რუსულმა ტელეკომპანია "ენ-ტე-ვემ", გადაცემაში "ანატომია 2" 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძისა და რუსეთის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
რუსული მედიის ცნობით, "ენ-ტე-ვეს" ეთერში გასული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გივი თარგამაძესა და სერგეი უდალცოვს რუსეთში რევოლუციის ორგანიზება სურთ. რევოლუცია, შესაძლოა, კალინინგრადში დაიწყოს, სადაც რუსეთი დამატებით ჯარებს ვერ გადაისვრის, რადგან ამის გაკეთება ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიების გავლით მოუწევს.
"ენ-ტე-ვეს" მტკიცებით, სერგეი უდალცოვი "ქართველი კურატორებისგან ძალისმიერი აქციების ორგანიზებისთვის თვეში 35 ათას დოლარს იღებს და ეს მხოლოდ დასაწყისია".