რუსეთი ოკუპანტია! ოკუპანტთან თანამშრომლობა სირცხვილია!

რუსეთი ოკუპანტია! ოკუპანტთან თანამშრომლობა სირცხვილია!

ჯონდი ბაღათურია: “უკიდურესად არასწორად ჟღერს თქვენი შეკითხვა...”

ჯონდი ბაღათურია მოსკოვიდან კმაყოფილ-ბედნიერი დაბრუნდა და, როგორც თვითონ ამბობს, ახალი ამბავი ჩამოიტანა: თურმე, “გოსდუმისადა კრემლის კულუარებში ახალი გეგმა დაუსახავთ, ანუ რუსებს გადაუწყვეტიათ, ჩამოაყალიბონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთ-საქართველოს სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოამზადებს და საქართველოს თავისდიდ მეგობართანდააბრუნებს... ოქტომბრის ბოლოს, ქართული დასისლიდერი და ნინო ბურჯანაძის თანამოაზრე მოსკოვს კიდევ ერთხელ ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ამ ხელშეკრულების თაობაზე რუსი ხალხის ინფორმირებას მიეძღვნება... მოსკოვში იმყოფება ნინო ბურჯანაძეც და, როგორცქართული დასისლიდერმაქართულ სიტყვასგანუცხადა, რუსულ პოლიტელიტასთან ძალიან სერიოზულ შეხვედრებს მართავს... მოკლედ, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, რუსული მანქანა ახალი ძალითამოიქოქა”.

ჯონდი ბაღათურია: - მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილი ვარ - შევძელით, მოკავშირეობის ხელშეკრულებასა და იმ გეგმებზე გვემსჯელა, რომელიც ამ ხელშეკრულების მომზადებისთვისაა საჭირო. ოქტომბრის ბოლოს, მოსკოვში ჩემი ვიზიტი, ალბათ, კიდევ შედგება. სწორედ ამ დროისთვის იგეგმება ამ ხელშეკრულების საჯარო განხილვაც. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები “გოსდუმაში”... ამის შემდეგ, ვფიქრობ, რუსული საზოგადოების სწორად ინფორმირება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაც მოხერხდება, რაც ამ საკითხის წინსვლას ხელს შეუწყობს. შემდგომი ვიზიტისას, ალბათ, შევთანხმდებით, რომ ჩამოყალიბდეს რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტს ხელს შეუწყობს. ხელშეკრულებაში დეტალურად იქნება დასმული სტრატეგიული საკითხები, მათ შორის, ის თემები, რომლებიც უკვე გავიარეთ. ესაა სამხედრო-პოლიტიკური მოწყობის, ტერიტორიების, უსაფრთხოების თემები, რუსეთის როლი, როგორც შემაკავებელი და სტაბილურობის ფაქტორი კავკასიაში... ასევე, განხილული იქნება საქართველოს ფაქტორი კავკასიაში, რათა ქვეყანამ დამოუკიდებლად განვითარება შეძლოს...

- ყველაფერი ეს რუსეთის ინტერესებში შედის, ბატონო ჯონდი!

- თუ ეს შეთანხმება შედგა, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მთლიანი და ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან დაცული იქნება...

- ამბობთ, ოქტომბერში დიდი კონფერენცია იმართებაო. ამ ღონისძიებაში ის ქართველი პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ, რომლებიც მოსკოვში თქვენამდეც დადიოდნენ?

- არავითარი სხვა ქართველი პოლიტიკოსები. ჩემი ვიზიტი ჩემს და რუსი პოლიტიკოსების მიერ დაიგეგმა. თუ შეთანხმება მოხერხდა და რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, მაშინ საქართველოდან ის სოლიდური პოლიტიკური ლიდერები ჩაერთვებიან, ვისაც შეუძლიათ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ.

- რუსეთში სიარულით, არ გეშინიათ, ის ამომრჩეველიც დაკარგოთ, რომელიც აქამდე გყავდათ? ბურჯანაძის, კუკავას და სხვა რუსეთუმე პოლიტიკოსების გამოცდილებას რატომ არ ითვალისწინებთ?

- პოლიტიკა ძალისმიერი სპორტია და ვისაც უნარი და გამბედაობა არ აქვს, ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ანუ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შიში, მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების, ან აშშ-ისა და ევროპელების კრიტიკა უშლის, მაშინ ასეთი ხალხის ადგილი პოლიტიკაში არაა. ამიტომ, შიში არ მაქვს, თავს ვერ შევიკავებ და უარს ვერ ვიტყვი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ისეთი საუკუნის პოლიტიკური პროცესის წამოწყებაზე, როგორიც რუსეთ-საქართველოს შორის სამოკავშირეო შეთანხმებაა.

- დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ეს ხელშეკრულება გვჭირდება?

- საზოგადოებრივი აზრი ჩემს მხარესაა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს რუსეთთან ურთიერთობის განახლებას უჭერს. აქამდე საზოგადოებას კონკრეტული გეგმა არ მოუსმენია. ახლა ეს გეგმა არსებობს და მოლაპარაკებებიც დაწყებულია.

- ბატონო ჯონდი, რუსეთი ოკუპანტია. ოკუპანტთან თანამშრომლობა კი, მინიმუმ, ღალატის ტოლფასია. საზოგადოებამ მათ მსგავსად, ვინც კრემლში დადის, შესაძლოა, თქვენც მოღალატედ შეგრაცხოთ...

- სხვები არ მაინტერესებს, ბურჯანაძის გარდა, რომელსაც ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა და რომელზეც ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს. მარგინალიზებულმა ხალხმა ესეც ცუდად შეაფასა, თორემ ბურჯანაძე ახლაც მოსკოვში იმყოფება და ძალიან სერიოზული შეხვედრები აქვს. დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ არც ვიცი, ვინ სად დადიოდა.

- სხვებს ამერიკული გრანტების გამო დასცინით და გავიწყდებათ, რომ ფულის გარეშე ის პროექტი, რის შესახებაც საუბრობთ, უბრალოდ, არ განხორციელდება. აკი თქვეს კიდეც, რომ მოსკოვში ფულის გამო წახვედით...

- უკიდურესად არასწორად ჟღერს თქვენი შეკითხვა. სხვა უფრო არგუმენტირებული ტალახი მაინც ისროლონ. მინდა, გითხრათ, რომ მართლაც, ხშირად ხდება, როცა ქართველები ქვეყნის გარეთ სამათხოვროდ დადიან. ზოგი რუსეთში, ზოგი - ვაშინგტონში და ზოგიც - ორივეგან, თუმცა ისიც ვიცი, რომ ჩვენთან უფრო მეტია ის ხალხი, ვინც ფულის სამათხოვროდ ვაშინგტონში დადის.

- ისე, ვინ ხართ, რა სტატუსი გაქვთ, რომ საქართველოს სახელით ლაპარაკობთ?

- მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე ქართულ საზოგადოებასთან გვექნება საუბარი თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ პროექტში, რომელიც უკვე არსებობს, ხელისუფლება არ ჩაერთო და მასში მონაწილეობა თავისი ამერიკული თუ დასავლური შიშების გამო არ მიიღო, მაშინ მანდატს ხალხი მომცემს - იძულებული ვიქნები, დახმარებისთვის ხალხს მივმართო. დაე, მან გადაწყვიტოს. ამაზე თქვენ და თქვენი კოლეგები ნუ ნერვიულობთ. ჯერჯერობით, ჩემი ამომრჩევლის სახელით ვლაპარაკობ, ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამომრჩეველია, რომელიც პირდაპირ მოითხოვს, რომ რუსეთთან ურთიერთობები დალაგდეს. თუკი საქმე საქმეზე მიდგება და ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს, ჩემს კოლეგებთან ერთად, ხალხს მივმართავ. ეს სქემები კარგად გვაქვს მოფიქრებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ხელისუფლება საქმეს აქამდე არ მიიყვანს.  ხელშეკრულების მომზადება ძალიან სერიოზული პროცესია და სოციალურ ქსელში ვიღაც რას წამოიკნავლებს, ამის შიშით საქმე გავაფუჭო, ბოდიში და, არ გამოვა.

- ბატონო ჯონდი, სწორედ სოციალური ქსელია სწორედ ის ხალხი, ვისგანაც მანდატს ითხოვთ. ამ ხალხმა კი, რეფერენდუმზე სხვა პოზიცია გამოხატა. ნამდვილად გჯერათ, რომ რუსეთი ჩვენი მხსნელია თუ ყველაფერი პოლიტიკური თამაშია?

- მართლა გჯერათ, რომ საქართველო ნატოში შევა?
- ცხადია, მჯერა და ისიც ზუსტად ვიცი, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ კეთილი ზრახვები არ აქვს!

- მინდა, გითხრათ, რომ ცდებით. ნორმალური განვითარებისა და მთლიანობის შენარჩუნების ერთადერთი გზა რუსეთთან თანამშრომლობაა. თქვენ ჟურნალისტი ხართ და მიკვირს, მაგრამ პოლიტიკოსებს შემიძლია, ბრალი დავდო დანაშაულში. 90-იან წლებში, როცა სხვა პოლიტიკური ვითარება იყო, მაშინ ნატო-სი შეიძლება, გვჯეროდა, მაგრამ ამ 25 წლის განმავლობაში, ნატო-ნატო-ს ძახილით რაც მოგვივიდა, ვნახეთ - დაიშალა ქვეყანა და ხელში ჩაიგდო უკანონო ხელისუფლებებმა. ამას რომ ვერ ამჩნევთ, ძალიან მიკვირს...

- ბევრ რამეს და, პირველ რიგში, იმას ვამჩნევ, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას!

- ...ამ გზაზე იყო შემაფერხებელი დაბრკოლება. ქართულ საზოგადოებაში კარგად შემზადებული ნიადაგი არ იყო. დღეს ქართველების და რუსების არა მხოლოდ შერიგების, არამედ, ჩვენს შორის საუკუნოვანი, ტრადიციული, ბუნებრივი მოკავშირეობის აღდგენის რეალური შანსია.

- ნუ მაგიჟებთ, ბატონო ჯონდი, რა არის ბუნებრივი მოკავშირეობა, როცა დიდი ქვეყანა გიპყრობს და იძულებულს გხდის, თავის მფარველობაში გამყოფოს? საბჭოთა კავშირის რეანიმაცია გინდათ?

- სამოკავშირეო შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო, ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს. აქ იქნება განხილული რუსეთისა და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები; იქნება მიღწეული შეთანხმება ქვეყნის მთლიანობაზე, უსაფრთხოებაზე, ერთობლივ ანტიტერორისტულ ღონისძიებებზე, ერთობლივ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პროექტებზე. ამ შეთანხმების საფუძველზე, საქართველო და რუსეთიც მიიღებენ გარანტიებს, რომ არც ერთი სახელმწიფოს ტერიტორია არასდროს არავისგან არ იქნება დარღვეული. მეგობრობა და თანადგომა ქართველებმა და რუსებმა რომ იციან, ასეთი ისტორიას არ ახსოვს.

- რუსეთმა მეგობრულად დაგვაყარა და ჩვენი ტერიტორიებიც მეგობრულად დაგვატოვებინა. ეს თქვენი ხელშეკრულება ერთმნიშვნელოვნად იმას გულისხმობს, რომ ცივილურ ღირებულებებსა და ცივილიზაციაზე უარი ვთქვათ!

- დასავლური ღირებულებები ქართული ღირებულებები არაა, არავინ უნდა შემოგვტენოს დასავლური ლიბერალური ღირებულებები, თანაც ძალადობრივად. რაც შეეხება დასავლეთზე უარის თქმას, უარი არ უნდა ვთქვათ. უნდა შევინარჩუნოთ პარტნიორული ურთიერთობები აშშ-სა და ყველასთან, განსაკუთრებით კავკასიელ მეზობლებთან, მაგრამ მოკავშირე უნდა იყოს რუსეთი. რატომ გაქვთ ასეთი რადიკალური შეხედულება და რატომ უყურებთ საკითხს, რომ თუ რუსეთთან პარტნიორობა აღდგა, აშშ-ის მტერი უნდა გავხდეთ?

- ბატონო ჯონდი, რუსეთი ოკუპანტია, -------! ამბობთ, რუსეთის მომხრეები საქართველოში ბევრნი არიანო, თუმცა პრეზიდენტის რეზიდენციასთან 150-კაციანი აქცია გამართეს...

- ამ საკითხზე ინფორმირებული არ ვარ...

P.S. რუსეთი ოკუპანტია, ოკუპანტთან თანამშრომლობა კი, დიახ, სამარადჟამო სირცხვილია! ასევე, სირცხვილია, როცა რუსეთს, რომელმაც ქვეყანა მოგტაცა, რომელმაც ათასობით თანამოძმე მოგიკლა და გაგიუბედურა, ისე უყურებ, როგორც ერთადერთ მხსნელსა და ქვეყნის გამაერთიანებელს!

მოკლედ, რუსეთი ოკუპანტია!