"ოცნებაში" ძალიან კარგად იციან ხალხის განწყობა და ცხადია ფიქრობენ, რომ საჭიროა დროული და სწორი საკადრო ცვლილებების განხორციელება, რომ მისი ავტორიტეტი გაიზარდოს. პირადად მე არასერიოზულად მიმაჩნია მსჯელობა იმაზე, თუ ვინ სად შეიძლება გადაიყვანონ, პრაქტიკულად კი არავინ ტეხს განგაშს იმის გამო, რომ ქვეყანაში დარჩენილია სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ შექმნილი სახელმწიფო მართვის მანკიერი სისტემა და ამ სისტემას არ ცვლიან. როგორც ჩანს, სააკაშვილის მანკიერი სისტემა "განაცებულმა ქოცებმა", როგორც მათ ხალხში უწოდებენ, კარგად მოირგეს და შეირგეს. ერთადერთი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სადისტური კომპონენტი მოაცილეს, რაც პირადად ივანიშვილის დამსახურებაა".
"უცხოელი ექსპერტები, რომლებიც წლების განმავლობაში სწავლობდნენ სააკაშვილის მართვის სტილს, ხშირად აღნიშნავდნენ, რომ თავად სააკაშვილს რეალური მუშაობა არ შეუძლია, მით უმეტეს რეფორმების ჩატარება - ამისთვის არც საჭირო ცოდნა გააჩნია და თანმიმდევრული მიზანდასახული მუშაობისა და მართვის უნარი. მას შეუძლია მხოლოდ პიარი, სხვების მიერ გაკეთებული პოლიტიკის და რეფორმების წარმატებით გაყიდვა შინ და გარეთო. იმასაც აღნიშნავდნენ, რომ მას შეუძლია მოქმედება მხოლოდ მუდმივი საარჩევნო კამპანიის სტილში. მართალია, 2007 წელს შეძლო გადამდგარიყო და შემდეგ კვლავ პრეზიდენტად დარჩენილიყო 5 წლის მანძილზე, ეს მოხდა იმიტომ, რომ მერაბიშვილმა და ადეიშვილმა შეძლეს ძლიერი რეპრესიული აპარატის შექმნა და როდესაც ხედავდნენ, სააკაშვილი იმდენად ურევდა, რომ რეჟიმისთვის სახიფათო იყო, ჩაამევდნენ ყვითელ ან მწვანე შარვალს და საზღვარგარეთ უშვებდნენ - კარგი იქნება თუ გამოაქვეყნებენ კონკრეტულ თარიღებს და შეაჯამებენ, რა ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სააკაშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ 2008 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე - ვფიქრობ, ბევრი გაოგნებული დარჩება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"რაც შეეხება მის ახლანდელ "მოღვაწეობას" ოდესაში: უკრაინაში 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე ყვავის კორუფცია ყველა დონეზე. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამის გამო აღშფოთებულია. ამ ფონზე მოქალაქეთა დიდი ნაწილს უნდა დაიჯეროს, რომ სააკაშვილს სქვს ის აურა, რომ კორუფცია დაამარცხა მანამდე უაღრესად კორუმპირებულ საქართველოში. არადა, ჯორჯ სოროსმა კიევში სააკაშვილის გამოჩენისთანავე პატიოსნად გააფრთხილა უკრაინელები და მთელი მსოფლიო - სააკაშვილმა საქართველოი კორუფცია კი არ დაამარცხა, არამედ კორუფციის პრივატიზება მოახდინაო. ამაში ეჭვი არ შეგეპარებათ, თუ გადახედავთ სააკაშვილის ქონებას, ვილებს საქართველოს ტერიტორიაზე, 15 მილიონ დოლარად შეფასებულ იახტას, რომელიც დღემდე მას ემსახურება, ბიძამის თემურ ალასანიაზე და მის ვაჟზე გაფორმებულ ქონებას... ამ ხელისუფლების უნიათობა კი ის არის, რომ მთელ მსოფლიოს ვერ მიაწვდინეს მართალი, დამაჯერებელი და დასაბუთებული ინფორმაცია სააკაშვილისა და მისი უშუალო გარემოცვის კორუმპირებულობასა და სხვა მძიმე დანაშაულებზე", განაგრძობს რესპონდენტი.
"თავის დროზე "ნაცები" მთლიანად აკონტროლებდნენ "რუსთავი 2"-ს, "იმედს" და მაშინდელ პირველ არხს, ანუ სამივე ე.წ. ეროვნულ ტელევიზიას. უცხოელებს კი ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზიები და სიტყვის სრული თავისუფლებააო... "რუსთავი 2" ნაცების დამარცხების შემდეგაც დარჩა სააკაშვილის სადისტური რეჟიმის მორჩილ პროპაგანდისტულ მანქანად, მაგრამ მოხდა მეტად საინტერესო რამ - "ოცნების" არასწორმა და არაეფექტურმა მმართველობამ უხვი მასალა მისცა მას და ეს პროპაგანდისტული მანქანა დღესაც ყველაზე პოპულარული ტელევიზიაა. ის, რაც დრეს ხდება პირდაპირ წყალს ასხამს "რუსთავი 2"-ის რეალური მფარველების - ანუ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების წისქვილზე და დიდი ზიანი მოაქვს არსებული ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯისთვის", - მიიჩნევს მამრაძე.
"საქმე ისაა, რომ "რუსთავი 2" არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზია და არავიტარ თვითცენზურას არ ეწევა. ასეთი ტელევიზიას უცხოელი დამკვირვებლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ ტელევიზიას აკრიტიკებს ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერი, ეს კი დასავლეთში აღიქმება თავისუფალ მედიაზე ზეწოლად. რაც შეეხება ყადარას, ამით ტელეკომპანიას მუშაობაში ხელი არ ეშლება, მაგრამ ყვირილი ყადაღაზე დიდი სამსახურს უწევს მათ. ისიც უნდა ითქვას, რომ 2012 წელს სააკაშვილსა და მის რეჟიმზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა "რუსთავი 2"-იც, "იმედიც", "პირველი არხიც", "რეალ ტივიც" და სხვებიც, მაგრამ ამან ვერ უშველა სააკაშვილის რეჟიმს, ივანიშვილი რომ 300-ათასიან მიტინგებს აგროვებდა, ამაში "რუსთავი 2"-საც აქვს შეტანილი "წვლილი" - დასძენს რესპონდენტი.