ნაციონალური ხელისუფლების რუსული ვნებები

ნაციონალური ხელისუფლების რუსული ვნებები

„არა გაზპრომს, `გაზპრომთან მოლაპარაკება სამშობლოს ღალატია“, „რუსული კომპანია საქართველოს უშუქო და ცივ ზამთარს ჰპირდება“ - ამგვარი მოწოდებებით 17 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიასთან ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ ხელისუფლებას სასწრაფოდ შეეწყვიტა ყოველგვარი მოლაპარაკება რუსეთთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსული „გაზპრომი“  საქართველოს გაზს იაფად მისცემდა, გარიგებაზე უარი ეთქვა

ნაციონალები იხსენებდნენ 2006 წელს, როცა მილსადენზე აფეთქება მოხდა და საქართველოში ნავთის გასაყიდ ადგილებში რიგები დადგა, შემდეგ კი ალტერნატიული გზა მოინახა და გაზი აზერბაიჯანიდან წამოვიდა. არადა, ნაციონალებს ერთხელაც არ უხსენებიათ ის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თავადაც არაერთხელ დააპირეს „გაზპრომისთვის“ მილსადენის მიყიდვა. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

2003 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ და „გაზპრომმა“  ხელი მოაწერეს მემორანდუმს 25-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის ადმინისტრაცია მწვავე კრიტიკის ქარცეცეხლში გაეხვა ოპოზიციის მხრიდან, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ეს შეთანხმება საფრთხეს შეუქმნიდა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტს. რაღა თქმა უნდა, იმჟამინდელ ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის წევრები აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ გარიგებით შევარდნაძის ხელისუფლებამ რუსეთთან მონობას მოაწერა ხელი. იმავე წელს ე.წ. „ვარდების რევოლუცია“  მოხდა და ხელისუფლებაში ნაციონალები მოვიდნენ, თუმცა შევარდნაის მთავრობის მიერ დადებული ხელშეკრულება კი არ გააუქმეს, არამედ იმაზე დაიწყეს ფიქრი, როგორ მიეყიდათ მილსადენი `გაზპრომისთვის~ და სამართავად მთლიანად მათთვის გადაეცათ.

„იყო დრო, როცა კაშხლები, “თელასი“ და მსგავსი ტიპის ობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდა და მოსახლეობას არც გაზი და არც ელექტოენერგია მიეწოდებოდა. ქვეყნაში ენერეგეტიკული პრობლემები სწორედ ამ ობიექტების პრივატიზების შემდეგ მოგვარდა. მომავალში შეიძლება, გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზებაც განხორციელდეს, რაც კანონისა და ქვეყნის ინტერესების დაცვით მოხდება“,-ეს განცხადება თავის დროზე პარლამენტარმა ლაშა თორდიამ გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ ობიექტის „სტრატეგიულობაზე“ საუბარი მოძველებული მიდგომაა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინათ ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას დაჟინებით მოითხოვდა. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან მთავრობა დაარწმუნა, რომ მაგისტრალური გაზსადენი უნდა გაყიდულიყო. მყიდველი კი, რა თქმა უნდა, „გაზპრომი“ იქნებოდა. „გაზპრომი“  გაზსადენში 300 მილიონი დოლარის გადახდასა აპირებდა, თუმცა, თბილისში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ ამ საკითხზე სიტყვა აღარავის დაუძრავს. ბენდუქიძე ამტკიცებდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია დიდ თანხას საჭიროებდა, რისი გაღებაც საქართველოს მწირ ბიუჯეტს არ შეეძლო. რეაბილიტაციისთვის ბუშმა ხელისუფლებას  გაორმაგებული რაოდენობის მილიონები აჩუქა, კონტრაქტიც გააფორმებინა , როპმ რამდენიმე წელი არა მარტო საქართველოსთვის , რეგიონისთვის სტრატეგიული მილსადენი არ გაიყიდებოდა და ამით "გადავრჩით". მაგისტრალის გაყიდვა რამდენიმე წლით გადაიდო.

„გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზებაზე დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბრები. ერთადერთი, ვინც ამ თემით შესაძლოა, დაინტერესდეს, რუსეთია. „გაზპრომის“ გარდა, სხვას ვერავის ვხედავ, ვინც მილსადენის შესყიდვით დაინტერესდებოდა. ამიტომაც გაუგებარია, რა მოტივებით ხელმძღვანელობს ჩვენი ხელისუფლება, როცა მილსადენის პრივატიზების აუცილებლობაზე საუბრობს?! ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე წარმოდგენა არ აქვთ. მათთვის ეს სიტყვა ან სრულიად გაუგებარია, ან მხოლოდ გაზისა და შუქის გამართულ მიწოდებას ნიშნავს. გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზება მრავალპარამეტრიანი და რთული თემაა, ამიტომ როდესაც ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები კეთდება, მათ პროცესების შესაძლო განვითარებაზეც უნდა იფიქრონ“,-ეს განცხადება მაშინ გია ხუხაშვილმა გააკეთა და ამის გამო ერის მოღალატედ და ინვესტიციების შემოდინების მოწინააღმდეგედ მონათლეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მაშინ, როდესაც ექსპერტები ასაბუთებდნენ, რომ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის შემთხვევაში, შესაძლოა, „შაჰ-დენიზის“ გაზსადენს პრობლემები შექმნოდა, ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ამ საკითხზე თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა და განაცხადა, რომ `ფეხებზე ჰკიდია შაჰ-დენიზის გაზსადენი“.

2005 წლის დასაწყსში საქართველოს მთავრობამ „გაზპრომს“ ერთობლივი საწარმოს შექმნა შესთავაზა, რომელიც საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია იქნებოდა და მას გაზსადენები მხოლოდ მართვის უფლებით გადაეცემოდა. ქართული მხარის მოსაზრებით, ერთობლივ საწარმოს, გაზსადენების მართვის გარდა, საქართველოს რეგიონებში გაზის სადისტრიბუციო ქსელის შექმნა და რეგიონების გაზმომარაგება დაევალებოდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუშის ჩამოსვლის შემდეგ ამ საკითხზე საუბარი შეწყდა.  თავის მხრივ, „გაზპრომის“  ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ მას საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული მაგისტრალური გაზსადენის ექსპლოატაციისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნა არ აკმაყოფილებდა და მისი მთლიანად, უკიდურეს შემთხვევაში კი ნაწილობრივ შეძენა სურდა.

ამის შემდეგ, ხელისუფლებამ გაზსადენს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი მოუხსნა

იმ  ნუსხიდან ამოიღო, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება.

წინა წლებში ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ხელისუფლება თუ კიდევ მაგისტრალურ გაზსადენს იმ ობიექტების სიიდან ამოიღებდა, რომელიც პრივატიზებას არ ქევემდებარება, არ მეგონა. ჩვენ ისიც არ ვიცით, რას მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა სარკოზთან შეხვედრისას. ამ კანონპროექტის შედეგად, ჩვენ შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელისუფლებამ ჩამოიხსნა ნიღაბი, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას იმ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ცენტრიდან - ბენდუქიძეს თუ ვაშინგტონს. აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონზე უფრო ახლოს ჰყავს ბენდუქიძე, ხოლო ბენდუქიძე ვისი იდეების გამტარებელიცაა, ესეც ცხადია. ავტორებმა ამ კანონპროექტს უწოდეს - გაუმარჯოს მოსკოვს, ვივა პუტინი ,-ეს განცხადება მაშინ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გააკეთა.

მაშინ ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის გაზსადენი, არის ბერკეტი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ისინი ასაბუთებდნენ, რომ ეს მაგისტრალი შეიძლება რუსეთს საკუთარი შეიარაღებული ძალების შემოსაყვანადაც კი გამოეყენებინა, იმის მოტივირებით, რომ იგი საკუთარ ობიექტს იცავდა.

ენერგეტიკის იმჟამინდელი მინისტრი ნიკა გილაური კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ გაზსადენის გაყიდვა იგეგმებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ ნიკას თავში წაუთაქეს (თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გილაურს კახა ბენდუქიძე მთავრობის სხდომებზე ჟურნალისტების თანდასწრებით დებილს ეძახდა) და მან პოზიცია შეცვალა.

„საქართველომ შესაძლოა ისეთი პირობები შესთავაზოს „გაზპრომს“, მათ შორის გაზსადენის საკმაოდ მაღალი ღირებულება და იმპორტირებული რუსული გაზის დაბალი ფასი, რომ რუსეთი არასოდეს დათანხმდება მათზე. უახლოეს პერიოდში ქართული მხარე „გაზპრომს“  წინადადებებს გაუგზავნის გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი გაზის მოწოდების რაოდენობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, საფასური და რუსეთიდან საქართველოს გავლით გაზის სომხეთში ტრანზიტის ღირებულება. ანუ, მოლაპარაკებები რეალურია და არაფერი საგანგაშო არ არის“,-განაცხადა მაშინ გილაურმა.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დეტალებზე საუბრისაგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ. „გაზპრომი“ არ მალავს, რომ კომპანია დაინტერესებულია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვით. საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი იმ გაზსადენსაც შეიცავს, რომლის მეშვეობითაც გაზი საქართველოს რეგიონებს მიეწოდებათ, ასევე გაზსადენსაც, რომლითაც ხდება გაზის ტრანსპორტირება რუსეთიდან სომხეთში. დამკვირვებელთა თქმით, „გაზპრომი“ ძირითადად სატრანზიტო გაზსადენის ხელში ჩაგდებითაა დაინტერესებული“,-ეს სიტყვები 2005 წელს მიხეილ სააკაშვილმა იტალიურ გაზეთ „ლა სტამპას“ უთხრა. მაშინ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავდა მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებას, თუმცა როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხელისუფლებამ ეს პრობლემა `მარტივად გადაჭრა და გაზსადენი ამ ნუსხიდან ამოიღო. როცა ეს მოღალატეობრივი გადაწყვეტილება მიიღეს , ნაციონალების რამდენიმე წევრსაც კი  ა შერცხვა და განაცხადეს, ეს ტექნიკური შეცდომა იყოო, თუმცა ფაქტი ფაქტად დარჩა მაშინდელმა პარლამენტმა ხმების სრული უმრავლესობით ( 5 დეპუტატი იყო მხოლოდ წინაღმდეგი) საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას წერტილი დაუსვა...

- ვფიქრობ, რომ ის ჩამონათვალი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რისი პრივატიზება არ შეიძლება, არ უნდა იყოს დატვირთული საწარმოებით. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი საწარმო, რომელსაც სახელმწიფო უკეთ მართავს, ვიდრე კერძო სექტორი. გამონაკლისები აქ არ არსებობს, რაც უნდა მასშტაბური იყოს ესა თუ ის საწარმო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება კერძო სექტორს, რაც უკავშირდება ბიზნესს, რაც უკავშირდება თუნდაც გაზით მომარაგებას, შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, კანონი ამ ნაწილში არანაირ შეზღუდვას არ უნდა ითვალისწინებდეს. ყოველთვის ძალიან სადავო იყო, თუ რას ნიშნავს „სტრატეგიული ობიექტი“. სად გადის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ობიექტს ენიჭება სტრატეგიულის სტატუსი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ობიექტი ბუნებაში არ არსებობს, რომელსაც სტრატეგიულობის გამო აუცილებლად სახელმწიფო უნდა მართავდეს და ასეთი ობიექტი არც ერთ ქვეყანში არ არის. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმას, თუ ვინ ფლობს მილსადენს. ამიტომაც აქედან გამომდინარე, ამ საფრთხეებსაც ძალიან ხელოვნურად მივიჩნევ,- ასე „გააპრავა" ხელისუფლების მაშინდელი გადაწყვეტილება მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, რა ცინიკურიც არ უნდა იყოს--- ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, პალიკო კუბლაშვილმა.

ცნობისთვის-  2005 წელს საქართველოს სტუმრობდა რუსეთის კომპანია „ევრაზია-ჰოლდინგის“  პრეზიდენტი ალექსანდრ აბრამოვი. მან და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც „ევრაზია-ჰოლდინგმა“  ჭიათურის მარგანეცის საბადოები და „ვარციხეჰესი“ 132 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამით აღტაცება ვერ დაფარა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და, აი, რა განაცხადა:

„მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბატონი აბრამოვი აკეთებს ძალიან სერიოზულ განაცხადს, უპრეცედენტოს სხვა განაცხადებს შორის ინვესტიციების იმ მოცულობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განხორციელდეს როგორც ჭიათურაში, ისე ზესტაფონში“.

იმავე დროს, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, თბილისში გამართულ შეხვედრებზე „ გაზპრომს“ მაგისტრალური გაზსადენებისა და „თბილგაზის“ პრივატიზებაც შესთავაზეს, შესაბამისად, 300 და 100 მილიონ დოლარად. რუსეთის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლებს ფასი არ მოეწონათ და ქართველ პარტნიორებს მისი განახევრება მოსთხოვეს. არადა, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ანალოგიური პროცესების წინააღმდეგ გამოდიოდა ამჟამინდელი ხელისუფლება და შევარდნაძის მთავრობას აკრიტიკებდა. მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობდა, რუსეთს ფასი არ მოსწონდა, ხელისუფლება კი ერთი ყურით რუსულ მხარეს უსმენდა, მეორე ყური დასავლეთისკენ ჰქონდა მიპყრობილი და შემდგომში უკვე აპრობირებული მეთოდის დანერგვაც სწორედ მაშინ დაიწყო.

ამ პროცესების პარალელურად  დაიწყო დივერსიული "ომი". ნაციონალების ინფორმაციით, 2004-2006 წლებში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებულმა პირებმა განახორციელეს აფეთქებების სერია, მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე. თურმე, 2004 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა, დივერსიული ჯგუფი გაანადგურა. სავარაუდოდ ეს ჯგუფი აფეთქებდა ელექტრო გადამცემ ხაზებს.  რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს და განახორციელეს ტერორისტული აქტი გორში 2005 წლის 1 თებერვალს. ასევე 2005-2006 წლებში, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამასხურის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აფეთქება.

აფეთქება გაზსადენზე 2006 წლის ინავარში მოხდა და საქართველო გაზის გარეშე დარჩა. ხელისუფლება ალტერნატიულ გზას ეძებდა და პარალელურად მოსახლეობას თუ დასავლელ პარტნიორებს უმტკიცებდა, რომ რუსეთმა ეს შეგნებულად გააკეთა. მაშინ დახმარების ხელი აზერბაიჯანმა გამოგვიწოდა და მიხეილ სააკაშვილის თამადობით, ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი აცხადებდა, რომ რუსეთთან გაზის თემაზე მოლაპარაკებები აღარ გაიმართებოდა, ხელისუფლება უარს იტყოდა რუსულ გაზზე და ამით თავს დაიზღვევდა სამომავლოდ. გამოდიოდა რომ მოსახლეობა მადლიერი უნდა ყოფილიყო დივერსანტების რომლებმაც ნაციონალური მოძაობას რუსეთისგან პირი აბრუნებინეს და აზერბაიჯანულ გაზს "ჩაგვახუტეს'.

და ბოლოს:

-ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინვესტორს და ნებისმიერ კაპიტალს, მათ შორის რუსულსაც, თუ ის  ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ  საქართველოში ინვესტიციების შემოსვლისა და განთვასების თავისუფალი გარემოა. ქვეყნაში ბვერი რუსული კომპანია ოპერირებს, რომელთა 80%-ი რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიებია. რუსულ ფულს სუნი არ უდის~,-გაგიკვირდებათ და, ეს განცხადება საპარლამენტო ტრიბუნიდან მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გააკეთა.

და ეს მაშინ, როცა უსუნო გაზის და ფულის მეხოტბე ხელისუფლება პარალელურად  დივერსანტებს დასდევდა. არაერთი  სამაგალითოდ წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ, რუსეთის აგენტები, ტერორისტები, დივერსანტები და თუნდაც რუსულად მოსაუბრე ადამიანები  რუსეთთან თანამშრომლობის სახელით გამოკეტეს ციხეებში.

დღეს კი სხვა რეალობა გვაქვს -  გაზპრომთან გეგმიურ მოლაპარაკებებს ნაციონალები ქუჩაში აპროტესტებენ და ცდილობენ არა მარტო მოსახლეობას შეაყარონ თვალებში ანცარი, არამედ თავისი მავნებლური მოღვაწეობაც რუსული თემით მიჩქმალონ და გულუბრყვილო ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მორიგი პროპაგანდისტული სატყუარა "შეტენონ"