საკონსტიტუცო სასამართლოს ზურაბ ადეიშვილის კლანი მართავს

საკონსტიტუცო სასამართლოს ზურაბ ადეიშვილის კლანი მართავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმში 9 მოსამართლიდან მხოლოდ ერთია მმართველი კოალიციის მიერ შერჩეული კანდიტატი, რომელის ერთი ხმა ბალანსს ვერ ცვლის. რაც შეეხბა დანარჩენ 8 მოსამართლეს, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დანიშნულები არიან და ყველა მათგანი ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებული პირია.

რაც ყველაზე მთავარია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე ვადით ხელმძღვანელობს გიორგი პაპუაშვილი, რომელსაც საკონსტიტუციო ვადა 2016 წლის 14 ივლისს ეწურება. მასთან ერთად საკონსტიტუციო ვადა ეწურება 4 მოსამართლეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთა მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოზე ამ დრომდე გავლენას ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობა“ ასე გამოიყურება:

გიორგი პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, 2004-2005 წლები იუსტიციის მინისტრის, 2005-2066 წლები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; 2006 წლის ივლისში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა; ზუსტად 2 თვეში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არიჩია.

კონსტანტინე ვარძელაშვილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; „თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილი წევრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე.

მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე; ზურაბ ადეიშვილის მოადგილე; 2005-2007 წელს მიხეილ სააკაშვილის კვოტით აირჩიეს უზენაესი სასამართლოს წევრად.

ქეთევან ერემაძე - 2011 წელს იყო მოწვეული ლექტორი „თავისუფალ უნივერსიტეტში“.

ზაზა თავაძე - 2008-2010 წლებში იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, 2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, 2007-2008 წლებში იყო გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.

თამაზ ცაბუტაშვილი - 2004-2011 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურორი; 2003-2004 წლები შსს-ს კორუფციის, ნარკოდანაშაულის და ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი.

ოთარ სიჭინავა - 2005-2006 წლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2006 წლის 26 ივნისს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

ლალი ფაფიაშვილი - 2004-2007 წლის პარლამენტის წევრი.

ექსპერტები თვლიან, რომ აუცილებელია გატარდეს სისტემური რეფორმა და არა შიდა მანიპულაციები სისტემის შიგნით. მათივე განცხადებით, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ანალოგიური ვითარება გვაქვს ბევრ სხვა სეგმენტში. მისივე თქმით, პროკურატურაც სახელმწიფო ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს, რადგან ხშირად ჩნდება ეჭვი, რომ პოლიტიკური ინტერესებიდან გამოდის.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება არ არის ერთადერთი, რომლის სამართლიანობაში ჩდება ეჭვი. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა სწორედ ნაციონალების მიერ წინ წამოწეული ადამიანები არიან.

რომ არა ნაციონალებთან სიახლოვე, პაპუაშვილი არ იყო იმ რანგის იურისტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამხდარიყო. ეს არაა პარტიული იდეალების მიმართ თავდადების პროცესი, ეს საკმაოდ ანგარებიანი თავდადებაა ნაციონალების მიმართ, რომლებიც ამ პარტიის ინტერესებს ატარებენ სამართლის დაცვის სფეროში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში კუთვნილი ქონების განკარგვას სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ შეძლებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის შეჩერება ფორსირებულად მოახდინა.

„სასამართლომ ისე, რომ არც დაინტერესდა, არც კი მოუსმინა მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, პარლამენტის არგუმენტებს, ფარულად, ჩუმად შეაჩერა იმ ნორმის მოქმედება, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს. გარკვეულ შემთხვევებში ჩვენს მოქალაქეებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს და გნებავთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეუქმნა პრობლემა და ბუნებრივია, მთელი პასუხისმგებლობა ამაზე უნდა აიღოს თავად საკონსტიტუციო სასამართლომ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, სასამართლოს მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე მათ მხარეს არ დაუყენებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაში მიქცევის საკითხი.

„ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება. დამერწმუნებით, რომ ჩვენ არასდროს არ დაგვიყენებია და არ გვითქვამს, რომ ვაპირებდით დაუყოვნებლივი აღსრულების გზით წასვლას. სხვათა შორის, ეს იდეა მოგვაწოდა თავად „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა, როცა გახმაურდა, რომ თითქოს, ვაპირებდით დაუყოვნებლივ აღსრულებას, თითქოს ვიღაცა აპირებდა სპეცნაზით შესვლას „რუსთავი 2“-ის ტერიტორიაზე“, - აცხადებს პაატა სალია.

ადვოკატი დიმა გაბუნია თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც წარმოებაში მიიღო კონსტიტუციური სარჩელი და ამავე დროს შეაჩერა ამ ნორმის მოქმედება.

„ეს უპრეცედენტოა იმდენად, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში იშვიათად ხდება ასეთ პატარა მონაკვეთში მსგავსი ტიპის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონდე დავა მიდის სასამართლოში და შენ კონკრეტულად ასაჩივრებ იმ ნორმებს, რომელიც შეიძლება მხარემ აბსოლუტურად კანონიერად გამოიყენოს სამოქალაქო დავაში და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „რუსთავი 2“-ის და ქიბარ ხალვაშის დავას.

შესაბამისად, ხომ არ არის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება? პირველ რიგში, ჩვენ არასოდეს არ მოგვითხოვია და არ გვითქვამს, რომ ვაპირებთ დაუყოვნებლივ აღსრულებას. რატომ ჩათვალა მოპასუხემ, რომ გადაწყვეტილება მსგავსი ტიპის გამოვა და მერე ჩვენ დავაყენებდით საკითხს მისი დაუყოვნებლივი აღსრულების თაობაზე? ეს არის პროცესის პოლიტიზირების და სამართლებლივი ჩარჩოდან ამოგდების მცდელობა, რის საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ“, - აცხადებს დიმა გაბუნია.

გაბუნია აქვე სვამს ლოგიკურ კითხვას, რაზეც წესით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არ უნდა გაუჭირდეს პასუხის გაცემა: „სად იყო საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წელს, როდესაც ხალვაშსს ართმევდნენ ქონებას და ზუსტად 2 თვეში იგივე სასამართლომ ყველა სასამართლო წააგებინა ქიბარ ხალვაშს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეიტანა ზუსტად ის ცვლილება, რომელიც გუშინ იქნა შეჩერებული და თითქოს, გამარჯვებად შერაცხეს?“, - კითხულბს დიმა გაბუნია.