“უგულავას საქმე” - ნაციონალები მათივე გათხრილ ორმოში აღმოჩნდნენ

“უგულავას საქმე” - ნაციონალები მათივე გათხრილ ორმოში აღმოჩნდნენ

გიგი უგულავაზე "ნაციონალური მოძრაობის" უპრეცენდენტო ისტერიასაც და ყოფილი მერის გამოშვებით საზოგადოების ასევე უპრეცენდენტო აღშფოთებას ხელისუფლებამ ტრადიციული სიმშვიდით უპასუხა.

სააკაშვილის მსგავსად არავის უცდია საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა და მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობს ნაციონალთა რეჟიმის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, გადაწყვეტილება აღსრულებულ იქნა - გიგი უგულავა გამოუშვეს. თუმცა ისევ კონსტიტუციის და კანონის თანახმად, სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა და უგულავა ციხეს დაუბრუნდა. ნაციონალებს გათვლილი ქონდათ, რომ ხელისუფლება მათ მსგავსად მოიქცეოდა და არ გამოუშვებდა უგულავას, რის შემდეგაც მას მონათლავდნენ “პოლიტიტპატიმრად” და მეგობარი ტელეარხების მეშვეობით დაიწყებნენ ისტერიის გაღვივებას. ამ დღეს ნაციონალური მოძრაობა როგორც ჩანს გულმოდგინედ ამზადებდა, რადგან უგულავას 9 თვიანი პერიოდი მაქსიმაულად იქნა გაწელილი თავად უგულავას მეგობრების მხრიდან. თუმცა საბოლოოდ ასე გულმოდგინედ მომზადებული “ტრიუმფალური რევანში” ნაციონალებს კოლაფსად ექცათ. უგულავას “პოლიტპატიმრობა” არ შედგა, მას მოუწია ციხეში შებრუნება, ნაციონალებმა ვერ მოახერხეს მომხეების მოძებნა და ვერც უცხოეთის შეშფოთება.  რა მოიგო ნაციონალურმა მოძრაობამ? თუ არ ჩავთვლით უგულავას რამდენიმე საათიან გასეირნებას თავისუფლებაზე, მეტი არც არაფერი. სამაგოეროდ ზარალი ბევრად მეტი გამოვიდა: უგულავა ისევ ციხეშია, გამოჩნდა რომ ნაციონალებს მხარდამჭერები არ ყავთ, გამოჩნდა რომ ხელისუფლება ძლიერია, უგულავას მხარდამჭერთა აგრესიამ ხალხს კვლავ გაახსენა სააკაშვილის პერიოდი და ისევ უმთავრესი გახდა კითხვა - რატომ უთმენს ხელისუფლება ნაციონალებს? მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან კითხვა სავსებით ლეგიტიმურად ჟღერს, ხელისუფლება მაინც სწორად მოიქცა, როცა არც კონსტიტუცია დაარღვია და არც ბრალდებული გამოუშვა გარეთ. მართალია უგულავას ციხეში შებრუნებამდესაათების განმავლობაში ხელისუფლებას თავს დაატყდა მოსახლეობის უპრეცენდენტო რისხვა - როგორ დაუშვით უგულავას გამოშვებაო! მაგრამ ეს რისხვა მალევე შეიცვალა კმაყოფილებით.

ბუნებრივია საზოგადოებას აბნევს ხელისუფლების ტაქტიკა, სიჩუმე, მწირი კომენტარები და ა.შ. მაგრამ არის თემები, რომლების გაპიარებაც არანაირად არ არის გამართლებული. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციაც, რომელმაც მოგვიანებით გამოჟონა - არსებობდა გეგმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ თუ უგულავას გამოუშვებდნენ, ის სასწრაფოდ უნდა გაეპარებინათ საქართველოდან უკრაინაში. არსებობდა რამდენიმე მარშრუტიც, მათ შორის ერთ-ერთი ანაკლიიდან. თუმცა ფაქტია, რომ უგულავა ციხეშია, შესაბამისად მისი გაპარება ვერ მოხერხდა და ეს სპეცსამსახურების გამართული მუშაობის შედეგია.

თუმცა თავად საზოგადოების პრეტენზიებიც აქტუალურია. რთულია აუხსნა მოსახლეობას თუ რატომ მართავს საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა, რატომ დაარბენინებს ის დანარჩენ მოსამართლეებს ნაციონალების გეგმის განსახორციელებლად და რატომ არღვევინებს კონსტიტუცია? რატომ არ არის დღემდე ნაპოვნი და განსასჯელთა სკამზე დასმული ზურაბ ადეიშვილი, რატომ ვერ მოხერხდა კეზერაშვილის პასუხისგებაში მიცემა და ბოლოს, როდის მოახერხებს ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოყვანას? ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, მანამდე კი ფაქტია, რომ ნაციონალებმა მათივე გათხრილ ორმოში ამოყვეს თავი და მთელ ქვეყანას დაუმტკიცეს, რომ ყოველდღიურად სუსტდებიან და კარგავენ ფორმას.