ამერიკამ საქართველოში არჩევნების გასაყალბებლად 90 მილიონი დოლარი გამოყო?

ამერიკამ საქართველოში არჩევნების გასაყალბებლად 90 მილიონი დოლარი გამოყო?

მართალია, საპარლამენტო არჩევნები ჯერ “ბუზისტოლადაც არ ჩანს”, მაგრამ ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხელისუფლება ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს და არჩევნებს გააყალბებს. მეტიც, “ანტინაციონალების” ერთი ფრთა ამტკიცებს, ამერიკიდან გამოგზავნილი თანხები სწორედ არჩევნების გაყალბებას ემსახურებაო. “ქართულ სიტყვას” “ლეიბორისტული პარტიის” იდეოლოგიური მდივანი სოსო შატბერაშვილი ესაუბრა:

აშშ-ს საქართველოში არჩევნების გასაყალბებლად არაერთხელ გამოუგზავნია ფული და არც აქაური ხელისუფლების დასამხობად დაუხევია უკან. გავიხსენოთ თუნდაც ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ, სადაც ამბობდა, მე აშშ-ს ადმინისტრაციამ დამამხოო. შემდეგ. სოროსმა საქართველოში 600 მილიონი დოლარი გადმორიცხა, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ეს სოროსის ფული იყო. ეს გახლდათ ბუშის ადმინისტრაციის ფული, მას პირდაპირ არ შეეძლო ამხელა თანხის გადმორიცხვა და ეს ოპერაცია საერთაშორისო თაღლითის, ანუ სოროსის მეშვეობით განახორციელა. შემდეგშიც არაერთხელ გადმოირიცხა ფული დემოკრატიის გასაძლიერებლად, ეკონომიკის განსავითარებლად, სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სიღარიბესთან საბრძლველად, მაგრამ ამ მთავრობას ეს თანხა დანიშნულებისამებრ არასოდეს გამოუყენებია. ყველაფერი არჩევნების გაყალბებასა და სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებას ხმარდებოდა.

ბატონო სოსო, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, 2012-2013 წლების არჩევნებში საქართველოში ხელისუფლების სრულყოფილი და დემოკრატიული გადაცემა უნდა მოხდესო...
- როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაცია არ ადგას ბუშის ადმინისტრაციის გზას და რეალისტურად აზროვნებს. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას არაერთხელ მივწერეთ წერილი და გავაფრთხილეთ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ამერიკის იმიჯს მიწასთან მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ კავკასიაში ასწორებს.

თავიდან არ გვიჯერებდნენ, მერე კი, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ანტიამერიკული განწყობა, რომელიც ჩვენთან უკვე გაღვივებულია, სააკაშვილისა და მისი ბანდის დამსახურებაა. გვეუბნებიან, უნდა ვიყოთ პროდასავლელები და პროამერიკელებიო, მაგრამ თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფილმებს, გვინდა თუ არა, სუბტიტრებით უნდა ვუყუროთ ინგლისური ენის შესწავლის მიზნით, ეს სიბრიყვეა! ინგლისური ენის შესწავლა საჭიროა, მაგრამ ამასაც ნებაყოფლობითი ფორმა უნდა ჰქონდეს. თუ პროდასავლურობა ისაა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოვითხოვო, მაშინ არ მინდა ასეთი პროდასავლურობა. მავანნი ცდილობენ, საქართველოში ისე ამოიძირკვონ დედისა და მამის მნიშვნელობა, როგორც ამერიკაშია. ამერიკაში ბავშვი გამზრდელებს მშობელ ¹1-სა და ¹2-ს უწოდებს, რადგან ერთსქესიანი ქორწინების დროს ბავშვს უხერხულობა ექმნება და არ იცის, რომელს დაარქვას დედა და მამა. თუ პროამერიკელობა იმას ნიშნვს, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არსებობდეს, გაყალბებელი არჩევნები ტარდებოდეს და არჩევანის უფლებას მართმევდე, მაშინ ამერიკა არ მინდა! ამასთან, “ანტინატოური” განწყობილებაც დამკვიდრდა, რასაც კარგად ხედავენ აშშ-ს ხელისუფლებაში. ამასწინათ, ნათელაშვილის ამერიკაში ვიზიტისას, კიდევ ერთხელ გადაეცა ამერიკის ხელისუფლებას ჩვენი მოსაზრებები და, როგორც ჩანს, კლინტონის განცხადებაც სწორედ ამის შედეგია.

ისე, რამდენიმე წლის წინ სააკაშვილი ნობელის პრემიაზე სწორედ ჰილარი კლინტონმა წარადგინა...…
- ნობელის პრემიაზე ჰილარიმ კი არა, მგონი, მისმა მეუღლემ, ბილ კლინტონმა წარადგინა. მაშინ ამერიკა სააკაშვილს “დემოკრატიის ოაზისს” ეძახდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ამჟამად ამერიკა ჩართულია ერაყის, ავღანეთის, ლიბიის ომში, სადაც საზარბაზნე ხორცად იყენებენ ჩვენს ახალგაზრდებს, რა ენაღვლება სააკაშვილს? ის ჩვენი ბიჭების სისხლის ფასად ცდილობს, რომ ამერიკას კუდი უქიცინოს, მაგრამ სააკაშვილის წყალობით, ამერიკის ხელისუფლებამ საქართველოში სრული კრახი განიცადა. მართალია, ამერიკას სააკაშვილის იმედი აღარ აქვს, მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა.

კერძოდ?
- მიხეილ სააკაშვილმა, გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ, გიგა ბოკერიამ და მათმა “შაიკამ” ამერიკაში დიდი პროპაგანდისტული ომი წარმოიწყეს “ლეიბორისტული პარტიის” წინააღმდეგ და წლების განმავლობაში უმტკიცებდნენ ამერიკულ ისტებლიშმენტს, თუ “ლეიბორისტული პარტია” მოვა ხელისუფლებაში, ჩვენ მკვეთრად რუსულ ორიენტაციას დავადგებოდითო. პარალელურად, რუსეთში ეწეოდნენ პროპაგანდას, რომ თუ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, დავადგებოდით მკვეთრად ამერიკულ გზას. ეს აზრი ისე მყარად გაჯდა ამერიკულ ისტაბლიშმენტში, ჰგონიათ, ხელისუფლებაში “ლეიბორისტები”, ბურჯანაძე, “ქართული პარტია” ან “ეროვნული ფორუმი” რომ მოვიდეს, საქართველოში პროამერიკული კურსი აღარ გაგრძელდება, თუმცა ბოლო დროს ამერიკას სააკაშვილზე ხელი აქვს აღებული.

თუკი მიხვდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა, გრანტებსა და სხვადასხვა სახის დახმარებებს რატომღა გავძლევენ?
- 90 მილიონი, რომელსაც ამერიკის მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში გამოგვიყოფს, იმ პროექტის ნაწილია, რომელიც ამერიკულმა ინსტიტუტებმა 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” დაფინანსებით დაიწყეს და რომელიც მიზნად საქართველოს მონურ კოლონიად ჩამოყალიბებას ისახავს. 90 მილიონი დოლარი, რომელზეც ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საუბრობდა და რომელიც ვითომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას უნდა მოხმარდეს, რეალურად არჩევნების გაყალბებას, ლაქია პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებასა და ეროვნული პოლიტიკური ძალის, ანუ  “ლეიბორისტული პარტიის” ხელისუფლებაში მოსვლის არდაშვებას ისახავს მიზნად! ისე, როცა ხელისუფლება პრორუსებს გევძახის, მას კრემლის აპოლოგეტის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგის, დუბინის განცხადებას გავახსენებ, რომელმაც ამასწინათ თქვა, ჩვენ ყველაზე მეტად გვაწყობს ხელისუფლებაში შალვა ნათელაშვილის მოსვლაო და როცა შეეკითხნენ რატომო, უპასუხა, ის არც პრორუსია და არც - პროამერიკელიო.

რუსეთმა კარგად იცის, რომ პრორუსული ორიენტაციის პიროვნება საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვა, ის არჩევენ ისეთს, რომელიც იქნება ნეიტრალური. ამერიკას უნდა, რომ აქ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს, გრანტებსაც ამიტომ ვღებულობთ, მაგრამ სინამდვილეში, ეს ფული არამიზნობრივად იხარჯება და ხმარდება არჩევნების გაყალბებას. ამერიკული დახმარებები რომ არა, ეს ხელისუფლება ყოველგვარი რევოლუციებისა და აქციების გარეშე, სამ თვეში დაეცემოდა.

ამასწინათ, სააკაშვილმა საზოგადოებასახარა”, საგარეო ვალები 2021 წლამდე გადავავადეთო. თქვენი გამოთვლით, პროცენტების გარდა, 2021 წელს რამდენი მილიონი დოლარი გვექნება გადასახდელი?
- როცა სააკაშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მერე ნახეთ, რა მოგველის - დაიწყება არმაგედონი საქართველოში?! ვალების ამოღების პროცესი მტკივნეული იქნება! ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღეს კისერზე გილიოტინასავით გვაწვება!

ბატონო სოსო, არაერთხელ გამოთქვით პროტესტი ებრაელი ბიზნესმენების დაპატიმრების გამო და სააკაშვილი ანტისემიტიზმში ამხილეთ. პარალელურად, “ლეიბორისტულმა პარტიამდავიტ კეზერაშვილის კუთვნილ სავაჭრო ცენტრთან აქცია გამართა და თავდაცვის ექსმინისტრს საკუთრების ჩამორთმევით დაემუქრეთ. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ქართველილეიბორისტებისკამპანიას რუსულ-ებრაული გამოცემა ზრუს- ისრაელის მოქალაქეებზენადირობადაფასებს...
- ძალიან მეცოდება ჩვენგან დევნილი დავით კეზერაშვილი. თურმე, შევავიწროვეთ, ვდევნით, ამოვუღეთ უცხოეთის ბანკებიდან ნაძარცვი ფული, რომელიც თავდაცვის მინისტრობის დროს იშოვა. ასევე, უამრავი ფული მოიპარა ფინანსური პოლიციის ხელმძვანელობის დროს. ეს კიდევ არაფერი, აგვისტოს ომი წააგო. ჩვენ ებრაელი ბიზნესმენების ინტერესებს ვიცავთ, მაგრამ ბანდიტ კეზერაშვილს დაცვა, მართლაც, არ სჭირდება და როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, საკადრის სასჯელს მივუსჯით!

როცა ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, კეზერაშვილი მამა თვეში ერთხელ გადიოდა საქართველოდან, ჩემოდნით გაჰქონდა ფული თბილისი-თელ-ავივის რეისით და შეჰქონდა დოლარები ისრაელის ბანკში. ისრაელის “ხსნისა და განვითარების ფონდში” თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 2008 წლის აგვსიტოს ომში დაღუპულთა ოჯახების კუთვნილი მილიონები შეიტანა. დღეს კეზერაშვილი თანამდებობაზე არაა, მაგრამ სამაგიეროდ, უზარმაზარ ბიზნეს-ობიექტებს ფლობს. ჩვენ არანაირი ანტისემიტები არ ვართ და ეს ძალიან კარგად იციან ქართველმა ებრაელობამ. ამიტომ, ვინც ეს სტატია დაწერა, როგორც ჩანს, კეზერაშვილისგან აიღო ფული.

ისე, სააკაშვილმა იმდენი გააკეთა, რომ ჩვენი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ლაფში ამოსვარა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ებრაელი ბიზნესმენები უკვე შევიდნენ ინვესტიციებით აფხაზეთში. ისრაელის ხელისუფლება კი, აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხს განიხილავს.  ებრაელი ბიზნესმენები რომ მართლა დამნაშავეები იყვნენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მათ არ მოინახულებდა და არ უსურვებდა მალე გათავისუფლებას?!Eეს პირდაპირი გზავნილი იყო საქართველოს საპატრიარქოდან, რომ საააკაშვილს გაეთავისუფლებინა სრულიად უდანაშაულო ებრაელი ბიზნესმენები... ჩვენ, ასევე, დავადანაშაულეთ გიორგი ბარამიძე, ცეზარ ჩოჩელსაც ვადანაშაულებთ კორუფციაში. ამის გამო რაღას დაგვაბრალებენ, ესეც ანტისემიტური გამოხტომაა?

სხვათა შორის, ცეზარ ჩოჩელის სახლთან აქცია გატყავებული ცხვრისთანხლებითგამართეთ. ამის გამოლეიბორისტებიშესაძლოა, ცხოველთა უფლებების დარღვევაშიც დაგადანაშაულონ...
- გატყვავებული ცხვარი იმის სიმბოლოდ მივიტანეთ ჩოჩელის სახლთან, თუ როგორ გაატყავა ამ ოლიგარქმა მცხეთა-მთაინეთის რეგიონი. ისე, უპრიანი იქნება, ამ ხელისუფლებამ ჯერ ადამიანების უფლებების დაცვაზე იზრუნოს და მერე ცხოველებსაც მოევლება. საერთოდ, ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხელისუფლება ანომალიურად თვლის. მაგალითად, გავმართავთ ბრიფინგს და დემოკრატიას მოვითხოვთ, მაშინვე რუსული ინტერესების დაცვაში დაგვადანაშაულებს; გავმართავთ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან მიტინგს და ამით, თურმე, პუტინის საქმეს ვაკეთებთ, რადან ამას აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში გვითვლიან; გავმართავთ ვენაში, ეუთო-ს შენობის წინ აქციას და ამასაც რუსულ საქმედ გვითვლიან. ხან რუსეთის “შპიონებად”, ხან ანტისემიტებად, ხან ცხოველთა უფლებების დამრღვევებად გვნათლავენ, მაგრამ ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და ძაღლებმა იყეფონ, რამდენიც უნდათ.