“ახალკაცის ცოლმა მიშას, მგონი, ტოლმები აჭამა და მაგიტომაც ჰქონდათ კარგი ურთიერთობა...”

“ახალკაცის ცოლმა მიშას, მგონი, ტოლმები აჭამა და მაგიტომაც ჰქონდათ კარგი ურთიერთობა...”

სპორტსმენები, მსახიობები, მუსიკოსები... ქართული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცნენ - საკანონმდებლო ორგანოსა და თვითმმართველობებში იმ ადამიანებს იხილავთ, ვისაც ადრე ან სტადიონზე ამხნევებდით, ან აპლოდისმენტებით ამკობდით. „ქართული სიტყვავეტერან ფეხბურთელ  მანუჩარ მაჩაიძეს ესაუბრა, რომელიც ბოლო მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრიპატრიოტთა ალიანსიდანგახდა და რომელიც საკრებულოს მუშაობაში, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ აქტიურადაცაა ჩართული:

- 1995-1999 წლებში, პარლამენტის წევრი ვიყავი. მაშინ ჟურნალისტები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ ხოლმე, რას ვაკეთებდი, ხალხს როგორ ვეხმარებოდი... რა გავაკეთე, ჩემო ძმაო?! - როგორ, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ეს უცოდინარი და გაუნათლებელი „ნაციონალები“ უნდა იყვნენ პოლიტიკაში და მე, მანუჩარ მაჩაიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და განათლებული კაცი, მაგას არ ვიმსახურებ, რომ საპარლამენტო ორგანოში ვიყო? ეს ხისთავიანი, გაუნათლებელი „ნაციონალები“, უწიგნურები, „მოქალაქეთა კავშირიც“ მათნაირი გამოშტერებული ხალხით იყო სავსე, მაგათმა გაყიდეს საქართველო, ყველაფერს დედა უტირეს, მრეწველობა დაანგრიეს, ხალხს აშიმშილებდნენ, ქართველების გენოციდი მოაწყვეს და მე არ უნდა ვიყო საკრებულოში?

- თქვენი ძალისხმევით, ბატონო მანუჩარ, დედაქალაქში რა პრობლემა გადაიჭრა, ან რომელი ინიციატივის ავტორი ხართ?

- მარტო ერთი კაცი ვერაფერს გააკეთებს... საკმაოდ აქტიურად ვარ ჩაბმული საკრებულოს მუშაობაში, ჩვენ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი მივიღეთ - კომისიის თავმჯდომარეც ვარ, ვწყვეტთ რაღაც საკითხებს, ხალხისათვის საკეთილდღეოს. იურიდიული კომისიის წევრიც ვარ, იქაც რაღაც ახალ კანონებზე ვმუშაობთ... ასე რომ, ვემსახურები ჩემს ხალხს. გამოსასწორებელი ჯერ კიდევ ბევრია, დღეს საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა მთავარია, ადამიანებს ციხეში არ აწამებენ და არ კლავენ, როგორც წინა ხელისუფლების დროს. ხალხს ქონებას მაინც არავინ ართმევს და არავინ ტანჯავს.

- კი ბატონო, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, ხალხს სიდუხჭირე, ინფლაცია ნაკლებად აწუხებდა. ერთი სიტყვით, ბევრად უკეთესი ეკონომიკური ვითარება იყო...

- კი, გეთანხმებით, თუმცა ვიტყვი, ასე რატომაცაა: დღეს საქართველოში ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. ვერ ვხვდები, რას აკეთებს ეროვნული ბანკი, ალბათ, იქაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუდია დარჩენილი. იმედია, ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება და ხალხი ამოისუნთქებს.

- ბატონო მანუჩარ, რისი თქმა შეგიძლიათ თბილისის საკრებულოს ახალი რეგულაციის შესახებ, რომელიც დაურეგისტრირებელი შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში, პატრონს საჯარიმო გადასახადის გადახდას ავალდებულებს?

- ამ რეგულაციაზე წარმოდგენა არა მაქვს, არ ვიცი, ასეთი კანონი მიიღეს თუ არა...

- ისედაც მძიმე ყოფის ფონზე, ასეთი რეგულაციებით მოქალაქეთა ჯიბეების კიდევ უფრო დაცარიელება რამდენად მართებულია?

- ნამდვილად არაფერი ვიცი ასეთი სახის რეგულაციაზე. ჩვენ, უბრალოდ, უპატრონო ძაღლები ავცერით და სხვა სამუშაოებიც გავწიეთ... უპატრონო ძაღლებს მივხედეთ და ადრინდელთან შედარებით, უკეთესი ვითარებაა. ზემოხსენებული რეგულაციის მომხრე არ ვიქნები, ძალიან მიყვარს ძაღლები, მეც მყავს...

 

ამის შემდეგ, მე და ჩემმა რესპონდენტმააქტიური პოლიტიკიდან“, ფეხბურთზე გადავინაცვლეთ და სფფ- საპრეზიდენტო არჩევნების თემა განვავრცეთ...

 

მანუჩარ მაჩაიძე: - არჩევნების შიდა სამზარეულოს საქმის კურსში არ ვარ. არც არჩევნებზე მივედი და არც იქამდე ჩავრეულვარ არაფერში. ისე, ვფიქრობ, დროა, ფეხბურთის ფედერაცია ახალი ხალხით დაკომპლექტდეს. ის ხალხი, რომელიც 25 წელია, ფეხბურთს ხელმძღვანელობს, წასასვლელია... მათ ფეხბურთი დამარხეს და დაასამარეს! ფაქტია, მსოფლიოში ერთ-ერთ უკანასკნელ პოზიციას ვიკავებთ. სიტუაცია ითხოვს ახალ ძალას და ამ შემთხვევაში, პრეზიდენტობის ყველაზე ოპტიმალური კანდიდატი კობიაშვილი იყო. წარმატებასაც სწორედ მან მიაღწია.

- ანუ, თვლით, რომ ფეხბურთის ფედერაციაში განხორციელებული ცვლილება ქართულ ფეხბურთზე დადებითად აისახება, არა?

- ხალხი, რომელიც აქამდე სფფ-ში მუშაობდა, წასასვლელი იყო... მათ წლები იმუშავეს და ფაქტია, რომ თავიანთ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს. ქართული ფეხბურთი კატასტროფულ მდგომარეობაშია და კანონზომიერია, რომ წასასვლელი წავიდა. ძალაუფლება მემკვიდრეობით არავის გადაეცემა და თუ საქმეს ვერ აკეთებ, უნდა წახვიდე! ახალმა კადრებმა შესაძლებელია, რაღაც შეცვალონ, თუმცა ზუსტად ვერაფერს ვიწინასწარმეტყველებ. მოკლედ, ცვლილება აუცილებელი იყო, დანარჩენი გამოჩნდება.

- არჩევნები ზედმეტად პოლიტიზირებულად ხომ არ მოგეჩვენათ? შეკითხვები არ გაგიჩნდათ?

- ისიც არ ვიცოდი, არჩევნები სად ტარდებოდა, შიდა სამზარეულოში არ ჩავრეულვარ, შესაბამისად, ვერ გეტყვით, რა და როგორ მოხდა. არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, არ ვიცი, იყო თუ არა დელეგატებზე ზეწოლა...

- არჩევნებს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ესწრებოდა, ეს არაფერს ნიშნავს?

- კალაძე ვეტერანი ფეხბურთელია, თანაც კობიაშვილის მეგობარია და მის იქ მისვლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მოკლედ, იქ არ ვყოფილვარ და არც არაფერი მინახავს.

- ამ 25 წლის განმავლობაში, ქართული ფეხბურთის სათავეებთან რატომ არ იყავით?

- რომელიმე მთავრობის რჩეული არასოდეს ვყოფილვარ, ჯერ კიდევ კომუნისტებმა გამომიცხადეს ომი. ძალიან მინდოდა, საფეხბურთო სკოლის გახსნა, მაგრამ “ვარდების რევოლუციამდე” ამის საშუალება არ მომეცა, ბევრ თანამდებობაზე ვიმუშავე, მაგრამ ფეხბურთს არავინ გამაკარა... შემდეგ, როცა მიშა მოვიდა, ეგეც გადამეკიდა, ახალკაცის შვილი დააბრუნა, ისე გამოვიდა, თითქოს დიდ ახალკაცს ვინმე ერჩოდა და მიშამ ყველას ნიშნი მოუგო. ახალკაცის ცოლმა, მგონი, ტოლმები აჭამა და მაგიტომაც ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. „დინამოში“ ყველაზე მეტი მატჩი მე მაქვს გამართული, ყველაზე მეტი გამარჯვების მონაწილე ვარ, მაგრამ რატომ ამომიჩემეს, დღემდე არ ვიცი... „ნაციონალებმა“ ქონება წამართვეს, მავიწროვებდნენ, ქარხნის და რაღაც ობიექტის მფლობელი ვიყავი და ისიც ჩამომართვეს...