ინტერვიუ ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან.
– ზაფხულის პერიოდში ექსპერტები და ბიზნესისმენები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები ლარის დასტაბილურებას ვარაუდობდნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამყარდა ლარი?
– როდესაც ეკონომიკა იმედებზეა დამყარებული, ეს არის კატასტროფა. ეკონომიკის განვითარება პროგრამებზე, მკაცრ რეგულაციებზე და სწორ ადმინისტრირებაზე უნდა იყოს დამყარებული. აბსურდია, როდესაც საუბრობენ, რომ ამა და ამ ქვეყნიდან შემოვა ამდენი მილიონი ტურისტი და ლარი გამყარდება. რა იციან ის ტურისტები იმ ქვეყნებში რას ფიქრობენ. ჩვენ უკვე გულთმისნები გავხდით რომ სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში ფიქრობენ რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, თურმე ჩვენ წინასწარ ვიცით რამდენი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, ეს ხომ ილუზიაა?!
ამ დროს, ამხელა სარეკლამო კამპანიები მიდის შავი ზღვის ქვეყნების ტურისტული კომპანიების მიერ მთელ მსოფლიოში. მთელი მსოფლიოა ჩართული ტურისტების თავის ქვეყანაში მიზიდვით. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში ამხელა კრიზისი გვაქვს, ტურისტების რაოდენობა იქ უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე ჩვენთან იმიტომ, რომ იქ ყველაფერი გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ეს იმედები გვაქვს და ეს არის ზუსტად იმ იმედების გაქარწყლება, რაც ამდენი ხანია გვაქვს. ეს სისტემატიურია, ათეული წლების განმავლობაში ასეა.
მეორე მომენტია ხარჯების შემცირება. არ არის საქართველოში საჭირო საკრებულოების ამდენი რაოდენობა, ეს გადაქცეულია ორი პოლიტიკური პარტიის ბრძოლის არენად და არა საქმის საკეთებლად. ერთი თუ ამბობს „კი“-ს, მეორემ აუცილებლად უნდა თქვას უარი, ერთი ამბობს უარს, მეორე თანახმაა. არავითარი კონსესუსი, არაფერი არაა, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი არავინ არ იცის. ეს ჭკვიანი სახით რომ დასხდებიან, ბიუჯეტის ხარჯზე რომ ზის ამდენი ხალხი, ეს საშინელებაა. ხარჯები უნდა შემცირდეს, ამხელა ბიუროკრატიული აპარატი არ შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, რომელსაც შემოსავლები არ აქვს.
მე იმედი მაქვს, რაღაც-რაღაცები ჩნდება, რომ ლარის ხარჯვა შემცირდა, ესეც პრესიდან ვიცით. ჩვენ ხომ ინფორმირებულები არ ვართ. სახელმწიფოს ეკონომიკას მართავენ ადამიანები, რომლებიც თავისი ჭკუით მართავენ და რამდენად შეუძლიათ მათ ქვეყნის მართვა ეს ხომ არავინ არ იცის. ეს არის პორბლემა, პოლიტიკური თემები რომ არსებობს, ლარის კურსზეც სისტემატიური საუბრები, მეორე მომენტი რაც არის ხალხში, რომ გაიგებენ რომ უფასურდება და იწყებენ ეგრევე დოლარის შესყიდვას. ესეც არ ვარგა, ყველაფერი არასწორია...
– შემოდგომაზე თუ ელოდებით რამეს ლარის გამყარების ან დაცემის კუთხით?
– იმედით ცოცხლობს ადამიანიო და იმედით იცხოვრეს ჩვენმა წინაპრებმა და ასე იმედით ვიცოცხლებთ და დავინგრევით ჩვენც. რის საფუძველზე ამყარებენ ამ იმედებს, მოსავალი იქნება ბევრი, ექსპორტი იქნება ბევრი, რა ჩავყარეთ საფუძველში, რომ შემოდგომაზე შედეგი მივიღოთ. რომ საუბრობენ, შემოდგომაზე ითვლიან წიწილებსო, უსაფუძვლო გამოთქმა კი არ იყო ეგ, იმიტომ რომ კრუხის დაჭერის პერიოდი შემოდგომაზეა და მაგიტომ ითვლიან თორემ ჩვენ არც კრუხი გვყავს დაჭერილი და არაფერი და წიწილებს როგორ დავიჭერთ.
–ეთანხმებით თუ არა გიორგი ქადაგიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიები რეზერვებს დოლარში აკეთებენ და კურსზე ზეწოლას ეს იწვევს?
– არ ვეთანხმები, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას მართავენ ბანკები და არა კომპანიები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საქართველოში. საქართველოში ბიზნესმენები არ მართავენ თავის ბიზნესს, აქ ბიზნესს მართავენ ბანკები. აქედან გამომდინარე, არცერთ კომპანიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დოლარში გააკეთონ რეზერვები. ნეტა მაგის ფუფუნება მოგვცა კომპანიებს. ეს უფრო გააჯანსაღებს მომავალში საქართველოს ეკონომიკას, ვიდრე დაანგრევს და მე მაგ თემას არ ვეთანხმები. რა მომავალი ექნება ამ თემას მე არ ვიცი, იმიტომ რომ ბანკების მიერ მართვის პროცესი უკვე იმდენად ხელშეუხებელი გახდა და ბანკების გარშემო იმდენად სენსიტიური თემაა ბიზნესი იმიტომ რომ ბანკის შეჩერება არ შეიძლება, რომ არ დაზიანდეს ეს სექტორი და ა.შ, ესეც შეცდომაა. ყველაფერს უნდა მკაცრი და სწორი რეგულაციები და ყველაფერი იქნება თავის ადგილას.
მე არ ვფიქრობ რომ ასეთი რთულია ლარის თემა, მაგრამ ის რომ შემოსავლები ნაკლებია და გასავალი მეტი, ყველაზე მნიშვნელოვანია. და მეორეა, ეხლა მალე რთველი დაიწყება, სუბსიდირება დაიწყება და რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მაგრამ...
– სუბსიდირებას ემხრობით?
– არა, როგორ შეიძლება. სუბსიდირება უნდა იწყებოდეს დახმარებით, მაგრამ იქ არ უნდა მთავრდებოდეს. საბოლოო შედეგამდე უნდა მივდიოდეთ. რატომ ვაძლევთ გლეხს ყურძნის სუბსიდირებას, უნდა მივცეთ, მაგრამ იმის შედეგი რა გვექნება? ეს ყურძენი უნდა ვჭამოთ, ღვინო დავწუროთ, გადავყაროთ თუ რა უნდა ვქნათ?! ეს ყველაფერი დროებითია. მე სისტემატიურად კომუნისტურ მენტალიტეტზე რომ ვსაუბრობ, ამათ გონიათ რომ პარტიულ კრებებზე და ა.შ. ვსაუბრობ.. არადა ეს მართლა ასეა, სოციალისტური მიდგომებია სულ. ჩვენ ვართ სულ არჩევნების პერიოდში, სულ არჩევნებიდან არჩევნებამდეა ყველაფერი, სულ ძალაუფლების განმტკიცებაა, სულ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და ა.შ.
ეკონომიკას უფრო შრომა და სიმკაცრე სჭირდება, ეს შესაძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ... მე ეჭვიც არ მეპარება რომ მთავრობა მონდომებულია, მაგრამ რაღაცა ხელს უშლის, იმიტომ რომ ხომ გეუბნებით, ამხელა ბიუროკრატიული, ამდენი საკრებულო, მისი წევრები, ვერც წარმომიდგენია რა ხდება, როგორ შეუძლია სახელმწიფოს ამის შენახვა.
იმედებზე დამყარებული ეკონომიკა - იმედის გაქარწყლებას არაფერი არ უნდა, ერთ დღეში შეიძლება მოხდეს რაღაც. ტურსტზე შეიძლება ამხელა ლარის კურსი და რაღც ააგო? რამდენი ექსპერტი საუბრობდა, რომ მოიგონეს მაისში 2 და 20 იქნება კურსიო, ეს ყველაფერი არის პოპულიზმი. ჩვენ ვართ პოპულისტები, მლიქვნელების ქვეყანაა და ამის გამო ეს ყველაფერი.. დღეს უნდა ვასიამოვნოთ - სადღეგრძელოების ქვეყანაა ეს და არა ეკონომიკის. სადღეგრძელოს რასაც ლაპარაკობენ, ზუსტად ისე მართავენ ქვეყანას.
ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას როგორ შეაფასებთ?
შედეგი რა ექნება ამას, არ ვიცი. ეს ყველაფერი უნდა იყოს შედეგის მომცემი. მე ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ შედეგს დადებენ და იტყვიან ეს გამოიწვევს ამას, ეს რას უდრის უნდა ვიცოდეთ. დღეს მთელი სახელმწიფო მომართულია 2016 წლის არჩევნებისთვის და მაგ დროს საზოგადოებამ ლიდერები კი არ უნდა აირჩიოს, უნდა აირჩიოს შემადგენლობა. ეს ძალიან მნიშნელოვანია, ლიდერებს ვიცნობთ და შემადგენლობა კატასტროფულია. ყველა ლიდერმა უნდა დაასახელოს თავისი შემადგენლობა და ეს უნდა ავირჩიოთ ჩვენ და არა ლიდერი. ასეა, იმედით ცოცხლობს ადამიანიო და ჩვენც იმედით ვიქნებით.
დღევანდელი მთავრობის მოქმედება - იმდენად დიდი სურვილი აქვთ რომ ყველაფერი გააკეთონ, სუბსიდირება სოციალური პროგრამები, მაგრამ ამას მარტო სურვილი არ ყოფნის, სანამ იმ ხალხს ვინც ხელფასებს იღებენ ბიუჯეტის ხარჯზე, არ დაშლიან, არაფერი არ გამოვა. თვითმმართველობა რა თვითმართველობაა სულ ერთმანეთს რომ ეკითხებიან, ბოლოს მაინც 3-4 კაცი წყვეტს ყველაფერს. ეს ყველაფერი თავიდანაა ასაწყობი. ძალიან დიდი ხარჯია სახელმწიფოში. ამას ვერ გაუძლებენ.
ნოდარ ხადურის ინფორმაცია რომ წავიკითხე, ხარჯებს რომ ამცირებენ, ეს მომწონს. პრივატიზაციის თემა, სუსტად მიმდინარეობს იმიტომ რომ მყიდველი არ არის იმიტომ რომ ისეთი რაღაცები იყიდება რაც ალბათ არაეფექტურია.. ისეთ რაღაცებს ყიდიან 35-40-60 მილიონი რომ ღირს და რაღცაზეა ალბათ მორგებული. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც 100 და 50 ათასი ლარი აქვთ და იმათაც უნდათ რაღაცის ყიდვა, ტოტალური პრივატიზაცია მარტო დიდი ობიექტების გაყიდვას არ ნიშნავს, უშველებელი თემებია გასაკეთებელი.
დღეს რომ ლარი ასეთი არასტაბილურია, ბევრი კომპონენტისგან შედგება, არასტაბილური მიდგომა, მენეჯმენტი და რავიცი.. ხარჯები და ა.შ. პარლამენტში გადაწყვეტილებებს როგორ იღებენ, პრეზიდენტის ინსტიტუტი დაქვეითდა, დამცირდა.. ქვეყანაში სიტუაციაა რაღცნაირი რა დავარქვა ისიც არ ვიცი.. ყველა ამბობს, რომ ბიუჯეტი შესრულდა და ბიუჯეტი გადაჭარბებით მიდის, მაგრამ პარადოქსია ესეც, არაფერი ისე არაა როგორც უნდა იყოს.