ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში ხშირად ურეკავდა მას სხვადასხვა საკითხზე და ერთ-ერთი იყო თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღები და მათი პრივატიზაცია.
ამ საკითხზე ივანიშვილმა ტელეკომპანია „ჯიდიესი“-ს მიერ მოზადებულ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა.