ამერიკელებმა გრუ ამხილეს

ამერიკელებმა გრუ ამხილეს

ამერიკული გაზეთების "ვაშინგტონ თაიმსისა" და "ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა, რომ 2010 წლის სექტემბერში საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა გრუ-ს ეკისრება.

სენატორებმა ჯო კაილიმ, ჯონ ლიბერმანმა, ჯონ მაკკეინმა და მარკ კირკმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილითაც მიმართეს და ინფორმაცია მოითხოვეს.

სენატორების აზრით, საკითხი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეისწავლოს, შემდეგ კი უნდა განისაზღვროს, ღირს თუ არა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გაგრძელება.