გურჯაანში გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი აშკარა აგრესიით გამოირჩეოდა. ისინი სამართალდამცავებზეც იწევდნენ და ზოგადად, მაქსიმალურად ცდილობდნენ სიტუაცია დაეძაბათ. შედეგად, დავინტერესდით, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და კახელმა გლეხებმა ყველა მათგანი ამოიცნეს. უფრო მეტიც, გაირკვა, რომ არცერთ მათგანს ვენახი უბრალოდ არ აქვს. მაშ ასე:
გია შუშტაკაშვილი - თავის დროზე მუშაობდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, შესყიდვების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. შუშტაკაშვილი ამჟამადაც არის, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი და რაც მთავარია, მას ვენახი არ გააჩნია.
ზვიადი დუშმანაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახლავთ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და ამავე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 14 სექტემბერს ისიც იმყოფებოდა გურჯაანში გამართულ მევენახეების საპროტესტო აქციაზე და ყურძნის ფასს აპროტესტებდა და ეს მაშინ, როცა საკუთარი ვენახი უბრალოდ არ გააჩნია.
ვალერი ბერიძე დუშმანაშვილის კოლეგაა და ისიც ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". 14 სექტემბერს "უკმაყოფილოთა" ფლანგს ისიც ამაგრებდა და... ვენახი არც მას არ აქვს.
ნიკა ნოზაძე 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს კენჭს იყრიდა პარტია "ენმ"-დან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე. 14 სექტემბერს, იმყოფებოდა გურჯაანში გამართულ მევენახეების საპროტესტო აქციაზე და აპროტესტებდა იმას, რაც არ აქვს - ვენახი და შესაბამისად ყურძენი.
გურამ კაკალაშვილი ნაც. მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. კაკალაშვილი ამჟამად არის პარტია ,"ენმ"-ს ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. როგორც ჩანს, კაკალაშვილს მუშაობა დიდად არ უყვარს და ვენახისმაგვარი არაფერი აბადია.
აქციაზე მყოფი ალიხან ალაზოვი 2005-2013 წლებში მუშაობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. კაბალის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად. ალაზოვიც იმყოფებოდა გურჯაანში გამართულ მევენახეების საპროტესტო აქციაზე და.. ვენახი მასაც არ გააჩნია.
თემურ ბუწაშვილი დღემდე არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია "ქრისტიან კონსერვატორების" წევრი. აღნიშნული პიროვნებაც იმყოფებოდა, გურჯაანში გამართულ მევენახეების საპროტესტო აქციაზე. მეგობრების მსგავსად, ვენახი არც მას აქვს.
ეთერ კორკოტაშვილი ალბათ ყველამ იხილა, პოლიციის მიერ დაკავებულ პიროვნებას რომ უტევდა, აქაოდა გიორგი ღვინიაშვილზე ხელი როგორ აწიეო. ქალბატონი ეთერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მუშაობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტის თანამდებობაზე. კორკოტაშვილი ამჟამადაც არის პარტიის გურჯაანის ორგანიზაციის სოფელ კარდენახის კოორდინატორი. ქალბატონი ეთერიც ვენახის გარეშეა, სამაგიეროდ, დეპუტატ ღვინიაშვილს თამამად შეუძლია პირად დაცვაში აიყვანოს.
ალექსანდრე კახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის მოადგილედ მუშაობდა. ამჟამად იგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი და გიორგი ღვინიაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი გახლავთ. ვაზი არც მას აქვს, მაგრამ აქვს ღვინიაშვილის ნდობა და ეს ხომ უნდა გაამართლოს?!