"ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მიხედვით პრეზიდენტი საკუთარი ხელფასით მე-9, პრემიერ-მინისტრი მე-18, ხოლო დეპუტატები 135-ე ადგილზე არიან. 143 სახის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, პირველ ადგილს 16 537-ლარიანი ხელფასით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იკავებს, ხოლო ბოლო ადგილზე, 1750-ლარიანი ხელფასით ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილეა", - წერს გაზეთი "ალია"სტატიაში სათაურით აი, სად მიდის ჩვენი გადასახადები, ხალხო, აი, რამხელა ხელფასებს იღებენ ჩინოვინიკები ჩვენი ჯიბეებიდან!!!
"მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მიხედვით, ასეთი რიგითობით შეიძლება დალაგდეს: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - 16 537 ლარი; კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 4 წევრის თანამდებობრივი სარგოებია - 16 338 ლარი, ორი 14 149 ლარი, 15 842 და 14886 ლარი; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - 12 633 ლარი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - 12 500 ლარი; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ორი წევრი - 11 900 ლარი; საქართველოს პრეზიდენტი - 6 900 ლარი; ეროვნული ბანკის საბჭოს ექვსი წევრი - 6 500 (სულ 39 000) ლარი; უზენაესი სასამართლოს 18 მოსამართლე - 6 000 (სულ 108 000) ლარი; საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე - 6 000 (სულ 54 000) ლარი; გენერალური აუდიტორი - 5 950 ლარი; მისი პირველი მოადგილე 5 600 ლარი; გენერალური აუდიტორის 3 მოადგილე 5 500 (სულ 16 500) ლარი; სააპელაციო სასამართლოს 26 მოსამართლე 5 000 (სულ 130 000) ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - 4 800 ლარი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი - 4 250 ლარი; ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე - 4 030 ლარი; ცესკოს მდივანი - 4 000 ლარი; საქალაქო სასამართლოს 97 მოსამართლე - 4 000 (სულ 388 000) ლარი; მთავარი პროკურორი - 3 910 ლარი. აღნიშნულ თანამდებობის პირებს ხელფასების ოდენობის მიხედვით მინისტრები მოჰყვებიან", - აღნიშნავს გამოცემა.
"ყველა მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარს შეადგენს, ასევე 3 540 ლარია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დაზვერვის სამსახურის უფროსისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო. ხელფასისი ოდენობის მიხედვით, რიგითობა ასე გრძელდება: მთავარი პროლურორის მოადგილე - 3 520 ლარი; საგადასახადო ომბუდსმენი - 3 500 ლარი; პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - 3 500 ლარი; საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავ,ჯდომარე - 3 450 ლარი; მთავარი პროკურორის 2 მოადგილე - 3 400 (სულ 6 800) ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 3 310 ლარი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 3 310 ლარი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი - 3 200 ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი - 3 200 ლარი; მსაგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე - 3 125 ლარი; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - 3070 ლარი; საქართველოს შეიარაღებული ძალები გენერალური შტაბის უფროსი - 3 000 ლარი... ამათთვის "გაუსროლია ავრორას", უფრო სწორად - ამათთვის ვისვრით ჩვენს გადასახადებს და ამათთვის ვშრომობთ, ვწვალობთ და რას ვიღებთ? მსუბუქად რომ ვთქვათ - ბუს კვერცხებს!" - დასძენს გამოცემა.