"რატომ არ მკლავენ... ლაჩრები არიან" - სააკაშვილი პუტინზე, აგვისტოს ომსა და "კანონიერ ქურდებზე"

”მე არ ვიცი მეორე ადამიანი, რომელსაც რუსეთში იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, - წერს ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი, - ამ საკითხში ხალხი და მთავრობა ერთიანია. ლიბერალებიც კი საქართველოს ომის მიზეზად თანაბრად ასახელებენ მედვედევს, პუტინს და სააკაშვილს. მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნა პიარ-სვლად აღიქმება, ხოლო რასაც სააკაშვილი ოდესაში აკეთებს, იაფფასიან პოპულიზმად. საინტერესოა, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც ასე ძლიერად ვერ იტანენ რუსეთში". 

- წელს განსაკუთრებით ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა 8 აგვისტოს მოვლენებს. ალბათ, უკრაინული კონტექსტის გამო. აი, პუტინს არასოდეს არაფერი მოუნანიებია, თქვენ როგორ უდგებით თქვენს მაშინდელ გადაწყვეტილებას, დარტყმა მიგეტანათ ცხინვალზე?

- მე გავაკეთე ყველაფერი, რომ ომი თავიდან აგვერიდებინა. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველო ომს არ გააჩაღებდა სამხრეთ ოსეთისთვის. აფხაზეთისთვის გასაგებია, შეიძლება. ის გაცილებით დიდია, კურორტია, პორტი, დიდი აღრეული მოსახლეობა. მაგრამ სამხრეთ ოსეთი ეს არის ქართველი და ოსი მოსახლეობა, 40 ათასი ადამიანი, მთები და რეაგირება მოგვიწია იმიტომ, რომ გვირაბი რომ გამოევლო რუსეთის ჯარს, შეძლებდნენ ნებისმიერი მიმართულებით წასულიყვნენ. პროვოკაციის მიზეზი არა ოსეთი და იქაური მოსახლეობის დაცვა, არამე საქართველო იყო. ეს იყო იმის საჩვენებლად, თუ რა მოუვიდოდათ ქვეყნებს, რომლებიც დამოუკიდებლად განვითარებას დაიწყებდნენ. 

- მაგრამ თუ თქვენ ხედავდით, რომ პუტინს ომი სურდა, იქნებ ჯობდა მოლაპარაკებოდით? ხომ ხვდებოდით, რომ ამ დაპირისპირებაში შანსები არ გქონდათ.


- სანამ შესაძლებელი იყო, მიმდინარეობდა მოლაპარაკება. გაიმართა შეხვედრა ასტანაში, მედვედევი მოვიდა და სულ გამირბოდა. მე ვურეკავდი მედვედევს და უცებ პუტინთან მაკავშირებდნენ. პუტინი მეუბნება ”თქვენ ხომ მაინც ჩემთან გინდათ ლაპარაკი?” მე ვეუბნები, დიახ, კითხვები მაქვს-თქო. აფხაზეთში გზას ჩვენი თანხმობის გარეშე აგებთ...

- ვიცი ეს ისტორია. გირჩია
თ, რომ ფურცლები აგეღოთ და შეგეტენათ... რატომ ვერ გიტანთ ასე ძლიან? ალბათ, რაღაც გააკეთეთ ან თქვით ისეთი, რაც არაფრით შეიძლებოდა.

- არანაირი პირადი ზიზღი მას ჩემს მიმართ არ აქვს. ის დიდი ხანია გეგმავდა საქართველოს დასჯას. თუ შეამჩნიეთ, სპონტანური რეაქციები არ ახასიათებს. ყირიმის აღებაც დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა. არ ღირს იმ სისულელეების გამეორება, რომ არა მაიდანი ყირიმი ისევ უკრაინის ნაწილი იქნებოდაო. მე ვიქნებოდი თუ სხვა საქართველოს პრეზიდენტი, სცენარი იგივე იქნებოდა. 

- 8 აგვისტოს რატომ არ დაურეკეთ? ყველაფერი ხომ ცხადი იყო.

- გახსოვთ, რა ხდებოდა რვა აგვისტოს ღამით? რუსეთში გამუდმებით წერდნენ, რომ საქართველო ოლიმპიურ შერიგებას დაარღვევდა. აგვისტოს დასაწყისიდან ოსეთიდან მიზანმიმართულად გაყავდათ ქალები და ბავშვები.

- ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, ჰუმანური გადაწყვეტილებაა.

- თქვენ თვლით, რომ ეს ჰუმანიზმის გამო გაკეთდა? ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ ხალხს გვირაბში ტექნიკის გაყვანისთვის ხელი არ შეეშალა. თბილისში ჩამოვფრინდი, ნახევარი მინისტრები შვებულებაში იყვნენ, გაეროში ვრეკავ, იგივე სიტუაციაა. მედვედევს ურეკავ და ახლა საუბრის დრო არააო. პუტინს არ მაკავშირებენ. ცხინვალიდან თბილისამდე კი ტანკებს ჩამოსასვლელად სამი საათი სჭირდება. რა უნდა მექნა? გზა გამეხსნა?


- ხომ ხვდებით, რომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ საქართველოში ყველაფერი გამოგივიდათ, არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, ძებნაში არ იქნებოდით. არ იჩხუბებდით მთელ გუნდთან, ბურჯანაძის ჩათვლით. არ აგიმხედრდებოდათ ინტელიგენცია...

- სერიოზული რეფორმები კონფლიქტების გარეშე არ ტარდება. მე შემეძლო ახლა დავრჩენილიყავი საქართველოში, მე დიდი სახალხო მხარდაჭერა მაქვს, პარტიას კარგი რეიტინგი აქვს, მაგრამ უკვე ისედაც დიდი ხანი ვიჯექი იქ. მე არ მინდოდა ახალი სამოქალაქო ომის დაწყება. ვფიქრობ, რომ საქართველომ ცოტა ხანი ჩემგან უნდა დაისვენოს. რაც შეეხება ინტელიგენციას, იცით რაზე ვიჩხუბე რობერტ სტურუასთან?

- მან თქვა, რომ სომეხი არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი.

- ეს მერე თქვა. იმიტომ, რომ მისი მეგობრის შვილი მარიხუანის გამო დაიჭირეს. მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და უთხრა, რომ დაკავებული კარგი ბიჭი იყო და გაეთავისუფლებინათ. მას უთხრეს, რომ დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ. საბჭოთა ინტელიგენცია მიჩვეულია საბჭოთა კანონებით ცხოვრებას, მეგობრულ-მაფიოზური... იცით რა მითხრა ერთ-ერთმა მსხვილმა ქართველმა ოლიგარქმა? როგორ შეგეძლოთ კანონიერი ქურდების გაყრაო. ისინი ისე გვეხმარებოდნენ, ეკლესიებს ფულს წირავდნენო. 

- საინტერესოა, ამ კანონიერმა ქურდებმა რატომ არ მოგკლეს? უფრო იოლია ერთი პრეზიდენტის მოშორება, ვიდრე მთელი ბიზნესის გადატანა...

- მათ აქედანაც გადააქვთ უკვე ბიზნესი. პრაღაში ”სხადნიაკი” იყო, იქ მიიღეს გადაწყვეტილება. რატომ არ მკლავენ... ლაჩრები არიან. პროფესიონალი დამნაშვეები ძირითადად ლაჩრები არიან და სისტემაშიც ასეთივე კორუფცია აქვთ.
ambebi.ge