სკანდალური ექსკლუზივი -  სომეხი სასულიერო პირები ქართულ პოლიტიკაში ერევიან?!

სკანდალური ექსკლუზივი - სომეხი სასულიერო პირები ქართულ პოლიტიკაში ერევიან?!

“...რუსეთის 58- არმიის ხუთი ბატალიონი ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს, როკის გვირაბის სიახლოვეს განლაგდა... აფხაზები გაერო- გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ - შეხვედრა 15 აგვისტოს, ბერლინში უნდა გამართულიყო. თავის მხრივ, ოს სეპარატისტთა ლიდერი, კოკოითი აცხადებს, რომ იგირუსეთის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს”. სეპარატისტთა .. შს მინისტრი, მიხეილ მინძაევი აცხადებს, რომ ცხინვალი ცეცხლის გახსნისთვის მზადაა. საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ახმოვანებს: “საქართველო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას არ აპირებს"“ და ოსურ მხარეს კვლავ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. შეთავაზება კვლავ უპასუხოდ რჩება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგარი რუსული ბატალიონი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. კოკოითი აცხადებს, რომ საქართველოს გასანადგურებლად მზადაა... ოსმა სეპარატისტებმა ქართული სოფლების დაცხრილვა განაახლეს. 5 აგვისტოს, დილით, აფხაზი სეპარატისტები მეორე ფრონტის გახსნაზე იწყებენ საუბარს. რუსეთის სამხრეთ ნაწილიდან ცხინვალისკენ მოხალისეთა ნაკადი მიედინება. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოსა და . . სამხრეთ ოსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ავრცელებს ეუთო-, რომელიც ვითარების დაძაბვაში სეპარატისტებს ადანაშაულებს”, - ეს 2008 წლის აგვისტოს დასაწყისის ქრონიკაა... სისხლიანი 5-დღიანი ომიდან 7 წელი გავიდა... გვასწავლა თუ არა ოკუპაციამ ჭკუა? - ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა თუკი თუნდაც ბოლო ორი-სამი კვირისნიუსებსგადავხედავთ, მივხვდებით, რომ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ. მაშ, ასე: როგორია ომისა და მშვიდობის 7 წელი? - “ქართული სიტყვააგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე ფორჩხიძესთან, რომელიც, ოპერატიულ წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ აგვისტოს ომის იფიციალურ დაწყებამდე, .. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელზე, დიმიტრი სანაკოევზე განხორციელებულ თავდასხმაში ქართველი სპეცსამსახურელის ხელი ერია...      

- ბატონო კოტე, აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა. 5-დღიანი ომის მთავარი, ასე ვთქვათ, შედეგი რა არის?

- რა და, - ოკუპირებული ტერიტორიები, დევნილები, გარდაცვლილები, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოშლა, არმიის დემორალიზება, ასევე, პოლიტიკური და სამხედრო დანაშაულები. საერთოდ, ასეთი დანაშაულები ომს, გვინდა თუ არა, ახლავს...

- 2012 წელსნაციონალებისხელისუფლებიდან წასვლაც, გარკვეულწილად, აგვისტოს ომით ხომ არ აიხსნება?

- რა თქმა უნდა. წაგებულ ომს ასეთი პოლიტიკური, როგორც იტყვიან, კატაკლიზმებიც ყოველთვის მოსდევს. მიხეილ სააკაშვილს, ადრე თუ გვიან, წასვლა მაინც მოუწევდა. აგვისტოს ომმა კი, ეს პროცესი, უბრალოდ, დააჩქარა - ის დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის მიუღებელი გახდა, ანუ ომმა სააკაშვილს წასვლა აიძულა.

- შეიძლება, მაგრამ იმის ხელაღებით თქმა, რომ დასავლეთს მიშა აღარ მოწონს, გადაჭარბებულად არ გეჩვენებათ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ინტერპოლი მასზე ძებნის გამოცხადებაზე უარს ამბობს? სხვათა შორის, ქართული მხარე ამ უარს იმით ხსნის, რომ თურმე, ინტერპოლის წესები შეიცვალა...

- არაერთხელ მითქვამს, რომ მაღალი დემოკრატიის მიუხედავად, ბიუროკრატიული აპარატით დასავლეთიც გამოირჩევა, ინტერპოლი კი, სწორედ ამ ბიუროკრატიული აპარატის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, უნდა იცოდე, დასავლურ ბიუროკრატიას რა და როგორ მიაწოდო.

ის, რომ ინტერპოლმა მიშაზე ძებნის გამოცხადებაზე უარი თქვა, პირველ როგში, პროკურატურის ბრალია.

- მთავარ პროკურატურას მაინც, რაში ადანაშაულებთ?

- რაში და, - არასრული და არადამაჯერებელი მტკიცებულებების გაგზავნაში. სააკაშვილთან დაკავშირებით პალტოებზე ლაპარაკი არასერიოზულია. საერთოდ, გამოძიება ყველაზე სერიოზული დანაშაულით იწყება ხოლმე, თორემ პალტოების მსგავსი დანაშაული მხოლოდ წინა კი არა, ახალი ხელისუფლების პირობებშიც მოიძებნება.

მოკლედ, მთავარმა პროკურატურამ ძირითადი დანაშაული ვერ გამოკვეთა, რომელიც აგვისტოს ომს და, ასევე, იარაღის უკანონო ბიზნესს უკავშირდება, რომელზეც მხოლოდ მე კი არა, აშშ-ის ფედერალური ბიუროც ლაპარაკობს. ბოლოს და ბოლოს, ამ თემას სააკაშვილის ყოფილი თანაშემწე ჯეფრი სილერმანიც სწავლობდა...

- დასავლეთს აგვისტოს ომის გამოძიება რატომ არ აწყობს?

- ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთს აგვისტოს ომის გამოძიება არ აწყობს. უბრალოდ, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

- ანუ?

- აგვისტოს ომამდე სააკაშვილს ისეთი პიარი გაუკეთეს, რომ აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა და მისი და მისი მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულობები ცნობილი მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გახდა...

საერთოდ, დასავლურ დიპლომატიას არ სჩვევია, პირდაპირ გითხრას, რა უნდა გააკეთო. ისინი გზას გვიჩვენებენ და ტვინი უნდა გვეყოს, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.

- ამას რატომ ამბობთ?

- რატომ და, - ვანო, თუ გახსოვთ, აგვისტოს ომის დაწყება და აშშ-ის საელჩოს მიერ თეთრ სახლში გაგზავნილი რაპორტებიც წუთობრივად განვიხილეთ. ამის გამო, აშშ-ს მადლობა უნდა ვუთხრათ და სწორედ ეს რაპორტები უნდა გამხდარიყო ახალი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა...

სხვათა შორის, როცა თავდაცვის მინისტრი იყო, ირაკლი ალასანიას ჰქონდა მცდელობა, რომ შეექმნა დოკუმენტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებებს ასახავდა, მაგრამ ეს დოკუმენტი არ გვინახავს.

- მაშასადამე, ალასანიას მცდელობა ვინმემ დაბლოკა?

- ეს არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე ითქვა, რომ მოკვლევა დამთავრდა, საზოგადოებისთვის ამ მოკვლევის ნაწილი ცნობილი გახდებოდა და გავიგებდით, რეალურად რა მოხდა და ქართულმა მხარემ რა შეცდომები დაუშვა. ცალკე კითხვის ნიშანია, თუ რატომ არ გამოაქვს ეს დოკუმენტი საზოგადოების სამსჯავროზე თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ ხელმღვანელობას.

ვიდრე საზოგადოება აგვისტოს ომზე სრულ სიმართლეს არ გაიგებს, იმაზე ლაპარაკი, რომ აი, მოკვლევა დავამთავრეთ და ყველაფერს საომარ დოქტრინაში გავითვალისწინებთო, ბელეტრისტიკაა და მეტი არაფერი! არადა, ნელ-ნელა ხდება ცნობილი, თუ რა უძღვოდა კონფლიქტის ესკალაციას.

ასე მაგალითად, ჩემთვის ცნობილი გახდა კონკრეტული პიროვნების ვინაობა, რომელიც სპეციალური მომზადების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და რომელიც სპეციალურ ქვედანაყოფებს, ძირითადად საინჟინრო-მესანგრეთა მიმართულებით ხელმძღვანელობდა...

- ამ ადამიანმა რა დააშავა?

- როგორც დაფარული ინფორმაციით ვიცი, მაღალჩინოსანთა დავალებით...

- რომელი მაღალჩინოსნების?

- ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს...

- სამხედრო მაღალჩინოსნებზეა ლაპარაკი?

- არა... მოკლედ, ამ პიროვნებამ შსს-ს მაშინდელი მაღალჩინოსნების დავალებით, დიმიტრი სანაკოევის აფეთქების ორგანიზება მოაწყო.

- დიმიტრი სანაკოევი, თუ არ ვცდები, ომის დაწყებამდე ააფეთქეს, არა?

- დიახ. ეს აფეთქება, მგონი, სამ თუ ოთხ აგვისტოს, თამარაშენიდან, ე.წ. შემოვლით გზაზე მოხდა.

- აფეთქების მიზანი რა იყო?

- კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაცია, ანუ ისე უნდა გამოსულიყო, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმღვანელს ოსები ან რუსები დაესხნენ...

- ეს ადამიანი თავდაცვის უწყებაში დღესაც მუშაობს?

- არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე, ამ “ტიპს” იგორ გიორგაძის მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა...

- ამ დეტალით რა დასკვნას აკეთებთ?

- აფეთქებაში რუსული კვალი იკვეთება, ანუ რუსეთს აწყობდა. საერთოდ, ვანო, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს ძალოვან უწყებებში ორმაგი აგენტების მთელი დასტაა!

- ესე იგი, სანაკოევზე აფეთქება რუსული სცენარითგათამაშდა”?

- ამას არ ვამბობ...

- აბა, რას ამბობთ?

- იმას, რომ ეს “ტიპი”, რომელმაც, ჩემს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, აფეთქების ორგანიზება მოახდინა, მხოლოდ ქართულ კი არა, რუსულ სპეცსამსახურებთანაც ასოცირდება... ეს აფეთქება ომის დაწყებისთვის ძირითადი გზავნილი იყო!

- აგვისტოს ომის გამოძიება ასეთი უცნობი ფაქტების გამოძიებით უნდა დაიწყოს?

- დიახ...

- 7 წლის წინანდელი ამბები რომელმა უწყებამ უნდა გამოიძიოს? თუ გახსოვთ, ომის დამთავრებისთანავე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა...

- აგვისტოს მოვლენები საგამოძიებო კომისიამ კი არა, სპეცსამსახურმა უნდა გამოიძიოს იმიტომ, რომ ამ საქმეში სპეციფიკური დეტალებია...

- გამოძიებაზე გამახსენდა, რამდენიმე თვის წინ, საქართველოში, თუ არ ვცდები, ოთხი საერთაშორისო ექსპერტი ჩამოვიდა. მაშინ, კულუარებზე დაყრდნობით, თქვით, რომ უცხოელი ექსპერტები სწორედ იარაღის უკანონო ბიზნესს სწავლობდნენ, თუმცა ეს თემა მინავლდა. ხომ არ იცით, რატომ?

- არა. ისე, ყველაფერი შეიძლება, იმით აიხსნას, რომ მთავარ პროკურატურაში გარკვეულ ცვლილებებს ელიან. არავინ იცის, მთავარი პროკურორი ვინ გახდება და, როგორც ჩანს, ზედმეტ თავის ტკივილსაც ამიტომ გაურბიან...

- ომს, მით უმეტეს, წაგებულს, ჭკუა უნდა ესწავლებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბუნების კანონებს არ ვემორჩილებით და იცით, ამას რატომ ვამბობ? - ომიდან 7 წლის შემდეგ, ნინო ბურჯანაძე ისევ მოსკოვში მიდის და ოკუპანტ რუსეთთანძმობა-ერთობისკენმოგვიწოდებს. სხვათა შორის, ახლახან, ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ბურჯანაძეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა...

- ბურჯანაძის მიზანი გასაგებია: არჩევნები ახლოვდება და უნდა, თავის პოლიტიკურ პერსონას ხაზი გაუსვას, აი, პოლიტიკურ ველში საჭირო ვარო, ანუ მოსკოვში ჩასვლა მისი მხრიდან პიარი იყო და მეტი არაფერი.

რაც შეეხება ქვეყანაში არშეშვებას, უკრაინა რუსეთთან ომშია და ყველას, ვინც რუსეთში ჩადის და რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ხვდება, პერსონა ნონ-გრატად ამიტომ აცხადებენ.

საერთოდ, როცა შენი ქვეყნის პოლიტიკურ ფიგურას შენი მეგობარი ქვეყანა პერსონა ნონ-გრატად აცხადებს, სასიამოვნო არაა...

- კოტე ბატონო, გავიწყდებათ, რომ ეს პოლიტიკური ფიგურა ოკუპანტს ემეგობრება?

- ეს საუბრის სხვა თემაა...

- რა პრობლემაა, ვისაუბროთ...

- ბურჯანაძის აპოლოგეტი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნები... როგორ შეიძლება, ადამიანი მოსკოვში ჩადიოდეს და იმ ადამიანს ხვდებოდეს და ხელს ართმევდეს, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ არაერთი აგრესია განახორციელა?! რუსეთის იმ პოლიტიკურ ლიდერებთან, რომელთაც იმპერიული ამბიციები აქვთ, რომ საბჭოთა კავშირი აღადგინონ და გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო შორს განავრცონ, მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე არ შეიძლება. როცა ოკუპანტ ქვეყანაში მარტო მიდიხარ, ეს, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ ფეხქვეშ ეგები დ ვასლობას სთავაზობ! თუკი ბურჯანაძეს იმის იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვა, ძალიან ცდება, რადგან რუსეთი ისეთ ფიგურას “შემოგვიგდებს”, რომელზეც წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ კრემლისგანაა მართული...

- ბატონო კოტე, ომის თემა რომ ამოვწუროთ, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება, მსოფლიოს აგვისტოს ომის ოკუპაცია 7 წლის მერეც რომ შეახსენოს, მხოლოდ სამგლოვიარო ღონისძიებების გამართვით უნდა შემოიფარგლოს?

- კარგი იქნება, თუკი აგვისტოს ომზე საერთაშორისო, თუნდაც დახურული კონფერენცია ჩატარდება და კიდევ ერთხელ გაანალიზდება, რა მოხდა და რა შეცდომები იქნა დაშვებული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის მაშინდელმა უმაღლესმა მთავარსარდალმა კონსტიტუცია დაარღვია და ჯარი პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოიყვანა...

- ისე, ქართველები ერთობ უცნაური ხალხი ვართ: ომი წაგებული გვაქვს, ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამ დროს, იმაზე ვკინკლაობთ, ქვეყანაში მთავარი ფიგურა პრეზიდენტია თუ პრემიერი... უფრო მეტიც, ოკუპირებულ ქვეყანას სამი კვირა შს მინისტრიც არ ჰყავდა...

- ვანო, მართალი ხართ... მართალია, შს მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებდა, მაგრამ სამკვირიანი, ასე ვთქვათ, პაუზა პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის გამართლებული.

ისე, პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად, ასეთი სურათი მივიღეთ: ერთი ძალოვანი უწყება “რესპუბლიკური პარტიის” ხელშია.

- თავდაცვის სამინისტრო, არა?

- დიახ. შსს-ში პარტია “ქართული ოცნების” კადრი მოვიდა, უშიშროების სამსახურში კი, - ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი, ანუ პოლიტიკური კონგლომერატი მოიხაზა.

- მომეჩვენა, თუ ყოფილი პრემიერი და პარტიაქართული ოცნებაერთმანეთისგან გამიჯნეთ?

- არ მოგჩვენებიათ. ივანიშვილს პარტიასთან საერთო არაფერი აქვს - ყოფილი პრემიერი დღეს სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობს.

- ბატონო კონსტანტინე, სამი ძალოვანი უწყება დაასახელეთ, აქედან ყევლაზე გავლენიანი რომელია?

- რეალური გავლენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს.

- რატომ?

- ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისი ხელმძღვანელი ექვსი წლითაა დანიშნული და მისი გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტით შეიძლება, რაც ნაკლებსავარაუდოა. მეორეც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპერატიულად თავდაცვის სამინისტროს ემსახურება.

- და შსს-საც?

- შსს-ს გარკვეულ ქვედანაყოფებს, მაგალითად, საზღვრისა და სანაპირო დაცვის სამსახურს. ასევე, ყოფილ შინაგან ჯარებს, ანუ როგორც დღეს უწოდებენ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს.

მოკლედ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონტროლის დიდი ბერკეტები უჭირავს.

- “კონტროლშიპიროვნებებზე ზეგავლენას გულისხმობთ?

- არა, ამჯერად სისტემის კონტროლზე ვლაპარაკობ. მაგალითად, თუკი სტრუქტურებში კორუფციული გარიგებები დაიწყება, ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სწრაფი და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი რეაგირების საშუალება ექნება და საქმე შეიძლება, რომელიმე მინისტრის გადაყენებამდეც მივიდეს.

- უსაფრთხოების სამსახურს რომელიმე მინისტრის დაჭერაც ხელეწიფება?

- რა თქმა უნდა... ამ სამსახურის შექმნა, პრაქტიკულად, პრევენციაა, რომ ისეთი ტიპის დანაშაულობები აღარ მოხდეს, როგორიც სააკაშვილის დროს ხდებოდა.  კონტრდაზვერვის დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს მაშინაც ემსახურებოდა, მაგრამ 2006 წელს, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, კონტრდაზვერვის თანამშრომელთა სამხედრო ნაწილებში დაშვება იკრძალებოდა...

- ერთი სიტყვით, დღეს ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა ვახტანგ გომელაურია?

- ბერკეტებით, - კი...

- გასაგებია... ბატონო კონსტანტინე, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა, საქართველო რუსეთის წინაღმდეგ ევროპულ სანქციებს შეუერთდა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა...

- სხვათა შორის, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, მთავრობის სხდომაზე მსგავსი საკითხი არ განხილულაო. ასეა თუ ისე, სანქციებზე მიერთება სასაცილოა.

- რატომ?

- რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს როგორ უნდა მივუერთდეთ, როცა საქართველოში გვყავს “როსნეფტი”, “თელასი”, გენერალოვის “ინტერრაო” და მთელი ენერგეტიკა, პრაქტიკულად, რუსული გავლენების ქვეშაა? როგორ დავუშლით, მაგალითად, “როსნეფტს”, რომ ყირიმიდან რამე არ შემოიტანოს? თუკი სანქციებს ვუერთდებით, მაშინ გარკვეული სანქციები საქართველოში მოღვაწე რუს ბიზნესმენებსაც უნდა დავუწესოთ და ეს, დაახლოებით, იგივე კონტექსტია, აშშ-მ რომ განაცხადა, “როსნეფტისა” და “გაზპრომის” წინააღმდეგ სანქციები შემომაქვსო. როცა შენი სტრატეგიული პარტნიორი ამას აკეთებს, შენც ადექვატური ნაბიჯები უნდა გადადგა, მაგრამ სანქციებს, ვთქვათ, “ბილაინს” დაუწესებ? მოკლედ, სანქციებზე მიერთება სასაცილოა!

- სანქციებზე მიერთება ჩვენი მხრიდან ევროპისადმი, მინიმუმ, კეთილი ჟესტია...

- ასეთი ჟესტები საჭირო არაა, რადგან ევროპამ შენზე უკეთ იცის, შენს ტერიტორიაზე რა სიტუაციაცაა.

- ესე იგი, სანქციებს რომ არ მივერთებოდით, ევროპა ჩვენზე არ გაბრაზდებოდა?

- არა, რა სისულელეა! პოლიტიკაში არის საკითხები, რომლებიც უნდა გაატარო. საქართველოში 400-მდე რუსულ-ქართული კომპანიაა დარეგისტრირებული და რომელ სანქციებზეა ლაპარაკი?

- ეს კომპანიები მიშას დროს დარეგისტრირდნენ...

- კი ბატონო, მაგრამ ახლაც მომრავლდნენ... აქედან 85 კომპანიაში პირდაპირ რუსული კაპიტალი დევს. ლაპარაკია ენერგეტიკაში, სამთომოპოვებასა და ფარმაკოლოგიაში მომუშავე კომპანიებზე, ანუ დღეს ჩვენს მთელ სტრატეგიულ ობიექტებს, პრაქტიკულად, რუსეთი აკონტროლებს, ეს რეალობაა და ამის შესახებ ევროპამაც იცის!

ყველაფერ ამის ფონზე, რამდენიმე დღის წინ, პუტინმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

- რომელი ნაბიჯი?

- სამხედრო-საზღვაო ძალების დოქტრინა გამოაქვეყნა.

- ეს მნიშვნელოვანი რატომაა?

- ეს დოქტრინა შავ ზღვაზე რუსეთის გეოსტრატეგიულ და სამხედრო ინტერესს ნათლად გამოხატავს. ეს დოკუმენტი საგანგაშო მხოლოდ ჩვენთვის კი არა, უკრაინისა და ნატო-სთვისაცაა, რადგან რუსეთი ღიად აცხადებს, შავ ზღვაზე გაბატონებას ვიწყებო. საამისოდ, ყირიმის სახით, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. აფხაზეთის სანაპირო დიდი ხანია, რუსეთისაა. დარჩენილია ოდესის ოლქი და მოლდოვა...

- უხეშად რომ ვთქვათ, რუსის ჯარი შეიძლება, აჭარაში შევიდეს?

- დიახ.

- რა მოტივით?

- იტყვის, ჩემი გეოსტრატეგიული ინტერესიაო და მორჩა.

- ანუ, ომს დაიწყებს?

- ომი აუცილებელი არაა, თან რუსეთი გაფართოებას ჯერ აჭარისკენ კი არა, უკრაინისკენ აპირებს... კრემლმა ყირიმის ოკუპაცია სწორედ ამ გეგმით განახორციელა... რუსეთის საზღვაო-სამხედრო დოქტრინა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, რომელსაც თავდაცვის დოქტრინა უნდა დავუპირისპიროთ.

- ასეთი დოქტრინა გვაქვს?

- რა დოქტრინა, რის დოქტრინა, კარგი, რა?! რომელი დოქტრინა, როცა სამხედრო-საზღვაო ძალებიც არ გვყავს. ძალიან მაინტერესებს, საზღვაო-სამხედრო ძალები ჩვენთვის პრიორიტეტული რატომ არაა? თუკი საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ვლაპარაკობთ, იმაზე რატომ არაფერს ვამბობთ, რომ საზღვაო ძალებისთვის მცურავი საშუალებებია საჭირო? ეს თემა თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტული რატომ არაა?

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: სომეხი სასულიერო პირები ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ერევიან.

- ამას რატომ ამბობთ?

- როგორც ჩანს, აფხაზეთში, აფხაზებსა და სომხებს შორის გარკვეული ბზარი გაჩნდა და ამიტომ, სომხეთის სასულიერო პირებმა საჭიროდ ჩათვალეს, აფხაზეთში მცხოვრები სომხებისთვის მიემართათ, ერთად უნდა იყოთ და თუკი გაითიშებით, ამით წყალს საქართველოს წისქვილზე დაასხამთო. ეს საქართველოს პოლიტიკაში სომხეთის ეკლესიის პირდაპირი ჩარევა, სეპარატიზმის გაღვივება და საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის აღიარებაა.

ოფიციალურმა თბილისმა ასეთი მოწოდებები არ უნდა “გაატაროს”, რადგან ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. ამიტომ, ყველაფერ ამას დროული და ადექვატური რეაგირება სჭირდება და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შესაბამისი განცხადება საპატრიარქომაც უნდა გააკეთოს, მით უმეტეს, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის კანონიკას აღიარებს...

 

რაკი ზემოთ საუბარი ოკუპაციას ეხებოდა, “ქართული სიტყვააქვე გთავაზობთ ფოტოსურათებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, სოხუმშია გადაღებული და რომლებიც საინფორმაციო სააგენტოთაიმერმაგამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ფოტოები აფხაზმა გადაიღო, რომელიც 1993 წლის შემდეგ, სოხუმში პირველად, საქართველოდან, კერძოდ, რუხის ხიდის გავლით შევიდა... იმედია, ასეთი პროქართული განწყობის აფხაზი არაერთია და თუკი ასეა, მაშინ, იმედი არსებობს, რომ ქვეყანა ოდესმე გამთლიანდება!