სქემა, რომლითაც პედაგოგებს სკოლებიდან გაყრიან - 5 ათასი მასწავლებელი სექტემბრიდან უმუშევარი დარჩება?!

სქემა, რომლითაც პედაგოგებს სკოლებიდან გაყრიან - 5 ათასი მასწავლებელი სექტემბრიდან უმუშევარი დარჩება?!

განათლების სამინისტრომ დააანონსა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება, თუმცა იმას, თუ რის ხარჯზე იზრდება პედაგოგთა ხელფასები, ამ სტატიიდან შეიტყობთ. ამ დროისთვის საჯარო სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 65 000- აღწევს. მათი საშუალო ხელფასი კი, 344 ლარია. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან, ეს თანხა 400 ლარამდე გაიზრდება. პედაგოგთა რაოდენობა კი, 60 ათასამდე, ანუ ხუთი ათასით შემცირდება... „საგანმანათლებლო ალიანსისთანათავმჯდომარის, მარიამ რამინაშვილის თქმით, 5000 პედაგოგი, სავარაუდოდ, სამსახურის გარეშე დარჩება:

“დირექტორის მითითებით, მშობლების მიერ პედაგოგის საწინააღმდეგოდ დაწერილი განცხადებები რეგიონებშიცაა დაფიქსირებული და თბილისშიც. მაგალითად, ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა თბილისში, გლდანის რაიონის 71-ე საჯარო სკოლაში. სკოლებში უკვე შეინიშნება დირექტორების მხრიდან პედაგოგების მიმართ გაკეთებული მინიშნებები ახალი სასწავლო წლისთვის ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით. კერძოდ, ახალი სასწავლო წლისთვის სახელფასო ბიუჯეტი 5 ათასი პედაგოგით ნაკლებ კონტინგენტზეა გათვლილი. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სამინისტრო ამ სხვაობის დარეგულირებას სკოლის დირექტორებით ეცდება, ანუ სკოლებს პედაგოგთა წინასწარ განსაზღვრულ საშტატო რაოდენობებზე მიუთითებს. სამინისტრო პედაგოგთა შტატებს 5 000-ით ამცირებს და ამის გამო ხშირად დირექტორები მშობლებს კონკრეტული მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივრის განცხადებებს აწერინებენ, რის საფუძველზეც პედაგოგების გათავისუფლება ხდება”, - მარიამ რამინაშვილი.

ამასთანსაქართველოს საგანმანათლებლო ალიანსიყურადღებას მასწავლებელთა წლევანდელი სასერტიფიკაციო გამოცდების მზადებასთან დაკავშირებით, პროფესიული განვითარების ცენტრის პასიურობაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ საგამოცდოდ მოსამზადებელი ტრენინგები არ ჩატარებულა, რაც სახელმწიფოს მხრიდან გამიზნული პოლიტიკაა. „ქართულმა  სიტყვამმარიამ რამინაშვილს ზემოხსენებული ინფორმაციების დეტალიზება სთხოვა:

“- განათლების სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე გაიტანა სქემა, რომელშიც სახელფასო ბიუჯეტი 60 ათას 100 პედაგოგზეა დაანგარიშებული. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, საჯარო სკოლებში 65 ათასი მასწავლებელია დასაქმებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სამინისტროს, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე, ბევრი პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლება აქვს გადაწყვეტილი. 5000 პედაგოგის სახელფასო ბიუჯეტის არგათვალისწინება შეუძლებელია.

გარდა ამისა, რაიონებიდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ თებერვლიდან, სკოლებმა მასწავლებელთა წინააღმდეგ სადისციპლინო სახდელების გააქტიურება დაიწყეს - საქმის წარმოება ნებისმიერი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში იწყება, რაც მასწავლებლის პირად საქმეს დაღს ასვამს. სხვათა შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება, სწორედ ზემოხსენებული გახდეს. მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ გლდანის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი (71-ე საჯარო სკოლა, დირექტორი რ. სუპატაშვილი) მშობლებს მიუთითებდა, რომ მასწავლებლებზე საჩივარი დაეწერათ. ისე, შემიძლია ვივარაუდო, თუ როგორი იქნება ყველაფერ ამაზე განათლების სამინისტროს პასუხი. მასწავლებელთან ხელშეკრულების გაფორმება სკოლის დირექტორის პრეროგატივაა და დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელიც უნდა ამოქმედდეს, მაგრამ როგორც შევიტყვე, სკოლის დირექტორებს სახდელების აქტიურად ამუშავებაზე სიტყვიერად მიუთითეს, რათა მასწავლებლების პირადი საქმე იმგვარად მოამზადონ, რომ ხელშეკრულების განუახლებლობის საბაბი ჰქონდეთ.

ყურადღება კიდევ ერთ რამეს მიაქციეთ: „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” გარდამავალი დებულებები პედაგოგებთან ხელშეკრულების გაფორმებას აგვისტოში, სქემაში არსებული პოზიციების გათვალისწინებით გულისხმობს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ახალი შრომის კოდექსით, თუ სამი წლის განმავლობაში მოხელეს უფლება-მოვალეობები არ ეცვლება, მასთან განახლებული ხელშეკრულება, ავტომატურად, უვადოა, თუმცა პედგოგებისთვის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ეს სიკეთე მხოლოდ 2018 წლიდან ამოქმედდება”.

„საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარესთან საუბრის შემდეგ, “ქართული სიტყვა” განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ელექტრონულ ფოსტაზე ორი შეკითხვა გაუგზავნა:

“1. ადასტურებთ თუ არა, რომ 2015 წლის სექტემბრისთვის, მასწავლებელთა სახელფასო ბიუჯეტში 5 ათასი პედაგოგი აღარაა გათვალისწინებული?

2. 71-ე საჯარო სკოლაში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ფლობთ?”

ინფორმაცია კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ დასახელებულ ფაქტებს აქვს ადგილი, თითოეულ პედაგოგს შესაძლებლობა აქვს, მომართოს სამინისტროს და მათ განცხადებას შესაბამისი რეაგირება მიეცემა.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ 5 000 პედაგოგით ნაკლებზეა გათვლილი ბიუჯეტი, სრული აბსურდია. პირიქით, ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო ხელფასი ყველა მასწავლებელს გაეზრდება 50 ლარით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებლებს, ასევე, ექნებათ კატეგორიის დანამატი  (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მთავრობის დადგენილება ფინანსურ ნაწილზე).

კონკრეტულად 71- სკოლის საკითხთან დაკავშირებითაც კატეგორიულად შეგვიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული სკოლიდან არც ერთი პედაგოგის გათავისუფლება არ იგეგმება“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

ისე, ჩემი თვალით ვნახე დოკუმენტი, სადაც გარკვევით წერია, რომ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან, სახელფასო ჭერი 60,100- პედაგოგზეა გათვლილი. თუკი დღეს 65 000 მასწავლებელია, მომავალი ბიუჯეტი კი, 60 100-ზე გათვალეს, თანაც ისე, რომ უმუშევარი ერთი პედაგოგიც არ დარჩება, მაშინ აუცილებლად მოვითხოვ ჩემი მათემატიკის ყოფილი მასწავლებლის გათავისუფლებას!