რატომ “აიწყვიტა” პრეზიდენტმა

რატომ “აიწყვიტა” პრეზიდენტმა

მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არაქართული ოცნების”, არამედ, - სახელმწიფოს წინაშე!” - ამ განცხადებით გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი გუნდის დაპირისპირება, როგორც იტყვიან, ახალ ფაზაში გადავიდა. რატომ გაიყო პრეზიდენტისა დაქართული ოცნებისგზები? - ამ თემაზექართული სიტყვაპოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა:

- ივანიშვილსა და მარგველაშვილს პრეზიდენტის ინსტიტუტსა და უფლება-მოვალეობებზე განსხვავებული წარმოდგენები აქვთ. სხვათა შორის, ყოფილმა პრემიერმა ყველაფერს ფარდა ახადა, როცა თქვა, რომ მარგველაშვილში შეცდა. ესე იგი, პრეზიდენტის არჩევა დემოკრატიული პროცესი არ იყო და გამოდის, რომ ეს უკანასკნელი მისივე ხელდასმულია.

- ანუ, მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად მყარი შეთანხმების გარეშე წარადგინეს?

- ლიდერსა და მის გარშემო მყოფთა შორის შეთანხმება და გარიგება არ ხდება. ჩვენ საქმე თანასწორ პარტნიორობასთან არ გვაქვს, „ოცნების“ წევრები  ივანიშვილზე არიან დამოკიდებულნი. არავინ იცის, რომ ექს-პრემიერი ძიძიგურს, ბესელიას, ჟორჟოლიანს და სხვა დანარჩენებს რამეზე შეუთანხმდა. ეს ადამიანები, უბრალოდ, გამტარების როლს ასრულებენ. „ოცნების“ წევრები მარგინალიზაციის გზაზე მდგომნი იყვნენ და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსებად აქცია... როცა ალასანიას პარტია „ოცნებას“ განუდგა, წულუკიანმა თავისი პოსტი არ დატოვა... ამ ადამიანებს ის სიკეთეები უნდათ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას იღებენ. რა შეთანხმებაზეა ლაპარაკი, როცა ამ ხალხს ბიძინა მამა-მარჩენალად მოევლინა, თავისი ჯიბიდან კვებავდა... ეს მორჩილების რეჟიმი მარგველაშვილს, როგორც ჩანს, არ მოეწონა, იფიქრა, მიშას ნახევარი მაინც ვიქნებიო, მაგრამ “ოცნებას” სურს, ის მიშას ჩრდილიც არ იყოს.

- ოცნებამსაზოგადოება მარგველაშვილის წინააღმდეგ რატომ ვერ განაწყო?

- ქვეყანაში ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, რაც, რა თქმა უნდა, “ოცნების” იმიჯსა და რეიტინგზეც აისახა. საპროტესტო მუხტი ძლიერდება, თანაც ქართველი ამომრჩეველი დასავლურ ელექტორატთან ახლოსაც ვერ მივა. ჩვენ კლასიკური აფრო-აზიური ელექტორატი გვყავს. 15-20 წელია, ხელისუფლებებს 80-90 %-ით ვირჩევთ და სალაპარაკო რაღაა?! „ოცნების“ სანდოობა ისეთ დაბალ ნიშნულამდე დავიდა, რომ ამომრჩეველს ვინმეს, ან რამის წინააღმდეგ წასვლა აღარ შეუძლია.

ვეტოს, როგორც ჩვენთან, ასევე, დასავლურ ქვეყნებშიც იყენებენ, მაგრამ აშშ-ში ამ პროცესს ძალიან ერიდებიან. მაგალითად, ობამამ მიმართა კონგრესს, რომ ირანის ხელშეკრულების შეცვლა ან გაუქმება შეეძლოს, მაგრამ მისთვის მიუღებელ რეზოლუციას ვეტოს აუცილებლად დაადებდა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის უმრავლესობა “რესპუბლიკელია”, ყველა შეეცადა, პრეზიდენტის ვეტოს მორიდებოდა. ასე იმიტომ ხდება, რომ ვეტო, როგორც ფაქტი, ქვეყნისთვის კარგის მომტანი არაა. ჩვენთან კი, ვეტოთი ერთობიან და თამაშობენ. ჩვენი პარლამენტარებისთვის ვეტო არაფერს ნიშნავს, რაც დიდი შეცდომაა. ესე იგი, მათ პასუხისმგებლობა არ აქვთ. ვეტოს დაძლევას 15-წუთიანი პროცედურა სჭირდება, მაგრამ ყველაფერი ეს ევროპაში ავტორიტეტს გვილახავს.

- ესე იგი, ვეტოს მარტივად დაძლევა პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტს აკნინებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი კანონპროექტის ამოქმედების შემაკავებელ ბერკეტს ხშირად იყენებს...

- პრეზიდენტი ხელიდან ვეტოს დადების ერთ შანსსაც არ უშვებს, რათა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ „ოცნებას“ არ წარმოადგენს. ხელისუფლების მომავალი სათუო გახდა, მარგველაშვილი კი, ახალგაზრდა კაცია, არ უნდა,  უკან დასახევი გზა მოიჭრას და „ოცნებას“ „გადაყვეს“.

- პრემიერმა განაცხადა, ჩვენ ჭეშმარიტად ნაციონალპრეზიდენტი ყავს. ბატონო სოსო, მარგველაშვილს დანაციონალებსშორის კავშირს თქვენც გრძნობთ?

- ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გამორიცხვა არაფრის შეიძლება. მარგველაშვილი ეული პოლიტიკოსია, მას სოციალური დასაყრდენი არ აქვს და მხოლოდ ის, რომ ივანიშვილს „აუხტა“, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ქულებს ვერ შესძენს. მას სტრუქტურული აპარატი სჭირდება და არ გამოვრიცხავ, რომ დასაყრდენი „ნაციონალებში“ ნახოს. ყოფილმა პრემიერმა პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო და ცდილობს, მთავრობა “რესპუბლიკელებს” გადაუნაწილოს. ეს საკმაოდ სწორი ნაბიჯია - ამ ქმედებით ხელი ალასანიასა და „რესპუბლიკელების“ ალიანსის ჩამოყალიბებას შეუშალა. “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე უპრეცედენტო რამ მოხდა: მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ალასანიას „დემოკრატებს“ თანამოაზრენი უწოდა. ეს სიტყვა შემთხვევითი არ გახლდათ...

- ბატონო სოსო, თუკი მთავრობის დიდ ნაწილსრესპუბლიკელებიდააკომპლექტებენ, გარკვეულწილად ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ხომ არ დადგება?

- მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ლიდერებითა და ინტელექტუალებითაა სავსე, საქართველოს რეალობით არასოდეს ცხოვრობს და ელექტორატს ყოველთვის უსწრებს. დიახ, ნამდვილად შეიქმნება ლეგიტიმურობის პრობლემა იმიტომ, რომ „რესპუბლიკელთა“ რეიტინგი 5%-ზე ქვემოთაა... ასეთი პარტია დასავლეთ ევროპის პატარა ქვეყანას მოუხდებოდა, მაგრამ არ მგონია, საქართველოს მოერგოს.

- რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა ნაციონალკაკო ბობოხიძის ძმა შეიწყალა, რააც ხელისუფლების წარმომადგენთა გაღიზიანება მოჰყვა... ზოგმა ისიც თქვა, ეს რეაქცია მოწმობს, რომ ნაცმოძრაობისწევრთა დაკავება, მართლაც, პოლიტიკურად მოტივირებულია...

- რასაკვირველია, ასეა. დაჭერებზე აშშ-ის მაგალითს მოვიყვან: როგორც ცნობილია, აშშ-ში საკმოდ მძლავრი მაფია იყო, ყველამ იცოდა, რომ ლუჩიანო და კაპონე მკვლელები იყვნენ, მაგრამ სამხილების არარსებობის გამო, პოლიცია ვერ იჭერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში მართლმსაჯულების უზენაესობაა, უდანაშაულობის პრეზუმპცია არ ირღვევა და ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებას დამტკიცება სჭირდება. ლუჩიანოს 114 კაცი ჰყავდა მოკლული და ბოლოს, გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს, კასტელომ კი, აშშ-ში პირველმა ქილერმა, ვიღაც „პროსტიტუტკას“ ხელი გაარტყა და მხოლოდ ამის გამო დააკავეს. ეს შეიძლება, ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ისე მოქცევა, როგორც უგულავას შემთხვევაში მოხდა, არ შეიძლება. უგულავა არასდროს მომწონდა იმიტომ, რომ ის უფრო პოლიტიკოსი იყო, ვიდრე - მერი, მაგრამ კაცი 6 თვე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდათ  და ბრალს ვერ უმტკიცებდნენ. ასეთი ფაქტები დასავლეთისთვის მიუღებელია და ბევრ ეჭვს ბადებს.

რაც შეეხება მარგველაშვილს, საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია და ასეთი ქმედებებით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ “ოცნების” „კაცი“ არ არის და ვა ბანკზე მიდის. არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა, თუკი ხელისუფლებაში ისევ „ოცნება“ მოვა, მარგველაშვილს პოლიტიკური მომავალი აღარ ექნება - როგორც კი ვადა ამოეწურება, მხოლოდ მოხსნას არ აკმარებენ.

- რა გულისხმობთ?

- მარგინალად აქცევენ, მით უმეტეს, გიორგი არასოდეს ყოფილა გახსნილი და საჯარო პიროვნება. უბრალოდ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, აქუბარდიას ეთერის გმირი გახდა, თუმცა აქაც კითხვის ნიშნებია.

- რატომ?

- 2012 წლის არჩევნებამდე, მიშას ინსტიტუტის, GIPA-ს რექტორი გახლდათ და ამავე დროს, სააკაშვილს მკვდარსა და ცოცხალს არ უტოვებდა. გიორგი ამერიკელების „კაცი“ იყო და მიშამ ხელი ამიტომაც ვერ ახლო, თორემ კარგად ვიცით, რაც დაემართებოდა. რამდენიმე წლის წინ, უშიშროების ერთმა წარმომადგენელმა დაწერა, რომ ერთხელ, ამერიკელებთან შეხვედრაზე, მარგველაშვილი თარჯიმნად დახვდა და ამით მიანიშნა, რომ ამერიკელებთან დაახლოებული ფიგურაა. მარგველაშვილმა ივანიშვილისგან რაღაც გარანტიები მიიღო. ახლა კი, აიწყვიტა და აიწყვიტა. ჩემი აზრით, პრეზიდენტთან სხვა „ანგარიშიც“ აქვთ, რომელიც ჩვენთვის უცნობია. მოკლედ, პრეზიდენტის მომავალი 2016 წლის არჩევნებზეა დამოკიდებული.

- მარგველაშვილი ამბობს, რომ მხოლოდოცნებისკი არა, მთელი ქვეყნის პრეზიდენტია...

- მარგველაშვილი საკუთარი თავის პრეზიდენტია. მიშას ძალაუფლება ჰქონდა და ამიტომ, ყველა ადმინისტრაციულ რესურსს თავის პარტიას ახმარდა. გიორგის კი, მგონი, მხოლოდ თავისი მრჩევლების მოხსნა-დანიშვნის უფლებაღა აქვს. პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე მინისტრებიც არ მიდიან და ამით ყველაფერი ნათქვამია.

- კულუარებში პრეზიდენტის იმპიჩმენტი გადაყენების საკითხი მუსირებს. ამ საკონსტიტუციო ბერკეტის ამოქმედება მოსალოდნელია?

- გამორიცხულია. სხვათა შორის, როცა მარგველაშვილთან კონფლიქტი პირველად მოხდა, უსუფაშვილს დაავალეს, რომ იმპიჩმენტი აემოქმედებინათ, მაგრამ როგორც გავიგე, პარლამენტის თავმჯდომარე მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა, რომ ეს პროცედურა არ დაწყებულიყო. ან, იმპიჩმენტის პროცედურა რა მიზეზით უნდა დაწყებულიყო?

- ბატონო სოსო, საუბარი 2016 წლის არჩევნების შედეგების პროგნოზით დავასრულოთ...

- ყველაფერი საარჩევნო კანონზეა დამოკიდებული, თუ ეს კანონი ხელუხლებლად დარჩა, მაშინ ხელისუფლებაში შეიძლება, ისევ „ოცნება“ ვიხილოთ. ისე, გაუჭირდება და ხმების მოსაპოვებლად შეიძლება, ფქვილისა და ზეთის დარიგებაც მოუწიოს.