საგარეჯოს მაჟორიტარის სკანდალური ჩანაწერი

საგარეჯოს მაჟორიტარის სკანდალური ჩანაწერი

როგორ გადაურჩა ნაციონალებს, რას მიიჩნევს ლარის ობიექტურ კურსად და რატომ გააუქმა ქონების მართვის სამინისტრო სოლომონ პავლიაშვილმა
ახლა, ვიღაცებიატკარცალდებიან“, აი, ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი - ეთიკის ნორმები დაარღვია და ინტერვიუ ბიძაშვილთან ჩაწერაო, მაგრამ რა ვქნა, ავანტიურისტი ვარ, თან ამ შემთხვევას ხელიდან ხომ არ გავუშვებდი?! რომელ შემთხვევას და, „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისრექტორი, ყოფილი დეპუტატი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქონების მართვის ყოფილი მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სოციალური დაზღვევის ინსპექციის უფროსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, .., პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ეკონომიკის ექსპერტი და თან ოთხი შვილის მამა სოლომონ პავლიაშვილი საგარეჯოში მაჟორიტარობას აპირებს. ეს რაიონი კი, გასული წლის ოქტომბრის შუალედური არჩევნების გათვალისწინებით, წლევანდელ არჩევნებზე ერთ-ერთიცხელი წერტილიიქნება... მაშ, ასე: თუ გინდათ, გაიგოთ, რა ან ვინ შეასრულებს ლარისთვისვიაგრასფუნქციას, როგორ კეთდებოდაპაბლაჟკებიმთავრობაში და რა გავლენას ახდენს ფარული კადრები ეკონომიკაზე, ორი პავლიაშვილის წინამდებარე არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ აუცილებლად წაიკითხეთ. ისე, რომ იცოდეთ, სოლომონ პავლიაშვილთან საუბარი ფარულად არ ჩამიწერია, შესაბამისად, იცოდა, რომ ყველაფერი გასაჯაროვდებოდა. ერთი სიტყვით, სმენა იყოს და გაგონება, ჩვენ ვიწყებთ:

- სულიკო, ჟურნალისტობა მაგარი პროფესია იცი, რატომაა? 
- მაგარი შენ ხარ!.. 
- მადლობა... ჟურნალისტობა მაგარი იმიტომაა, რომ შეგიძლია, ინტერვიუ საკუთარ სისხლსა და ხორცთანჩაწეროდა ნებისმიერი უხერხული კითხვა დაუსვა... ისე, ისეთი ბიოგრაფია გაქვს, ჩერნენკოს შეშურდებოდა. ნუთუ, მართლა ასეთი მაგარი ხარ? 
- 20 წელზე მეტია, მიცნობ და შენ არ უნდა გიკვირდეს. ისე, ბიძაშვილის ქება რომ არ გამოგივიდეს, შეგიძლია, გაიკითხო და გაიგებ, მაგარი ვარ თუ არა. 
- კარგი, გავითვალისწინებ, მაგრამ ძალიან უხეში კაცი ხარ, ბიძაშვილო! 
- შინაგანად თბილი ვარ, უბრალოდ, ხშირად გამოხატვის ასეთი ფორმა მაქვს, მაგრამ თუკი საქმე, რა თქმა უნდა, პრინციპულ საკითხს არ ეხება, სიტუაციას ვარბილებ და თბილი ვხდები ხოლმე. 
- ეს კახური დიპლომატიაა? 
- სხვათა შორის, მეუბნებიან, კახელს არ ჰგავხარ და ურთიერთობაში უფრო მოქნილი ხარო. 
- ნეტავ, ლარიც შენსავით მოქნილ-უხეში იყოს და არითმიასავით არ ციმციმებდეს! 
- გამაგრება ყველაფერს სჭირდება და ლარსაც მხარდაჭერა უნდა, რომ გამაგრდეს! 
- ესე იგი, ლარსვიაგრასჭირდება? 
- (იცინის) „ვიაგრა“ ის „მმართველი ტვინებია“, რომელიც ლარმა უნდა გამოიყენოს. 
- ისე, ვიღაცები გვიმტკიცებდნენ, ლარის ვარდნა ქადაგიძის ბრალია და როგორც კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეიცვლება, ეროვნული ვალუტა გამყარდებაო. ქადაგიძე წავიდა, ლარი რამდენიმე დღით მართლაც, გამყარდა, მაგრამ მალევე დავარდა. რა ხდება? 
- ყველაფერ ამაზე ობიექტურმა ფაქტორებმაც იმუშავეს: თებერვალში ექსპორტი, დაახლოებით, 37 მილიონი ლარით გაიზარდა. მართალია, იმპორტიც 144 მილიონით გაიზარდა, მაგრამ ეს, პრაქტიკულად, ნაჩუქარი იყო ანუ ფული არ გაგვიტანია და ეს ძირითადად ჩ ჰეპატიტის პროგრამას ეხება. ამასთან, ტრანსფერის მატებაც შეინიშნებოდა. ყველაფერმა ამან კი რაღაც აჟიოტაჟი შექმნა, ხალხმა ჩათვალა, რომ ლარი მყარდებოდა, მიაწყდა და დოლარის მასობრივი გადახურდავება დაიწყო, რასაც ლარის ისევ შესუსტება მოჰყვა. არადა, ეს ფრაგმენტული მომენტი იყო. საერთოდ, აჟიოტაჟური ქმედებები ცუდია. ისე, დოლარის მოცილება მათაც დაიწყეს, ვისაც დეპოზიტზე ჰქონდა. მოკლედ, საზოგადოებას ეგონა, რომ ლარის კურსი ისევ ორზე ჩამოვიდოდა, მაგრამ ხომ ხედავთ, ლარი თავის ობიექტურ ნიშნულს დაუბრუნდა. სხვათა შორის, კომერციულ ბანკებზე მოქნილად ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები მოიქცნენ. ამ მხრივ გამონაკლისი თი ბი სი ბანკი აღმოჩნდა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ 10 ათას ლარამდე თანხა ოფიციალური კი არა, ე.წ. ჯიხურის კურსით გადაეხურდავებინა. 
- დოლარი შენც მოიცილე? 
- არა. საერთოდ, მთელი ჩემი საახლობლო ჩემი კურსით ანუ რეკომენდაციით ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მიმართულებით არ გავნძრეულვარ, რადგან ვიცოდი, რომ ეს აჟიოტაჟური, უფრო სწორად, იმპულსური მოთხოვნა იყო და გრძელვადიან პერიოდში, ლარი არ გამაგრდებოდა. 
- ესე იგი, ლარის დაცემა-აღზევება ქადაგიძის კისერზე არაა? 
- რას ჰქვია, არაა?! ყველაზე დიდი პრობლემა ეროვნული ბანკისა და აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების კოორდინაცია იყო. ეროვნულ ბანკზე ყველაზე დიდი ზეწოლის მექანიზმები პარლამენტს აქვს... სხვათა შორის, ახალმა პრემიერმა ეს კოორდინაცია, ასე თუ ისე, მოახერხა. 
- სიტყვამ მოიტანა და, ერთ ვერსიით, ლარის დროებითი გამყარება კვირიკაშვილისგაპრავებასემსახურება ანუ ღარიბაშვილი ცუდი პრემიერი იყო, მისმა შემცვლელმა კი ეროვნული ვალუტა თითქოს დაღუპვას გადაარჩინა... 
- არ მგონია! ღარიბაშვილის პრემიერობისას გარკვეული ობიექტური მიზეზები არსებობდა, რომელთაც აღარ ჩამოვთვლი და მნიშვნელოვანი ახლაც არაფერი ხდება, რადგან ლარის ობიექტური კურსი 2.40-ია. 
- იმის თქმა გინდა, რომ ნაციონალები ლარს ხელოვნურად ამყარებდნენ და მაშინაც ობიექტური კურსი 2.40 იყო? 
- არა, ან ეს რა შუაშია? შევარდნაძის დროს ლარი 1.39 იყო და ახლა, მაგაზე ხომ არ ვილაპარაკებთ? საერთოდ, ყველა დროს თავისი პარამეტრები აქვს და არ შეიძლება, სხვადასხვა პერიოდი ერთმანეთს შევადაროთ. სხვათა შორის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გვენეტაძის კანდიდატურას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლების შტოებმა, ასე თუ ისე, კოორდინირებული მუშაობა დაიწყეს... კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ლარის დროებით გამყარებაზე იმოქმედა, ის იყო, რომ თებერვალში რეფინანსირების თანხა შემცირდა - ეროვნულმა ბანკმა 150 მილიონი არ გასცა. საერთოდ, რეფინანსირების სესხები ხშირად სპეკულაციურ ვაჭრობას ხმარდება. 
- რას გულისხმობ? 
- მაგალითად, თანხას ორი-სამი ბანკი ინაწილებს და დოლარის დეფიციტს ქმნის. 
- ანუ, სახეზეალარის მაფია“, რომელიც ლარის რყევით დიდ ფულს შოულობს? 
- არ იცი, რომ ასეა?! ეს მაფია კი არა, ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკაა, თუმცა კომერციულ ბანკებში რაღაც ისეთი ხდება, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს. იგივე „ბლუმბერგში“ ვაჭრობა მეწარმეებისთვისაც მეტ-ნაკლებად ბუნდოვანია ანუ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნაწილობრივ უცოდინრობისა და ნაწილობრივ არაინფორმირებულების ბრალია, თუმცა არც შეგნებულ ქმედებას გამოვრიცხავ. ფრთხილი ვარ და ხელაღებით ვერ ვიტყვი, რეალურად რა მოხდა, მაგრამ ვიმეორებ: ობიექტური მიზეზების გარდა, ლარის დევალვაცია კოორდინაციის არარსებობის ბრალიცაა. სხვათა შორის, ამაზე ჯერ კიდევ 2013 წელს ვლაპარაკობდი. რა დროს გაბუტვა და ლანძღვა იყო? ფულად-საკრედიტო პოლიტიკას პარლამენტი ამტკიცებს ანუ მას კონტროლის უფლებაც აქვს და საფინანსო-საბუჯეტო კომიტეტს შეეძლო, ეროვნულ ბანკზე ნებისმიერი ზეწოლა მოეხდინა, მაგრამ სავალუტო ფონდის რეკომენდაციას ელოდებოდა. სამუსიკო სკოლის დირექტორი არ ვარ, სავალუტო ფონდთანაც მიმუშავია და ვიცი, რომ მისი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, მაგრამ კონკრეტული არასოდესაა. 
- ერთი სიტყვით, სულიკო, ვარაუდობ, რომ ლარი 2.40-ზეგაიყინება“? 
- თუ ეკონომიკის ზრდა არ დაიწყო და, ასევე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ შევამცირეთ, ლარის ობიექტური ნიშნული 2.40 იქნება! 
- ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პრემია-დანამატების შემცირებას გულისხმობ? 
- არა მარტო, ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც... 
- ეჰ, ჩემო სოლომონ, ინფრასტრუქტურული პროექტები სადღაა, რომ შემცირდეს?! 
- ის იმპულსური და არათანმიმდევრული ნაბიჯები, რაც სოფლის მეურნეობაში იდგმება, ჩემთვის მიუღებელია. ხელისუფლების ზოგიერთ შტოს გათავისებულიც არ აქვს, რომ სოფლის მეურნეობა შემოსავლის წყაროა და არა - ისეთივე დოტაციური, როგორც, ვთქვათ, განათლების, თავდაცვის ან ჯანდაცვის სისტემაა. 
- არის შენში რაღაც სოფლის მეურნეობის მინისტრული! 
- (იღიმება) რა თქმა უნდა. 
- მერე, არჩალიჩობ“, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრადგაიჩითო“? 
- პავლიაშვილებს „ჩალიჩი“ რათ გვინდა, ბიჭო, ყველაფერი თავისით მოვა! სხვათა შორის, თავის დროზე მოქკავშირის წევრი არ ვიყავი, მაგრამ პარლამენტში აზრი მომწიფდა და ვახტანგ რჩეულიშვილმა შევარდნაძეს შესთავაზა, ქონების მართვის მინისტრად პავლიაშვილი დანიშნეო. 
- რჩეულიშვილი პარლამენტში აღარაა, შევარდნაძე კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... 
- (იღიმება) სხვა ხალხი გამოჩნდება, თან წყალში არ ვდგავარ... 
- სულიკო, თუ დააკვირდი, ლარის დროებითი გამყარება რაღაცნაირადსექსებისგამოქვეყნებას დაემთხვა. მაშასადამე, სექსი ლარის გამყარებაზე კარგად მოქმედებს? 
- (ორი წუთი გულინად იცინის) ეს საიდანღა მოიტანე?! 
- არ ჩაბჟირდე... 
- (ისევ იცინის) სექსი, როგორც შენ ამბობ, ლარის გამყარების პირდაპირპროპორციულია... 
- შენი ერთი ძმაკაცი მართლმადიდებლური ეკონომიკის სახელმძღვანელოს კონსულტანტია. ჰოდა, ეგებ, სექსის ეკონომიკაც არსებობს!.. ამბობ, ფრთხილი ვარო. სიფრთხილე, ბოლო დროს, პირდაპირ სექსთან, სექსი კი პოლიტიკასთან ასოცირდება. ეს ფრთხილი კაცი პოლიტიკისკენ რატომ მიილტვი? 
- სხვებიც მეუბნებიან, თავის დროზე მინისტრიც იყავი, მინისტრის მოადგილეც, დეპუტატიც და თავი დაანებეო. 
- მეც გირჩევ, პოლიტიკას თავი დაანებო, თორემსექსებსგაგისაჯაროებენ და, შენი ამბავი რომ ვიცი, ნერვიულობისგან მოკვდები! 
- (იცინის) ისეთი სექსი უნდა გქონდეს, თუ გამოგიქვეყნებენ, არ შეგრცხვეს. ვანო, ახალი ანეკდოტი იცი? - ლოგინში კახელს ცოლი ეუბნება, მიხო, კარგად ქენი, შეიძლება, გვიღებენო. 
- არ გკითხავ, კარგადშვრებითუ ცუდად, მაგრამ ნაციონალებისთვის მაინცდამაინც მისაღები არ იყავი და მსგავსი კადრები შენზეც ექნებათ... 
- ასპროცენტიანი ვიცი, არ ექნებათ! 
- ესე იგი, იაფფასიან სასტუმროებში არ დადიხარ! 
- სასტუმროში წასასვლელი რა მჭირს, სახლი არ მაქვს თუ კარი?! ისეთი ადგილებია, კაციშვილი აზრზე ვერ მოვა და ვინც გინდა, წაიყვანე და მოიყვანე... 
- რა ამის პასუხია და, ორიოდ დღის წინ, ახალი იდეით გამოხვედი, მაჟორიტარები პარტიებმა კი არა, მხოლოდ საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინონო. ეს იდეა იმიტომ გაგიჩნდა, რომ პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატობაზე უარს გეუბნებიან? 
- აბა, რას ამბობ?! ქვეყანა შემოთავაზება მაქვს, რადგან საგარეჯოს რაიონში ძლიერი პოზიციები მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჯობია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინონ, რადგან ასეთ დროს მაჟორიტარი არც რეკომენდატორზე იქნება ჩამოკიდებული, არც - პარტიულ კონიუნქტურაში მოქცეული და თავისი რაიონისთვისაც უფრო ბევრ სიკეთეს გააკეთებს. მაჟორიტარი ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც თავისი ცენზით, გამოცდილებითა და ცხოვრების წესით ხალხისთვის მისაღებია! პოლიტიკაში შემთხვევითი ხალხის დრო უნდა დამთავრდეს! თუმცა ვნახოთ ჯერ ზოგიერთი საკითხი მაინც ღიად მაქვს დატოვებული 
- ესე იგი, „ჟელეზნადგადაწყვეტილი გაქვს, რომ წელს საგარეჯოს მაჟორიტარი გახდე? 
- დიახ. 
- კეთილი, მაგრამ ერთ მდინარეში ორჯერ რომ არ შედიან? 
- მე შევალ! 
- რა, კარგი ჩექმები გაქვს და ამიტომ არ გეშინია? 
- სხვათა შორის, „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორი რომ გავხდი, მეუბნებოდნენ, ვაიმე, რთულია, ავტორიზაცია ხელახლა როგორ უნდა გაატარო და რებრენდინგი როგორ უნდა განახორციელოო, მაგრამ ფაქტია: ყველაფერი გავაკეთე. 1998 წელს, როცა სადოქტოროს ვიცავდი, მაშინაც მეუბნებოდნენ, სულიკო, საკანდიდატო დაცული გაქვს და სადოქტორო რაღად გინდა, აკადემიური საბჭო არ „გაგიშვებსო“, მაგრამ სადოქტორო მაინც დავიცავი. საერთოდ, ყველაფერი, რასაც ხელს მოვკიდებ, ბოლომდე მიმყავს!
- ეს ვიცი, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხე: დეპუტატი ერთხელ უკვე იყავი, პენსიასაც იღებ და მაჟორიტარობა ხელმეორედ რაღად გინდა? 
- ჯერ ერთი, ეს პენსია კი არა, საპარლამენტო კომპენსაციაა. მეორეც, მინდა, ჩემს ხალხს გამოვადგე! 
- შენს ხალხს დეპუტატობის გარეშე გამოადექი... 
- საგარეჯოში 60 ათასი მცხოვრებია, აქედან 42 ათასი ამომრჩეველია და ნუთუ, არჩევნებში მონაწილეობა ერთმა ადგილობრივმა არ უნდა მიიღოს, რომელიც რაიონს მართლა გამოადგება?! სხვათა შორის, დღეს ათჯერ მეტი ვიცი და გამოცდილებაც ათჯერ მეტ მაქვს, ვიდრე მაშინ, როცა 39 წლის ასაკში დეპუტატი პირველად გავხდი. ისე, მაშინდელ პარლამენტში 22 კანონპროექტი გავიტანე. 
- შეიძლება, მაგრამ ეს 22 კანონი საგარეჯოს რაში წაადგა? 
- ვანო, რაღაცას მკითხავ, გიპასუხებ და მერე სხვანაირად მეკითხები. იცი, დეპუტატი როგორი ტიპი უნდა იყოს? - მის ზარს ნებისმიერმა მინისტრმა უპასუხოს. ერთი, გადახედე - 2005 წლის მერე რამდენი ინტერვიუ მაქვს მიცემული და ასეთი მეორე ყოფილი მინისტრი მითხარი. 
- ინტერვიუ კი არადა, ნაცებმა არ დაგიჭირეს... 
- დასაჭერი არ ვიყავი და როგორ დამიჭერდნენ? 
- ყურმოკვრით ვიცი, მიშასთან, თურმე, საქმეჩააწყე“... 
- საქმის „ჩასაწყობი“ რა მჭირდა? - ამაზე არც მიფიქრია. მე დასაჭერი კაცი არ ვარ, თან ჩემი დაჭერა მაგათთვის წამგებიანი იქნებოდა: საგარეჯოში არჩევნები სრული მხარდაჭერით მქონდა მოგებული, პარლამენტში იმხელა კომიტეტს ვხელმძღვანელობდი, თან მეორე მინისტრი მითხარი, რომელმაც სამინისტრო თავისი ინიციატივით გააუქმა. 
- კარგი, ერთი... 
- ვანო, ყველაფერს ასე რატომ უყურებ? 
- ალბათ, შევარდნაძემ გითხრა, ქონების მართვის სამინისტრო გააუქმეო და წინააღმდეგობას ხომ ვერ გაუწევდი? 
- რას ლაპარაკობ, შევარდნაძეს არ უთქვამს. ეს საკითხი პირველად უშიშროების საბჭოზე გავიტანეთ და ცხონებულმა ზურაბ სოსელიამ მითხრა, სულიკო, ხარაკირი ჩაიტარეო. 
- ჩვენში დარჩეს და, გასაყიდი აღარაფერი იყო და ქონების მართვის სამინისტროს არსებობას რაღა აზრი ჰქონდა? 
- როგორ გეკადრება, ვერ ნახე, მერე ნაციონალებმა რამდენი რამ გაყიდეს?! მე კი სწორად მოვიქეცი, რომ ერთი ჰესიც არ გავყიდე. 
- გაყიდვას გთავაზობდნენ? 
- დიახ, მთავაზობდნენ, თან უნდოდათ, კაპიკებად ეყიდათ, მაგრამ ასეთი სტრატეგია მქონდა: ენერგოდისტრიბუცია გავაერთიანე და ამერიკულ „პი-აი კონსალტინგს“ გადავეცი. ელექტრო დისპეტჩერიზაციაში კი ირლანდიური კომპანია შემოვიყვანე და ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ქართველებს ვერ მოვერეოდი... 
- ბიძაშვილო, გულზე ხელი დაიდე და ისე მიპასუხე: ქრთამი აგიღია? 
- არა! 
- მინისტრობისას ბევრი იშოვე? 
- ბიჭო, როცა სხვა ტვინი და გაქანება გაქვს, ფული ჩინოვნიკური საქმიანობით რატომ უნდა იშოვო? დავამტკიცე, რომ კარგი მენეჯერი ვარ - სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდიდან დაწყებული საწარმოთა მართვის სააგენტოთი დამთავრებული, არაერთი ინსტიტუცია შევქმენი. მონაწილეობა ანტიმონოპოლიური სააგენტოს შექმნის პროვოცირებაშიც მივიღე. მართალია, „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ დამფუძნებელი დავით ჯანგულაშვილია, მაგრამ ახალი პროგრამებით სწორედ მე, ასე ვთქვათ, აღვჭურვე და ეს, განა, ცოტაა?! 
- ჩემი არ იყოს, თავის ქება შენც გიყვარს... 
- სამასზე მეტი ინტერვიუ მაქვს მიცემული ბოლო ექვს წელიწადში. შედი ინტერნეტში და ნახავ, ცოტაა? 
- სამასი კი არა, 3 ათასი ინტერვიუ მაქვსჩაწერილიდა რა, დეპუტატობა უნდა მოვინდომო? 
- შენ ჟურნალისტიკის მარადიული „დეპუტატი“ ხარ!.. ისე, საგარეჯოში არჩევნებს წელსაც მოვიგებ და ვერავინ გამიყალბებს! 
- საარჩევნო კამპანიისთვის ფულს საიდან მოიტან? 
- ადამიანს ორი რამ არ უნდა ჰკითხო: რომელი რელიგიის წარმომადგენელია და ხელფასი რამდენი აქვს, მაგრამ გეტყვი, რომ ძალიან მაღალი ხელფასი მაქვს, თან ფონდი რომ შეიქმნება, ვფიქრობ, თანხას ჩემი მეგობრებიც შეიტანენ. 
- არ გინდა, შენი მეგობრები გამაცნო? 
- ჩემს ყველა მეგობარს იცნობ. 
- ჰოდა, იქნებ, დავფიქრდე და დეპუტატობა მეც დავაპირო - ორი პავლიაშვილი პარლამენტარი რა მაგარი იქნება, არა?!. ჩვენში დარჩეს და, ხეებთანმეგობრობ“? 
- ხეების გადატანა-გადმოტანა მიყვარს. 
- უი, ბიძინა ხარ? 
- (იცინის) ვიცოდი, რაც უნდა გეკითხა და ასე ამიტომ გიპასუხე. ჩემი ვენახიდან ხეს წამოვიღებ და ეზოში დავრგავ, ეზოდან - ვენახში... ისე, ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ... 
- ნაცებთან რომ მეგობრობ, ვიცი, მაგრამ მეგობრებიოცნებაშიცგყავს? 
- ვის ნაცთან ვმეგობრობ? 
- მაგალითად, რომან გოცირიძესთან... 
- რომანი რა ნაცია?.. ბიჭო, გოცირიძე ჩემი ბავშვობის მეგობარია - 35 წელია, ერთად მოვდივართ და ახლა გინდა მათქმევინო, ჩემი მეგობარი არაა-მეთქი? მეგობრები „ოცნებაშიც“ მყავს და, საერთოდ, მთელ საქართველოში - ლესიჭინედან დაწყებული აფენით დამთავრებული, სოფელს ვერ ნახავ, რომ ახლობელი არ მყავდეს. გრიშა ონიანი ჩემი უფროსი მეგობარია და იმის გამო, რომ „სტალინისტია“, არ ვიმეგობრო? ისე, გლამურული ცხოვრებაც მომწონს. გენო მალაზონია ჩემი ერთი ბიჭის ნათლიაა, მეორესი კი - მიხეილ ჯიბუტი. ასევე, ყველამ იცის, ჩემი უახლოესი ადამიანია როლანდ გილიგაშვილი და უამრავი სხვა. მოკლედ, მეგობრებს ზოგიერთივით პარტიულობით, ცენზით არ ვირჩევ, არც ვკარგავ და შენც ეს კარგად იცი. 
- სულიკო, ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვა და ახსნა-განმარტების გარეშე მიპასუხე: ნატო თუ რუსეთი? 
- რა თქმა უნდა, ნატო! ამას როგორ მეკითხები, ბიჭო? რუსეთმა გზა არ დაგვიტოვა, რომ მასთან ვიმეგობროთ?! 
- ამას შენს შვილს, რეპერმასტერსრატომ არ ეუბნები? 
- ჩემი შვილი აშშ-ში გაიზარდა და რა უნდა ვუთხრა? ახლა იტყვიან, შვილს აქებსო, მაგრამ ტვინით დატენილია, აქ ვერ განვითარდა და დროებით მოსკოვში წავიდა, იქიდან რომ დაბრუნდება, ჯერ ისრაელში, მერე კი ევროპაში უნდა წავიდეს. აბა, აქ რა გააკეთოს? - მხოლოდ „ლაიქებია“ და მორჩა. ტელევიზიებში კი ისეთი ხალხი მიჰყავთ, რომელიც ოთხჯერ, ხუთჯერ გათხოვდა და დაქორწინდა. 
- ისე, შენც მეორე ცოლი გყავს... სიტყვამ მოიტანა და, როგორ ფიქრობ, ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა? 
- უდავოდ. 
- ანუ, შენი შვილი და პირველი ცოლი ოჯახად არ ითვლება? 
- ვანო, ახლა უტრირებას ნუ აკეთებ. ოჯახი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა და რა არის ამაში გაუგებარი?! 
- ...აშშ-შიც ხარ ნამყოფი და ევროპაშიც, არა? 
- ნამყოფი კი არა, აშშ-ში 6 თვე ვცხოვრობდი. 
- ვიღაცები ამტკიცებენ, ევროპა-აშშ გვრყვნის და ქართველობას გვართმევსო. ესე იგი, აშშ- გაგრყვნა? 
- არა, კაცო, აქაც ბევრი რამე ვიცოდი... 1993 წელს, როცა ხალხმა მართლა არ იცოდა, „ევროპა ფანჯარაში“ რა იყო, ირლანდიაში 100 დღე ვიყავი და ისეთი ოჯახები ვნახე, გავგიჟდი - ცუდი ყოფაქცევის ქალი რომ გდომებოდა, ვერ იპოვიდი. აშშ-შიც, ოჯახში ვცხოვრობდი და ასეთი სიწმინდე, ერთმანეთის პატივისცემა არ მინახავს. 
- მსუქანი ქალები მოგწონს, არა? 
- (იღიმება) მსუქანი კი არა, სრული ქალები მომწონს! 
- რა ამის პასუხია და, ნაციონალები ამტკიცებენ, 2003 წლამდე საქართველოში კორუფცია ყვაოდა. მაშინდელი მთავრობის წევრი იყავი და აბა, გამიმხილე, კორუფციული სქემა როგორი იყო? 
- ამას ვერ გეტყვი, მაგრამ მაშინ სხვანაირი პოლიტიკური ნება არსებობდა. 
- „სხვანაირი პოლიტიკური ნებარას ნიშნავს? 
- ჯერ ერთი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა ვყავით... 
- ახლაგარდასული ეკონომიკისქვეყანა ვართ? 
- რატომ გგონია, რომ მაშინ ყველაფერი ფულით კეთდებოდა? უბრალოდ, ადამიანი მეგობარსა და ახლობელს რაღაც „პაბლაჟკებს“ უკეთებდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ფეხზე დგებოდა და ინსტიტუციები იქნებოდა - არავინ იცოდა, ფულადსაკრედიტო პოლიტიკა თუ პრივატიზაცია რა იყო. კი ბატონო, მთავრობის წევრების აზრი უნდა გაგეთვალისწინებინა, მაგრამ მაშინ პროფესიონალიზმის დონე ძალიან მაღალი იყო. 
- ...სულიკო, გენდერი ცუდი სიტყვაა? 
- არა, მაგრამ ქართველებში, ხომ იცი, ცოტა „მოსულია“ - ქალების დაჩაგვრა გვიყვარს ანუ მამაკაცის როლი წინაა წამოწეული და სწორიცაა: ოჯახში ორი ლიდერი ვერ იქნება! ჩემი მეუღლე ასეთი წყნარი და მშვიდი რომ არ იყოს, წარმატებული ვერ ვიქნებოდი. 
- ...დღეს ყველაზე მეტად ნერვებს რა გიშლის? 
- არაპროფესიონალიზმი მაგიჟებს! მაგალითად, წყალდიდობაა და ამ დროს მინისტრი იღიმის... თავხედობაც მაღიზიანებს, ფორმალობა და ფარისევლობაც. 70 პროცენტი შინაგანად რუსეთუმეა, მაგრამ ყველა ევროპელობას ვიბრალებთ და გავიძახით, დიახ, თანასწორობა აუცილებელიაო, მაგრამ ვიღაც, სინამდვილეში, სხვანაირად ფიქრობს, ერთი მაგ თანასწორობისაცო... 
- ოპოზიცია ხელისუფლებას უნიათობას სწამებს. შენ, როგორც ეკონომიკის ექსპერტი, რას მეტყვი, „ოცნებაუნიათო და უხერხემლოა? 
- არა... ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ქვეყანაში ბიზნესზე ზეწოლა აღარ ხდება. 
- სამაგიეროდ, შანტაჟის ქვეშ ვცხოვრობთ - პირადი ცხოვრების ვიდეოების გამოქვეყნებას ვგულისხმობ... 
- ამ ვიდეოების გამო ერთი ისე უნდა დაისაჯოს, რომ მეორეს გაფიქრებაც აღარ მოუნდეს! რაც ახლა ხდება, საშინელებაა და მნიშვნელობა არ აქვს - ცოლთანაა გადაღებული თუ მეგობართან, ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს... 
- სხვათა შორის, მორალი პირობითია... 
- გეთანხმები, მაგრამ ვგიჟდები, ტელევიზიით მხოლოდ ცუდს რომ აჩვენებენ. დავიჯერო, კარგი არაფერი ხდება?! 
- მედია ხომ ბიზნესია, სულიკო! 
- კი ბატონო, მაგრამ მედიას სოციალური დატვირთვაც აქვს... 
- ...ამბობენ, პოლიტიკა ბინძურიაო. რაკი პოლიტიკაში მეორედ შედიხარ, გაბინძურების არ გეშინია? 
- არა, ვანო, რის შიში, რა შიში... პოპულარობა ყველას მოსწონს და არავინ თქვას, არ მსიამოვნებსო ანუ პოლიტიკაში ყოფნას მომხიბვლელობა აქვს, თუმცა მათრახიც მოგხვდება. 
- და ამისთვის მზად ხარ? 
- რა თქმა უნდა! 
- ოქტომბრის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, საგარეჯო წლევანდელ არჩევნებზე ერთ-ერთი ცხელი წერტილი იქნება. ცხადია, კონკურენტებიც გეყოლებიან. მთავარ კომპრომატად რა შეიძლებადაგიდონ“? 
- ერთადერთი, შეიძლება, ის თქვან, შევარდნაძის მთავრობაში მინისტრი იყოო... 
- „გიტყდება“, შევარდნაძის მთავრობაში მინისტრის პოსტი რომ გეკავა? 
- როგორ გეკადრება! მინისტრი 39 წლის ასაკში გავხდი ან როგორ შეიძლება, იმ ადამიანს დავემდურო, რომელმაც უცნობს სამინისტრო ჩამაბარა. 
- პრინციპში, ცხოვრებაც აგიწყო! 
- მამაჩემის შვილს ცხოვრების ასაწყობი რა მჭირდა? - ვისაც უნდა, ჩამოვიდეს და ნახოს, საგარეჯოში ჯერ კიდევ 1970 წელს როგორი სახლი აქვს აშენებული. მამაჩემი წარმატებული მენეჯერი, ტვინით დატენილი კაცი იყო და ჩემს ოჯახს არასოდეს არაფერი უჭირდა, თუმცა ფუფუნებას მიჩვეული „ტიპები“ არ ვართ. 
- სიტყვაცენზიშენი ლექსიკონის განუყოფელია. შენი ერთი ვაჟი რეპერია, მეორეც შოუბიზნესშია - შარშან, საბავშვო ევროვიზიაზე გამოვიდა, შენი ძმაც თანამდებობაზეა... შვილების წარმატებაში წვლილი მიგიძღვის? 
- რა თქმა უნდა. ყველა ჩემს ახლობელს სწორება ჩემზე აქვს! 
- ანგელოზი ხარ? 
- ანგელოზი კი არა, მიზანდასახული ვარ! 
- შენი საარჩევნო სლოგანი რა იქნება? 
- საგარეჯო ისეთი ქალაქი უნდა გახდეს, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმარი პირველად იქ ჩავიდეს! ცუდად არავინ გამიგოს, მაგრამ საგარეჯო მცხეთის ალტერნატივა უნდა იყოს, რა თქმა უნდა ისტორიულ დატვირთვას არ ვგულისხმობ, და ამას მივაღწევ! 
- სულიკო, საუბარი სამ წუთში უნდა დავასრულოთ და, ისევ ლარზე უნდა გკითხო: „ოცნებამლარიგააუპატიურა“? 
- (იცინის) არა, ლარმა თავი თავისით „გაიუპატიურა“! 
- იცოდე, ამასაც დავწერ!.. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა არ გინდა? 
- არა... 
- ისეთი თემა დარჩა, რომელზეც ლაპარაკი გინდოდა? 
- ვანო, ძალიან კარგად იცი, რომ საგარეჯოში ხალხი პატივს მცემს და ამას ხაზი რატომ არ გაუსვი? 
- ეს ხომ ნეპოტიზმი იქნებოდა, ბიძაშვილო! 
- როცა ადამიანები თანამდებობას ტოვებენ, ისე იკარგებიან, კაციშვილს აღარ ახსოვს, მაგრამ მე არ დავიკარგე! 
- ვაღიარებ, კარგიტიპიხარ, მაგრამ ძალიან არ მომეწონა და გითხარი კიდეც, სოსო პავლიაშვილთან ფოტოები რომ გადაიღე! 
- ამ ბიძაშვილებს თავი დაანებე! სოსო თავის საქმეს აკეთებს და უნიჭიერესი კაცია! 
- ნიჭიერია, მაგრამ ოკუპანტ რუსეთს გულშემატკივრობს და მერე რა, თუკი მოგვარეა?! მეოცნებე ხარ? 
- საოცნებო რა მჭირს? ყველაფერს რეალურად ვუყურებ და იმპროვიზაციები არ მიყვარს! საერთოდ, სურვილსა და რეალობას ერთმანეთისგან ვანსხვავებ. ასე რომ, „მათრახისთვისაც“ მზად ვარ და გამარჯვებისთვისაც! 
- ბოლოს, კითხვა შენ დამისვი და წავედი... 
- ბიჭო, ისეთი „ტიპი“ ხარ, რომ ადამიანებს სულ უარყოფითი კუთხით ხედავ და რატომ? 
- ალბათ, დაგავიწყდა: მოძღვარი კი არა, ჟურნალისტი ვარ! 
- გავიგე, მაგრამ შენთან რევერანსები მეც კი მჭირდება, რადგან არ ვიცი, თავში როდის რა მოგივა! 
- მოკლედ, ორივე მაგრები ვართ!..