რა ინფორმაციები გამოდის „რუსთავი 2“-დან?

რა ინფორმაციები გამოდის „რუსთავი 2“-დან?

ალბათ ყველას გახსოვთ, „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ხალხს რომ მიმართა, ხელისუფლება ტელეკომპანიას ხურავს და სანამ ამას გააკეთებს, მანამ ჩვენ დავხურავთ ხელისუფლებასო. მერე იყო, გვარამიამ „წაშლილი სახით“ რომ მიმართა მაყურებელს და დახმარება სთხოვა, აქაოდა, ხელფასს ვერ ვიღებთ თანამშრომლები და იქნებ, თითოეულმა თქვენგანმა, ჩვენმა მაყურებელმა, ლარი გაიღოს და პურის ფული გვქონდესო. როცა ადამიანს უჭირს, ქართველები სენტიმენტალურები ვხდებით ხოლმე. ნამდვილად ვერგეტყვით, რამდენმა ადამიანმა გაიმეტა „რუსთავი-2“-ის თანამშრომლებისთვის ერთი ან მეტი ლარი, მაგრამფაქტია, რომ ბანკის ანგარიში ტელეკომპანიის ეკრანზე დღემდე ანთია.

ვფიქრობთ, უინტერესო არ უნდა იყოს ის, თუ რა ხელფასი აქვს ნიკა გვარამიას და რამდენს იღებს თვეში ტელეკომპანიის მმართველი. ინფორმაცია, რომელსაც ახლა მოგაწვდით „რუსთავი 2“-დანვეა გამოტანილი. მაშ ასე - ჩვენი მონაცემებით, მაშინ, როცა ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო, ანუ 2013 წლის მხოლოდ თებერვალში, გვარამიამ 12500 ლარი აიღო. ასე გრძელდებოდა 2013 წლის მაისის ჩათვლით, მაგრამ მერე ხომ იცით, როგორ ხდება, საკურორტო სეზონი დაიწყო და გვარამიამ 2013 წლის ივლისში 25 ათას ლარამდე მიიღო.

არ გეგონოთ, რომ მან ბოლომდე ასე გააგრძელა, იმავე წლის აგვისტოში 12500-იან ნიშნულს დაუბრუნდა.

მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, საახალწლოდ, ანუ 2013 წლის დეკემბერში „რუსთავი-2“-ის დირექტორმა 62 500 ლარი აიღო, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ძველით ახალი წელი და შობა ელოდა წინ და იმავე წლის დეკემბერში, აღებულ თანხას 35 073 ლარი მიუმატა, ანუ ერთ თვეში თითქმის ასი ათასი ლარი გამოუვიდა.

გვარამიას ტემპი არც მომდევნო თვეებში დაუკლია და 2014 წელს მისი ჯამაგირი 24-დან 90 ათას ლარამდე მერყეობდა. დიახ, 2014 წლის აგვისტოში გვარამიას ხელფასი 80907 ლარი გახლდათ, თუმცა სექტემბერში აღარ იძუნწა და 45304 ლარს დასჯერდა.

ალბათ ფიქრობთ, რომ 2015, ანუ ტელეკომპანიისთვის ერთი შეხედვით გაჭირვების წელი გვარამიას ჯიბესაც დაეტყო. ნურასუკაცრავად - 2015 წლის იანვარში მისი ხელფასი 62 ათას 691 ლარი გახლდათ, მარტი-53ათასი, აპრილი – 45742, მაისი – 87639, ივნისი – 6510, ივლისი – 16691, აგვისტო – 34493...

მოკლედ, თქვენი გადასაწყვეტია, გადაურიცხავთ თუ არა ტელეკომპანიას ხელფასების დასარიგებლად თანხას.

სხვათა შორის, ტელეკომპანიის განცხადებას დახმარების თაობაზე, „საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსთავი-2“-ის მესვეურები ისევ ცდილობენ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ.

„კონცერტების ჩასატარებელი თანხები აქვს ტელევიზიას და ხელფასების ფულს ხალხისგან ითხოვს?!“-კითხულობს ქალბატონი სალომე და სავსებით სამართლიანადაც, თუმცა...