ოდესის მხარის გუბერნატორი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის ავტომობილის საბარგულში ჩაძვრა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასეთ საინტერესო მდგომარეობაში გუბერნატორი ფოტოკამერებმა ახალი საპატრულო პოლიციის წვრთნების დროს დააფიქსირეს.
„დღეს დილას 09:30 საათზე შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საპატრულო პოლიციის წვრთნები ჩატარდა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით“, - იტყობინება გუბერნატორის პრესსამსახური.
თვითმხილველების თქმით, პოლიციელებთან ერთად გუბერნატორმა მონაწილეობა მიიღო სამართალდამრღვევის დოკუმენტების შემოწმებასა და „დაჭრილი მოქალაქის“ ავტომობილში გადაყვანაში.
უკრაინულმა მედიამ წვრთნების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა.