17 ოქტომბერს, ნაციონალურმა მოძრაობამ სრულიად საქართველოს მოუწოდა მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილიყვნენ და `გაზპრომთან ყოველწლიურიმოლაპარაკებები გაეპროტესტებინათ. მათი აზრით, გაზპრომთან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმება ( ხელშეკრულება 25 წელია არსებობს და ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობისასაც ახლდებოდა ყოველწლიურად) სამშობლოს ღალატია და ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობა ადრე თუ გვიან ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება.
ბოლო დროს ნაციონალები თითქოს ტრადიციად ცდილობენ იმის დამკვიდრებას, რომ რასაც თავად აკეთებდნენ მალულად თუ ხილულად, ეს ყველაფერი მოქმედ ხელისუფლებას “ ჩამოკიდონ” თვითონ კი პოლიტიკური გულმავიწყობის რეჟიმში მშვენივრად გრძნობენ თავს.
საქართველოსთვის აპოკალიფსი იწინასწარმეტყველონ - ეს მათი საყვარელი პოლიტიკური გასართობი გახდა.
არადა, მოლაპარაკება და ალტერნატიული გზების ძიება, იაფი ენერგომატარებლების ქვეყენაში მოზიდვა ( დივერსიფიკაცია---დამატებითი მომწოდებლების მოზიდვა და არა არსებული ერთის სხვა ერთით ჩანაცვლებაა) რომელ ნორმალურ მოქალაქეს ან პოლიტიკოსს უნდა ეწყინოს?
აქციაზე "არა გაზპრომს" საბოლოო ჯამში მხოლოდ ნაციონალების ცნობადი სახეები მივიდნენ, 2 საათი ერთმანეთს ებაასნენ და დაიშალნენ.
მათ ამ შოუს ლაიტმოტივად გასდევს ეს დღეებია ერთადერთი მესიჯი - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთი იყო მტერი და მასთან ზურგით ვიდექითო.
დავუშვატ დაგვავიწყდა მათი ცნობილი ფრაზა რომ -რუსულ ფულს სუნი არ აქვს, დაუშვათ არც რუსეთზე მიყიდული ობიექტები ახსოვს ქვეყნის მოსახლეობას,მაგრამ...
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2007 წლის 29 აგვისტოს საინტერესო ხელშეკრულება დაიდო "საქართველოს ნავთობისა და გაზისკორპორაციასა" და სს "ენერჯი ინვესტს" შორის. "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხეთაგური იყო, "ენერჯი ინვესტის" შეფი კი გენო მალაზონია. ჩვენი ინფორმაციით, ამ ხელშეკრულებით, "ენერჯი ინვესტმა" ვალდებულება აიღო სახელმწიფოსთვისდაახლოებით 350 მილიონი კუბური ბუნებრივი აირი მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი ათას კუბურზე 170 დოლარი მიეღო. თითქოს ჩვეულებრივი გარიგებაა,რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი - თავად "ენერჯი ინვესტი" გაზს 150 დოლარად... რუსული "გაზპრომისგან" ყიდულობდა.
რა გამოდის?! 2006 წლის აფეთქებისა და რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ხელისუფლება ისევ რუსულ კომპანიას დაუკავშირდა დაგაზს ისევ მისგან იღებდა შუამავლის საშალებით, რომ მოსახლეობისთვის გაზპრომთან ურთიერტობა დაემალა.და ეს იმ აგრესიული პროპაგანდის ფონზე როცა ყველა გაჰკიოდა რუსეთის არაფერი გვინდა და თუნდაც სამხედრო აგრესია დაიწყოს მაგისთვისაც მზად ვართო!.
ამ დროს კი კულუარებში ხელს აწერდნენ ისეთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც პიარით და პროპაგანდით მოტყუებული მოსახლეობა ისევ`გაზპრომის გაზზე იჯდა. რა საჭირო იყო ამ ცირკის მოწყობა? ერთი ის რომ მტრის მიმართ მუდმივად შენთებული სამოქალაქო განწყობას ინარჩუნებდნენ და ხალხში არსებულ აგრესიას ტავიანთ მიქარვებზე და უპასუხისმგებლობაზე საჭირო კალაპოტში მიმართვადნენ და მეორე - ფული! ამ მახინაციით ნაციონალური ელიტა წესთ უკმაყოფილო ვერ დარჩებოდა.
გვახსოვს ყველას, ვანო მერაბიშვილმა რომ თქვა საპარლამენტო ტრიბუნიდან:
"ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინვესტორს და ნებისმიერ კაპიტალს, მათ შორის რუსულსაც, თუ ის ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ მოხარული ვართ,რომ საქართველოში ინვესტიციების შემოსვლისა და განთვასების თავისუფალი გარემოა. ქვეყნაში ბვერი რუსული კომპანია ოპერირებს, რომელთა 80%-ირუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიებია. რუსულ ფულს სუნი არ უდის"...
არადა, პირველად გაზსადენის "გაზპრომზე" მიყიდვის თემა კახა ბენდუქიძემ ახსენა. მინისტრი ბენდუქიძე მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას დაჟინებითმოითხოვდა. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან მთავრობა დაარწმუნა, რომ მაგისტრალური გაზსადენი უნდა გაყიდულიყო. მყიდველი კი, რათქმა უნდა, "გაზპრომი" იქნებოდა. "გაზპრომი" გაზსადენში 300 მილიონი დოლარის გადახდასა აპირებდა, თუმცა, თბილისში ამერიკის ყოფილიპრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ ამ საკითხზე სიტყვა აღარავის დაუძრავს. ბენდუქიძე ამტკიცებდა, რომ მაგისტრალური გაზსადენისრეაბილიტაცია დიდ თანხას საჭიროებდა, რისი გაღებაც საქართველოს მწირ ბიუჯეტს არ შეეძლო. რეაბილიტაციისთვის ბუშმა ხელისუფლებას მილიონები აჩუქა და ამით გააჩუმა. მაგისტრალის გაყიდვაც რამდენიმე წლით გადაიდო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მაშინ, როდესაც ექსპერტებიასაბუთებდნენ, რომ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის შემთხვევაში, შესაძლოა, "შაჰ-დენიზის" გაზსადენს პრობლემები შექმნოდა, ეკონომიკის მინისტრმაკახა ბენდუქიძემ ამ საკითხზე თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა და განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია შაჰ-დენიზის გაზსადენი.
რა გამოდის? მთავარი იყო ინვესტიცია და არა ის, ვის ან რას მივყიდდით-- მუდამ ნაციონალების ისტაბლიშმენტი იმეორებდა რომ ეკონომიკური ურტიერტობები რუსეთთან სხვაა და პოლიტიკური სხვა!
მაშინ მოსახლეობისგან ყველა ინფორმაციას მალავდნენ ან სატავისოდ ფუტავდნენ, ახლა ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა... გამჭვირვალეა ისიც, რომთურმე გენო მალაზონიას სახელმწიფოსა და `გაზპრომთან~ შუამავლობა უღირდა და სოლიდური თანხა რჩებოდა, თუმცა ახლა იმის შეხსენება, რომმალაზონიას ეს 20-დოლარიანი სხვაობა ძმრად ამოადინეს, ეგებ არც ღირდეს. მაშინ მალაზონია დააპატიმრეს და 60 მილიონი აახიეს. მაშნდელი ტიპიური სიტუაცია, არც კარის ბიზნესმენებს ინდობდნენ როცა ფულის ახევის სურვილი იპყრობდათ…
მთავარი ერთია, რომ მოსახლეობის ზურგსუკან მოლაპარაკებებს ისევ "გაზპრომთან" აწარმოებდა, განცხადებებში კი რუსეთს მიწასთან ასწორებდა, მტერსეძახდა და ამ ყველაფერმა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად ერთ წელიწადში სადამდე მიგვიყვანა, კარგად მოგეხსენებათ.