სოსო ცინცაძე: „დღეს აფხაზეთსა და ცხინვალში პროქართული ძალა არ არსებობს და ეს არის მწარე რეალობა“

სოსო ცინცაძე: „დღეს აფხაზეთსა და ცხინვალში პროქართული ძალა არ არსებობს და ეს არის მწარე რეალობა“

რამდენიმე დღეა აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ე.წ პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას და მისი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. პოლიტიკური აქციების ორგანიზატორია პარტია „ამცახარა“. ოპოზიცია რაულ ხაჯინბას აფხაზეთის სუვერენიტეტის შესუსტებაში, კორუფციასთან და დანაშაულთან ბრძოლის არაორგანიზებულებასა და რეფორმების შეჩერებაში ადანაშაულებს.

საინტერსოა ის ფაქტი, რომ ერთი წლის წინ, 2014 წლის მაისში, ზუსტად ამ პრეტნზიებს უყენებდა რაულ ხაჯინბას გუნდი ე.წ ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს. მაშინდელი პროტესტი ანქვაბის გადადგომით და პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნებით დასრულდა. ერთი წლის შემდეგ კი ხაჯინბას ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან მოუბრუნდა.

აფხაზი ექპერტები და ჟურნალისტები ახალ მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ და შიშობენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყება.

„გარდა ამისა, დღევანდელი ოპოზიცია რულ ხაჯინბას გუნდს შარშანდელ „სახელმწიფო გადატრიალებასა“ და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. გამომდინრე აქედან, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია. უნდა აღინიშნოს, რომ ასლან ბჟანიამ, რომელსაც დღევანდელი ოპოზიცია მხარს უჭერს, შარშანდელ პრეზიდენტო არჩევნები მთელი 36%-ის აღება შეძლო, რაც საკმაოდ ღირსეული რეზულტატია“, -წერს Apsny.ru.

აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელი ნათელა აქიბა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური დიალოგის ნაკლებობაზე საუბრობს და შიშობს, რომ ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

„თუ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვინმე არ აწყობს, მას უშვებენ, ან უარესი - ესვრიან. ხელისუფლება და ოპოზიცია ულტიმატუმის ენაზე საუბრობს, რაც თავიანთი მომხრების აგრესიას და ქვეყანაში სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს“,-აცხადებს აქიბა Apsny.ru-სთან საუბარში.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ აფხაზეთში რა პროტესტიც არ უნდა დაიწყო, თვით სამოქალაქო ომიც კი რომელიმე პოლიტიკურ ძალებს შორის, ჩვენს ინტერესებს არ ესადაგება, თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზეთში არ არის არცერთი პოლიტიკური ძალა, რომლის პროგრამაშიც არის საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა.

„ეს თემა აფხაზეთში დახურულია. ჩვენ რაც არ უნდა ვიყვიროთ მსოფლიოს ნებიმიერი ტრიბუნიდნ, რომ ჩვენს ძმებს აფხაზებს და ოსებს დავაჯერებთ, რომ ჩვენთან ყოფნა უკეთესია, სამწუხაროდ, ეს შორს დგას რეალობიდან. ისინი ჩვენთან ურთიერთობას კი არა, სიტუაციის ნორმალიზებააც არ განიხილავენ“, - აცხადებს პოლიტოლოგი For.ge-სთან საუბრისას.

სოსო ცინცაძის აზრით, დღე აფხაზეთში ძლიერდება ანტირუსული განწყობები და ბუნებრივია, რაულ ხაჯინბას წინააღმდეგაც, რომელიც უფრო ძლიერი რუსული პოლიტიკის გამტარებელია, ვიდრე მისი წინამორბედები, თუმცა აფხაზების ძირითად სურვილს, რუსეთისა და საქართველოსგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვა წარმოადგენს.

„მაქსიმუმი, რაც დღეს აფხაზურ პოლიტიკურ ელიტას წარმოუდგენია, არის საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, როცა სოხუმის ელჩი ზის თბილისში და თბილისისა - სოხუმში. ეს არის აფხაზეთის პოლიტიკური ელიტის დომინირებული პლატფორმა. ნუ გგვგონია, რომ ვინმე გამოჩნდება აფხაზეთში და იტყვის, რომ ჩვენი თავი საქართველოს შემადგენლობაში წარმოგვიდგენიაო. ეს ზღაპარია, განჭვრეტად მომავალში ეს წარმოუდგენელია. ჟურნალისტები და ექპერტები ნუ ავყვებით ამას და დავუტოვოთ ეს თემა პოლიტიკოსებს.

როგორც ჩანს, აფხაზებს გვარაინად უნდა ადინონ ცხვირიდან ძმარი რუსებმა, რომ მიხვდნენ თავიანთ სეპარატიზმს, რათა მერე ოდესღაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენთან უნდა იცხოვრონ. ამას ეხლანდელი თაობა ვერ მოესწრება“, - აცხადებს პოლიტოლოგი და იხსენებს ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გოგა ხაინდრავასთან შეხვედრას, რომელიც გახარებული იყო აფხაზეთში ანქვაბის გამარჯვებით.

„გოგა ხაინდრვა შემხვდა პრეზიდენტის სასახლეში, ლიფტში და გახარებული იყო, რომ ანქვაბი იმარჯვებდა საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ, რომ ანქვაბს ცოლი ქართველი ჰყავდა და აფხაზებს საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნებდა. შევეცადოთ, რომ ილუზიებიგან გავთავისუფლდეთ, დღეს აფხაზეთსა და ცხინვალში პროქართული ძალა არ არსებობს და ეს არის მწარე რეალობა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.