანარჩენი ქვეყნებისათვის ერთად აღებულ ფინანსურ დახმარებაზე მეტია.

სომხეთში ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა ჯეიმს აპარტურაიმ განაცხადა: "ნატოში საქართველოს გაწევრება გადაწყვეტილია... საქართველო ისწრაფვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შესაერთებლად და ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს ნატოს სტანდარტების შესაბამის მნიშვნელოვან რეფორმებს."