საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა.
"წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნეს წმინდანად", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.
ამასთან, მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება და მას გადაასვენებენ სამთავროს ტაძარში. დაიწერება წმინდა არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი,