დღეს ქართული პოლიტიკური ანეკდოტების მორიგი „გამოშვება“ უნდა შემოგთავაზოთ. მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მარად უკვდავი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი კარგა ხანია ოპოზიციონერთა რიგებში იმყოფებიან, ხალხში მოარული ანეკდოტების ზღვა ნაწილი ჩვენი თანამემამულეების ამ „განშტოებას“ ეძღვნება.
რამდენიმე დღის წინ ერთგვარი „ექსპერიმენტი“ ჩავატარე. სხვადასხვა ფორუმებში „გავისეირნე“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე „კომპრომატების“ ძიება დავიწყე. სამწუხაროდ ქართულ „საანეკდოტო სფეროში“ ამ ხალხზე „სიახლეებს“ ვერ მივაგენი. რას იზამ. ხალხს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წევრებისა და მათი დაპირებების კვლავ სჯერა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი დღემდე „საყვარელ თემად“ რჩება.
ამ მოკლე შესავლის შემდეგ ქართული პოლიტიკური ანეკდოტების მორიგ „გამოშვებას“ შემოგთავაზებთ.
1. როლანდ ახალაია: - „მე ჩემი ცხოვრება მივლია ისე, რომ იმუნიტეტი არასდროს დამჭირვებია. ჩემი იმუნიტეტი არის ჩემი სიმართლე“.
2. რა სხვაობაა „ნაცსა“ და „ქოცს“ შორის?
პასუხი: - 36 (5-41)
3. მაჟორიტარობის კანდიდატი კახეთში ჩადის და მოსახლეობას ხვდება. ათას რამეს დაპირდა და ბოლოს დააყოლა: „ხალხნო, ოღონდ ხმა მომეცით და 50-50 დოლარს დაგირიგებთო". შეკრებილ ჯგუფს ერთი მოხუცი, მიხო პაპა გამოეყო და კანდიდატს მიმართა: „შენ, შვილო, ახალგაზრდა ენერგიული კაცი ხარ, ხომ ეგრეა? ქალიც მოგინდება ხოლმე არა? „მაჟორიტარი შეიშმუშნა - „ჰო, კი“ - დაბნეულად უპასუხა. „ალბათ ბორდელში დადიხარ-ხოლმე, არა? - გაგრძელა მოხუცმა - რამდენს იხდი ხოლმე?" დაბნეულმა მაჟორიტარმა უპასუხა: „რა ვიცი, 50 დოლარს, ან თუ ქალი ძაან მომეწონა შეიძლება 100 დოლარიც გადავიხადოო". „ჰოდა, შე შობელძაღლო! ერთ საათში 100 დოლარს იხდი და აქ 50 დოლარად 5 წელი უნდა გვიხმაროო?!" - მიახალა მოხუცმა.
4. „ნუ შეწუხდებით ბიოგრაფიის დაწერით. გადაწყვიტეთ დეპუტატობა და ოპონენტები ამაზე თქვენს ნაცვლად იზრუნებენ“.
5. „ოპოზიციური პარტიები უცხოეთში საქართველოს იმიჯს ლახავენ, ეწევიან საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას" – "ნაციონალები" ოპოზიციის შესახებ, 2013–მდე.
„საქართველოს პრეზიდენტი ღიად, დაუფარავად ეწევა საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას და საბოტაჟს", – ყოფილი ოპოზიცია "ნაციონალების" შესახებ, 2013 წლიდან.
6. „ერთი ქართველი მოკვდა და სამოთხეში მოხვდა. შეამჩნია ერთგან ბევრი საათი და დაინტერესდა - ეს რა არისო? მთავარანგელოზმა აუხსნა: ეს ტყუილის საათებია. ყველა ადამიანს საკუთარი საათია აქვს. როცა იტყუებიან, ისარი ერთი საფეხურით გადაიწევსო. ახლა დაინტერესდა რომელი საათი ვისი იყო:
- ეს დიდი საათი ვისიაო?
- დედა ტერეზასი, არასდროს იტყუებოდა და ისრები სულ ადგილზე იდგაო.
ეს მეორეო? ეს ლინკოლნისააო, ორჯერ მოიტყუა და ორჯერ გადაიწია ისარმაო.
- აბა მიშას საათი მანახეთო.
- ეგ კაბინეტში მიდგას ვენტილატორის მაგივრადო“.
კვლავ მიხეილ სააკაშვილამდე მივედით და დანარჩენი ანეკდოტებით შორეულ ოდესაში „მოღვაწე“ ამ დიდ მამულიშველს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ.
7. რამზან კადიროვი და მიშა სააკაშვილი სასტუმროს ფოიეში ერთმანეთისკენ მიდიან.
უცებ კადიროვმა თვითმფრინავივით დაიწყო ზუილი...
8. – მზია მასწ. ლექსი დავწერე პოლიტიკაზე.
- მითხარი.
- რა კარგია პოლიტიკა,
ხან კენჭს იყრი,
ხან ქვას ისვრი,
როცა დიდი გავიზრდები,
ძია მიშას გვერდით ვივლი“.
9. მასწავლებელი პატარა კახელს ეკითხება:
- აბა, მითხარი, რა ჰქვია რუსულად თაგვს?
- “მიშკა”, მასწ.
- ვირთხას?
- ნაღდად, “მიხეილი” ერქმევა, მასწ.
10. „მარჯანიშვილზე გაგონილი ანეკდოტი: - „ფრთხილად მიშაში ფეხი არ ჩადგათ.“
11. „მიშა ჯოჯოხეთში მოხვდა, ყველა ქვაბი წითელ-ყვითლად შეღება, ცეცხლის გადასახადი 22 თეთრი გახდა და ერთი ლიტრი კუპრი 2.45 ლარი“.
12. შევარდნაძემ ახალგაზრდა სააკაშვილი ამერიკიდან ჩამოიყვანა, ხელში ჯოხი მისცა და უთხრა: ეს ჯოხი ჯადოსნურია, რასაც ეტყვი, აგისრულებს.
გახარებულმა მიშამ ჯოხი შევარდნაძეს მხარზე დაადო და შესძახა: გადადექი, გადადექი!
13. „ვენი ვიდი ვიცი“-ს მიშასეული პერეფრაზი - მიველ, გავიგონე, ვიხოხე.
14. მიშას ეკითხებიან, კადაფი, მუბარაქი, სარკოზი, ყველა შენი თაობა წავიდა და შენ რაღას უყურებო ?
მე “რუსთავი 2”-ს და “რეალტივის” ვუყურებო.
15. ახალი მარკები გამოუშვეს მიშას გამოსახულებით მაგრამ არავინ იყენებსო. რატომ არავინ იყენებსო? რატომ და ზოგი წინიდან აფურთხებს,ზოგი კი უკნიდან იმდენს ლოკავს წებო სძვრებაო.