მარგველაშვილი თანამდებობიდან მიდის

მარგველაშვილი თანამდებობიდან მიდის

განათლების მინისტრი და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი თანამდებობას ტოვებს. 

"ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უნდა ახალი სტანდარტებისა და კულტურის შემოტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში", - განაცხადა მარგველაშვილმა, რომლის თქმით, ახალი სტანდარტებია ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება ორიენტირებული და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობას აღარ შეითავსებს.

მარგველაშვილს, სავარაუდოდ, მისი პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე შეცვლის.