თავდაპირველად საჯაროდ, ოღონდ, ცალ-ცალკე იკამათეს, მაგრამ, საბოლოოდ, ხალხის რჩეული კობა დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მაინც დაზავდნენ .
მანამდე კი ბატონი დავითაშვილისა და მისი „ოცნებელი“ კოლეგები შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. იმდენადაც, რომ ეს უკანასკნელი თვით პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა, მაგრამ, მოგვიანებით, მას მინისტრობასაც დაჰპირდასავით (თუმცა, არ დაუკონკრეტებია, სახელდობრ, რომელს).
თავის მხრივ, ბატონმა დავითაშვილმა დაგვარწმუნა, რომ, მართალია, მინისტრობა მისი თვითმიზანი არ არის, მაგრამ, დღესვეა მზად, იტვირთოს პასუხისმგებლობა!
მზადყოფნის მიზეზი კი შემდეგნაირია (მოვიხმობ ციტატას): „მზად ვარ, გარანტირებულ 4-წლიან საპარლამენტო ცხოვრებაზე უარი ვთქვა და მინისტრად დავინიშნო. ვფიქრობ, მინისტრობა სწორედ პროფესიონალი პოლიტიკოსის საქმეა “.
ზედაც, უახლოესი წარსულის დეტალებიც გაიხსენა: „12 წელია, რაც პრემიერს ვიცნობ. ბევრი ცოდვა მაქვს, ამ მხრივ და ამასაც ვიტყვი – ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილი მე გავაცანი. შემდეგ მე წამოვედი ოპოზიციაში და მათი ურთიერთობა გაგრძელდა (ანუ, მე უფრო შორსმჭვრეტელი ვარო) ?!).
ჩვენ არ ვიცით, შედგება თუ არა ბატონი დავითაშვილის კარიერა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თუმცა, თუ მის მზადყოფნასა და შემართებას გავიხსენებთ (მზად ვარ, მინისტრად დავინიშნოო), სხვა თუ არაფერი. ის მაინც აშკარაა, რომ შაძლებს თავმჯდომარეობას (მდივნიან-„ბორჯომიანად“)!