პოლიციის მაღალჩინოსნის საბედისწერო შეცდომა, “გე-რე-უ” და ამერიკელი სპეცსამსახურელის კონსპირაციული ვიზიტი თბილისში

პოლიციის მაღალჩინოსნის საბედისწერო შეცდომა, “გე-რე-უ” და ამერიკელი სპეცსამსახურელის კონსპირაციული ვიზიტი თბილისში

ინფორმაციები, რომელსაც დღესქართული სიტყვა”, ტრადიციულად, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკ, უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე ფორჩხიძეზე დაყრდნობით გაახმაურებს, მხოლოდ სკანდალური კი არა, შოკისმომგვრელიცაა. საქმე, ცხადია, ისევ იარაღის უკანონო ბიზნესსა და საერთაშორისო დამნაშავეთა ჯფუფს ეხება, რომელთანაც, როგორც ფორჩხიძე ამტკიცებს, სააკაშვილის გარემოცვას ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი, ამერიკული მასალებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ მთელ ამფულის კეთებისსქემასგე-რე-კურირებს, რაც თავისთავად აძლიერებს ეჭვს, რომნაციონალებისელიტის ერთი ფრთა რუსულ დავალებებს ასრულებდა. დღევანდელი ინტერვიუ იმითაცაა საინტერესო, რომ მსჯელობა მხოლოდ ლოგიკას კი არა, ისეთ ფაქტებს ეფუძნება, მაგალითად, როგორიც 2007 წლის 7 სექტემბერს, კონგოში, თვითმფრინავის ჩამოვარდნაა, რომლის დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა. აქედან, ორი საქართველოს მოქალაქე იყო, თუმცა როგორც ფორჩხიძე განმარტავს, ქართველი მფრინავების დაღუპვა მაშინდელ ხელისუფლებას არ გაუხმაურებია, რამეთუ თვითმფრინავი კონტრაბანდული იარაღით იყო დატვირთული და ამის გახმაურება არ აწყობდა... მოკლედ, რა კავშირი აქვს ბათუმში წარმოებულ ჯართის ბიზნესს იარაღით უკანონო ვაჭრობასთან და რა შეცდომა დაუშვა შსს- ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა? - “ქართული სიტყვააგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკ კონსტანტინე ფორჩხიძესთან.   

- ბატონო კონსტანტინე, ვიდრე იარაღის უკანონო ბიზნესის ახალ დეტალებზე გადავალთ, ხურვალეთის ინციდენტი მიმოვიხილოთ. მართალია, სუფრასთან თითოეული ჩვენგანი გმირი ვართ და მტერს ცოცხალ-მკვდარს ვუტრიალებთ, მაგრამ რეალობა სხვანაირია. ყოველ შემთხვევაში, იმის მაგივრად, რომ თუნდაც მედია ზანზარებდეს, ოკუპანტმა რუსებმა .. ადმინისტრაციული საზღვარი კიდევ გადმოსწიეს და ბინა უკვე გორის რაიონში დაიდესო, ბოლო დღეებში მთავარინიუსისუპერთასის ბილეთებია. შეიძლება, გამომრჩა, მაგრამ ხურვალეთის ამბებზე განგაში არც ხელისუფლებას აუტეხავს. ცხადია, რამდენიმე ფარატინა განცხადებას თუ არ ჩავთვლით...

- ხელისუფლება, პირველ რიგში, ყველა ძალოვანი უწყება, მცოცავი ოკუპაციის პირობებში ანალოგიურად უნდა მოიქცეს...

- ანალოგიურად მოქცევა, იმედია ცოცვას არ ნიშნავს...

- რა თქმა უნდა... საერთოდ, მსგავსი საკითხები ე.წ. ეს-კა-კა-ს შეხვედრებზე, საგანგებო რეჟიმში უნდა იხილებოდეს და თუ საჭირო გახდება, ქართულმა მხარემ დემარშიც უნდა მოაწყოს, მით უმეტეს, რომ მცოცავ ოკუპაციას დენტენციის სახე აქვს და დავაკვირდეთ, რუსები საით მოიწევენ!

- თბილისისკენ?

- ასეც შეიძლება ითქვას... ოკუპანტები გზისკენ, ანუ ნავთობსადენისკენ მოიწევენ. საკითხავია, ამის საფუძველი თავის დროზე ხომ არ მივეცით?

- ისე, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ აგვისტოს ომი სწორედ ამ ნავთობსადენის გამო დაიწყო...

- დიახ, ეს რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესია...

- ჰოდა, მგონია, რომ კრემლი დასავლეთს და, საერთოდ, მსოფლიოს დღესაც ამ მაგისტრალით ევაჭრება... ისე, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, თუ მილსადენი ოკუპაციის ზონის იქით აღმოჩნდება, ახალს ავაშენებთო...

- ეს კაპიტულაციას ნიშნავს! ასეთი განცხადების გაკეთება რას ნიშნავს? ეს მილსადენი მხოლოდ ჩვენი კი არა, რამდენიმე უცხოური კომპანიის საკუთრებაა. კერძო საკუთრების ხელყოფა კი, რუსეთისა და იმ ქვეყნების კონფლიქტს ნიშნავს, რომელ ქვეყნებსაც ეს კომპანიები წარმოადგენენ, ანუ რუსეთი დასავლეთთან ღია კონფლიქტში შესვლას აღარ ერიდება.

სხვათა შორის, არსებობს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ე.წ. კონფლიქტის ზონის გაფართოებას ეხება.

- ეს ხელშეკრულება ვისა და ვის შორისაა დადებული?

- რუსეთსა და საქართველოს “ვარდების რევოლუციამდელ” ხელისუფლებას შორის...

- უცნაურია... “კონფლიქტის ზონის გაფართოებარას ნიშნავს?

- აგიხსნით: მაგალითად, ენგურზე 24-კილომეტრიანი კონფლიქტის ზონა არსებობს. აქედან 12 კილომეტრი ენგურს აქეთაა, 12 - იქით. ანალოგიური სიტუაციაა ე.წ. ცხინვალის რეგიონშიც. ამ ხელშეკრულების ხელმოწერისას დიდი სკანდალი ატყდა, რადგან ტრასა, რომელიც გორზე გადის, სწორედ ამ ზონაში მოხვდა. მილსადენიც სწორედ ამ ზონაშია მოქცეული და დღეს რუსეთი სწორედ ამ დავიწყებული ხელშეკრულებით აპელირებს და საზღვრების ბორდერიზაციას ანხორციელებს.

- გამოდის, რომ მცოცავ ანექსიას წინ ვერაფრით აღვუდგებით?

- აღვუდგებით.

- როგორ?

- როგორ და, - ჩვენი, ანუ კონფლიქტის ზონის მოსახლეობის უფლებების დაცვით.

- ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ...

- ამ ხალხს რეგისტრირებული საკუთრება აქვს, ანუ რუსეთი მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კი არა, კერძო საკუთრებასაც ხელყოფს, რაც უკვე საერთაშორისო სკანდალია, მაგრამ მგონია, რომ რუსეთს ზედმეტად ვერიდებით...

- ანუ?

- ოკუპანტს ძალა ჩვენც უნდა დავანახოთ და კონფლიქტის ზონა არ უნდა მივატოვოთ.

- მიტოვება რას ნიშნავს?

- მაგალითად, იმას, რომ შესაბამისი პატრულირება აღარ ხდება. რუსი რომ დაინახავს, კონფლიქტის ზონაში ქართველი ძალოვანების ხშირი მიმოსვლაა და პოლიციის პოსტებია განლაგებული, გიჟი კი არაა, მოვიდეს და საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები ცხვირწინ ჩაგირჭოს!

- მაშასადამე, ბატონო კოტე, ის, რაზეც ირაკლი ალასანიამ ლაპარაკი 8 თვის წინ დაიწყო და რაც მაშინ ბევრს აბსურდი ეგონა, თანდათან რეალობა ხდება?

- ვანო, რამდენჯერ მითქვამს, რუსეთი ყველა მიმართულებით გააქტიურდება-მეთქი?! საზღვრის ბორდერიზაციას თავი რომ დავანებოთ, ხომ ნახეთ, აზერბაიჯანში, საქართველოსა და გაბალას საფეხბურთო მატჩზე რაც მოხდა - საქართველოს დროშა დაწვეს...

- ამ ინციდენტამდე აზერებს შეურაცხყოფა ქართველებმაც მიაყენეს...

- დიახ, მაგრამ ყველაფერ ამაში რუსული ინტერესია, ანუ რუსული სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა დაეძაბოს... რუსული ინტერესები საბერძნეთშიც გააქტიურდა...

- თუმცა, ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთისთვის დახმარების გამოყოფაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო...

- კი ბატონო, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ საბერძნეთმა ევროპასთან ვაჭრობა გააგრძელოს და რუსეთს ე.წ. სამხრეთის ნაკადის გაზსადენის გატარების ნება მისცეს, ანუ გაზსადენმა ბულგარეთზე კი არა, საბერძნეთზე გაიაროს...

- ერთი სიტყვით, მსოფლიოს თავი რომ დავანებოთ, ჩვენთვის რუსული საფრთხე ისევ რეალურია?

- რა თქმა უნდა, რეალურია...

- ესე იგი, ერთ არამშვენიერ დილას, შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ .. ადმინისტრაციული საზღვარი ხურვალეთში კი არა, თბილისთანაა?

- თუ ასე გაგრძელდა და ძალოვანი უწყებებისა თუ დიპლომატიური ხაზით ზომები არ მივიღეთ, ოკუპანტები შეიძლება, იგოეთამდე ჩამოვიდნენ!

- რუსული ტანკები იგოეთთან 2008 წლის აგვისტოში უკვე ვნახეთ!

- საერთოდ, იქიდან, სადაც შედის, რუსი გასული არავის უნახავს!

- არცთუ სახარბიელო სურათი დახატეთ, კოტე ბატონო... “ქართული სიტყვისწინა ნომერში იარაღის უკანონო ბიზნესის ახალ დეტალებზე ვისაუბრეთ. როგორც ვიცი, ამ კუთხით გარკვეული სიახლეები კიდევ გაქვთ. მიამბეთ, გისმენთ!

- ვანო, წინა ინტერვიუში, თუ გახსოვთ, სლობოდან ტეშიჩი ვახსენეთ, რომელთანაც სააკაშვილის რეჟიმი თანამშრომლობდა და რომელზეც სრული ინფორმაციის მოპოვება გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფის მოხსენებითაა შესაძლებელი. ამ მოხსენების კოდირებული ნომერია S/2003/498. ტეშიჩი გაერო-ს უშიშროების საბჭოს იარაღით უკანონო ვაჭრობის საერთაშორისო დამნაშავეთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრად მიიჩნევს. მეტიც, ითვლება, რომ ეს პიროვნება ერთ-ერთი მათგანია, ვინც ლიბიელ დიქტატორ ჩარლზ ტეილორს იარაღით ამარაგებდა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1343-ე რეზოლუცია არაერთხელ დაარღვია. ეს რეზოლუცია ემბარგოდადებულ ქვეყნებთან იარაღით ვაჭრობას კრძალავს... მოკლედ, ტეშიჩი, ბუტთან, ალკასართან, კირილ ალენთან, მორის კუპერთან, აწ განსვენებულ მინინსა და იარაღის სხვა ცნობილ ბარონებთან ერთად, გაერო-ს “შავ სიაშია” შეყვანილი. სხვათა შორის, ამ ადამიანებიდან ზოგი, ვინც იარაღით ვაჭრობით აშშ-ის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულნი და აშშ-ს სასამართლომ ზოგს 30 წელი მიუსაჯა, ზოგსაც - სამუდამო პატიმრობა.

- ამის შესახებ ადრეც გვილაპარაკია, მაგრამ ტეშიჩს ამხელა მნიშვნელობას რატომ ანიჭებთ?

- ყველაფერს აგიხსნით, თუმცა ჯერ მის მოკლე ბიოგრაფიას გაგაცნობთ: ტეშიჩი 1958 წელს, ბოსნია-ჰერცოგოვინიაში, კერძოდ, ქალაქ კოსელიაკში დაიბადა, თუმცა დღეს სერბეთის მოქალაქეა. მისი პასპორტის ნომერია 006312941. პასპორტი 2008 წლის 13 მაისსაა გაცემული. ტეშიჩი საზოგადოება “ტემექსისა” და ქალაქ ბულგარეთში რეგისტრირებული ამავე სახელწოდების კომპანიის ხელმძღვანელია.

ტეშიჩის მფლობელობაშია, ასევე, კომპანია “მელველი”, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და რომელიც წლები, რუსეთის ფედერაციის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან, ანუ გასაგებად რომ ვთქვა, “გე-რე-უ”-სთან თანამშრომლობდა.

გარდა ამისა, კომპანია “მელველს” საქართველოში, კერძოდ, ბათუმში, საქმიანი ურთიერთობა ჯართის ბიზნესის აქციონერებთანაც ჰქონდა. კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ “მელვერის” საქმიანობის სფერო ლითონით, მინერალებით, მხურვალმტკიცე მეტალებითა და სამშენებლო კონსტრუქციებით ვაჭრობაა, ანუ იარაღით ვაჭრობასთან საერთო არაფერი აქვს, ესე იგი, ამ ბიზნესში არალიცენზირებული კომპანიაა.

- შეიძლება, მაგრამ რითი ამტკიცებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას იარაღით ვაჭრობის კუთხით კავშირი სწორედმელვერთანჰქონდა?

- ეს კონტრაქტი არსებობს და, სხვათა შორის, გასაჯაროებულიცაა.

- ვინ გაასაჯაროვა?

- ამერიკულმა მხარემ და ამის ნახვა ინტერნეტშიც შეგიძლიათ. ამ საკითხით, თავის დროზე, აშშ-ის ფედერალური ბიუროც დაინტერესდა. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ სლობოდან ტეშიჩი ყოფილი იუგოსლავიის სპეცსამსახურების წარმომადგენელია...

ყველაფერ აქედან გამომდინარე, მიჩნდება მარტივი შეკითხვა: ქართულმა მხარემ ხელშეკრულება მაინცდამაინც ტეშიჩსა და მის არალიცენზირებულ კომპანიასთან რატომ გააფორმა და, საერთოდ, ამ გარიგების უკან რა დგას? ტეშიჩის ბიოგრაფია მოწმობს, რომ საქმე საერთაშორისო დანაშაულსა და დამნაშავეთა ჯგუფთან გვაქვს, რომელთანაც სააკაშვილის ხელისუფლებას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა და იარაღით უკანონო ვაჭრობის შავ და რუხ სქემებში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს იყენებდა.

- ბატონო კოტე, ბათუმელი მეჯართეებისა და ტეშიჩის ურთიერთობაზე კიდევ რა იცით?

- აქ ლაპარაკი ჯართზე არაა. ჯართით ვაჭრობა, უბრალოდ, შირმაა, თორემ სინამდვილეში, იარაღით ვაჭრობდა და ამ არალიცენზირებულ კომპანიასთან საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება გააფორმა. აქ პრობლემა სწორედ ესაა, რადგან ეს სერიოზული კანონდარღვევაა.

“ნაციონალებისა” და იარაღის ცნობილი ბარონის, ბუტის კავშირები კი, 2009 წელს გამოაშკარავდა.

- როგორ?

- 2009 წლის 12 დეკემბერს, ტაილანდში, კერძოდ, ქალაქ ბანკოკში თვითმფრინავი “ილ-76” დააკავეს, რომლის ბორტზეც 40 ტონა საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო და პორტატული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აღმოაჩინეს.

- და საქართველო რა შუაშია?

- იმ შუაშია, რომ თვითმფრინავი საქართველოში იყო დარეგისტრირებული.

- ანუ, იარაღით დატვირთული თვითმფრინავი ტაილანდში საქართველოდან ჩაფრინდა?

- არა, რეისი სამხრეთ კორეიდან შესრულდა.

- კონტრაბანდული იარაღი ვისთვის იყო განკუთვნილი, ან როგორ გამოააშკარავეს?

- ერთობლივი სპეცოპერაცია აშშ-სა და ტაილანდის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს. იარაღი კი, შრი-ლანკის სახელმწიფოსთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მალე სხვა დეტალებიც გაირკვა.

- კერძოდ?

- ამ ამბებიდან ორი დღის შემდეგ, ანუ 2009 წლის 14 დეკემბერს “ნიუ იორკ ტაიმსმა” დაწერა: “ტაილანდში დაკავებული ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, თვითმფრინავს კურსი შრი-ლანკისკენ ჰქონდა აღებული, საიდანაც გაერთიანებულ საემიროებში გადაფრინდებოდა, შემდეგ კი, უკან, უკრაინაში დაბრუნდებოდა”.

ამავე სტატიაში უკრაინული მხარის განცხადებაც იყო მოყვანილი, რომლის თანახმადაც, ლიზინგის უკრაინული მხარისთვის გადაცემისა და თვითმფრინავის დაკავების შესახებ ოფიციალურმა კიევმა არაფერი იცოდა.

ამერიკელი ჟურნალისტების მონაცემებით, დაკავებული თვითმფრინავის პილოტმა, ეროვნებით ყაზახმა აბდულაევმა, რომელიც საქართველოში მუშაობდა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ლოგო და დროშა ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულ ქართულ ავიაკომპანია “ეარვესტს” ეკუთვნოდა. “ეარვესტის” დირექტორმა, ნოდარ კაკაბაძემ კი განაცხადა, რომ ამ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე, თვითმფრინავი, ლიზინგის წესით, უკრაინას გადასცეს. განცხადება ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისგან თვითმფრინავი ქართულმა მხარემ შეიძინა.

ამ ისტორიაში ყველაზე გამაოგნებელი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებაა.

- უტიაშვილმა ასეთი რა თქვა?

- მან აღნიშნა, რომ ეს თვითმფრინავი საქართველოში კომუნისტებს დარჩათ და ხალხის გადასაყვანად არ გამოიყენებოდა. ამიტომაც, თვითმფრინავი უკრაინულ ფირმას გადაეცა, რომელიც ტაილანდში SP Trading-ის სახელით ოპერირებდა, თუმცა უტიაშვილს, კაკაბაძისა არ იყოს, დაავიწყდა, რომ SP Trading-ი ვიქტორ ბუტის ყოფილი კომპანიაა. გარდა ამისა, უტიაშვილმა იცრუა, როცა თქვა, რომ ამ თვითმფრინავით ხალხის გადაყვანა არ შეიძლება, “ილ-76” საქართველოს არასოდეს ჰყოლია და არც კომუნისტებს დაუტოვებიათ.

- ბატონო კოტე, რითი ამტკიცებთ, რომ SP Trading- ვიქტორ ბუტის ყოფილი კომპანიაა?

- ამას მე კი არა, “უოლდ სტრიტ ჟურნალი” აცხადებს, რომელმაც დაადგინა, რომ ეს ფირმა ზემოხსენებულ სკანდალამდე რამდენი თვით ადრე შეიქმნა. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ჯეფრი სილვერმანი კი ირწმუნება, რომ ბუტის ბიზნესი პირდაპირ კავშირში იყო თემურ ალასანიასა და ფოთის პორტის ყოფილ ხელმძღვანელობასთან.

- ეს ის ჯეფრი სილვერმანია, ერთხანობას სააკაშვილის მრჩევლად რომ მუშაობა?

- დიახ...

კიდევ რამდენიმე ფაქტს დავასახელებ:

2007 წლის 7 სექტემბერს, კონგოში, თვითმფრინავმა “ან-12” ავიაკატასტროფა განიცადა, რომლის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. აქედან ორი - შტურმანი ზურაბ მოსია და ბორტმექანიკოსი არტურ ბაღდასაროვი საქართველოს მოქალაქე იყო. თვითმფრინავი ქართულ კომპანია “ტრანსავიასერვისს” ეკუთვნოდა.

- და მერე რა?

- მერე ის, რომ ამ შემთხვევაში, ლაპარაკი იარაღის გადაზიდვაზეა.
2009 წელს, 17 აგვისტოს, ფილიპინებზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 13 წევრი ქართველი იყო.

- ამ გემსაც იარაღი გადაჰქონდა?

- დიახ, კონტრაბანდული იარაღი, რომელზეც პასუხისმგებლობა გემის ამერიკელმა კაპიტანმა აიღო.

2010 წლის 17 მარტს, აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა რადიკალურ-ექსტრემისტული დაჯგუფების 8 წევრი დააკავა, რომელთა შორის ჩეჩნები და დაღესტნელებიც იყვნენ. ისინი ბაქოში ტერაქტს გეგმავდნენ და, საგამოძიებო მასალებით, იარაღი აზერბაიჯანში საქართველოდან შეიტანეს.

- შეიძლება, მაგრამ ეს ბოლო ფაქტი იმის მტკიცებულებად არ გამოდგება, რომ ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება იარაღის უკანონო ბიზნესში იყო ჩარეული...

- ვანო, ბოლომდე მათქმევინეთ და ყველაფერს მიხვდებით...

2010 წლის 5 მაისს, აშშ-ში, კერძოდ, ვაშინგტონში, როგორც ამერიკული მედია იუწყებოდა, კორუფციისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით, დანიელ ალვირესის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდებაში მითითებულია, რომ ალვირესს საქართველოს მთავრობასთან კორუფციული გარიგება ჰქონდა...

ალვირესის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მეორე დღეს, ანუ 2010 წლის 6 მაისს, საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს გენერალური დირექტორი, რობერტ მიულერი ჩამოდის, რომელიც შსს-ს და იუსტიციის მაშინდელ მინისტრებს - ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ხვდება. ორივე შეხვედრა პრესისთვის კონსპირაციული იყო, თუმცა ჩემი ინფორმაციით, საუბარი ალვირესს ეხებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მიულერის ვიზიტი სულ რამდენიმე საათი გაგრძელდა.

ალვირესის ბრალდების დასკვნაში წერია: “2008 წელს, ალვირესის ისრაელელმა აგენტმა საქართველოს M885 14-მილიონიანი კონტრაქციით მიჰყიდა... ისრაელელმა აგენტმა საქართველოს მთავრობას გადაუხადა ქრთამი, ანუ ე.წ. ატკატი... აგენტმა იარაღი 3 900 00-ად შეიძინა, საქართველოს კი, 4 700 000-ად მიჰყიდა. აქედან, 112 ათასი, საკომისიოს სახით, ალვირესს გადაუხადა.

2008 წლის ივლისში, იგივე აგენტმა საქართველოს, 7-მილიონიანი კონტრაქციით, იარაღის კიდევ ერთი პარტია მიჰყიდა და ამჯერად, ალვირესს, საკომისიოს სახით, 57 ათასი გადაუხადა.

2008 წლის ოქტომბერში, მაიამელი აგენტის მეშვეობით, სამხედროებისთვის მზა კვების კონტრაქტში ალვირესმა საქართველოს ბიუჯეტიდან მიღებული სახელმწიფო სახსრებით, 15 მილიონი დოლარი იშოვა, თუმცა უცნობია, კვების ამ პროდუქტების მისაღებად ქართულმა მხარემ რამდენი დახარჯა...”

ალვირესის ბრალდების ამ დასკვნას ხელს მეინ ჯასტიჩი აწერს, ანუ ყველაფერს, რასაც ვამბობ, ფედერალური გამოძიებითაა დადგენილი.

- ქართული მხარე ტეშიჩზე როგორ გავიდა?

- ეს გამოძიებმა უნდა დაადგინოს.

- შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ტეშიჩი საქართველოში ჯართის ბიზნესის საბაბით შემოვიდა?

- დიახ, ასე გამოდის...

სხვათა შორის, ახლახან ცნობილი გახდა, რომ სლობოდან ტეშიჩს ახლო ურთიერთობა აქვს ბელორუსის მილიარდერთან, ლუკაშენკოს რეჟიმის მთავარ “კასირ” ვლადიმერ პეფტიევთან, რომელიც ამჟამად ემირატებში ცხოვრობს. პეფტიევი, როგორც ადრე აღვნიშნე, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მეგობარია. იარაღის ბიზნესში მისი ძირითადი დასაყრდენი “ბელტტექექსპორტია”. ეს ის კომპანიაა, რომელთანაც ჩვენს თავდაცვისა და შს სამინისტროებს, სააკაშვილის მმართველობის დროს, შავბნელი გარიგებები აქვს გაფორმებული...

აქვე, აღსანიშნავია, რომ ტეშიჩი ლიბიელი ამბოხებულების იარაღით ერთ-ერთი მომარაგებელია. ის იარაღს პირადად ამბოხებულთა ლიდერს, გენერალ ხალივა ხაფტარს და მის მეკავშირე ზინტერის თემსაც აწვდის. საერთოდ, ტეშიჩ ლიბიას მაღალი კლასის აგენტურა ჰყავს, რომლის უმეტესობაც ყოფილი იუგოსლავიის სპეცსამსახურის აკადემია აქვს დამთავრებული.

2012 წელს, სლობოდან ტეშიჩმა, კვიპროსზე კომპანია “ჩარსო ლტდ” შექმნა,  და მისი საშუალებით “ბელტექექსპორტსა” და ლიბიელ ამბოხებულებს შორის შუამავლობას ეწევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ბელტექექსპორტის” სათაო, ბელორუსული ოფისი რუსი მილიარდერის, გურინოვიჩის ხელშია, ანუ გამოდის, რომ სლობოდან ტეშიჩი პირდაპირ რუსეთთან, არაპირდაპირ კი, “გე-რე-უ”-სთან თანამშრომლობს - “ბელტექექსპორტი”, რუსული რეალობიდან გამომდინარე, თავიდან ბოლომდე, “გე-რე-უ”-ს შეკვეთებს ასრულებს.

არსებობს გაერო-ს უშიშროების შესაბამისი ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ “ბელტექექსპორტი” იარაღის ტრანსპორტირებას ეწევა კვიპროსზე, საიდანაც საჰაერო კომპანია “რაბ სტარ”-ის მეშვეობით, ლიბიაში, ლაბრაკის აეროდრომზე გადააქვს. ამ აეროდრომს კი, ხაფტარი და ზინტერის თემი აკონტროლებენ...

- ტეშიჩი და სხვები, კი ბატონო, კრიმინალები არიან, მაგრამ თუკი ამ ხალხის მეშვეობით, უბრალოდ, იარაღი შეიძინეს, “ნაციონალებიკრიმინალები რატომ გამოდიან?

- კრიმინალები იმიტომ გამოდიან, რომ საქმე “ატკატებთან” გვაქვს.

- “ატკატებისარსებობას რითი ამტკიცებთ, ბატონო კოტე?

- ამას აშშ-ის ფედერალური ბიუროს გამოძიება ამტკიცებს.

- თუკი ასეა, აბა, ფედერალური ბიურო სააკაშვილს რატომ არ კითხავს?

- ფედერალური ბიურო, თუკი ამ თემებზე გამოძიება საქართველოში არ დაიწყება, სააკაშვილს ვერ დაკითხავს.

- რატომ? თქვენი საუბრიდან გამომდინარე, სააკაშვილს, მინიმუმ, ეჭვმიტანილის სტატუსი უნდა ჰქონდეს...

- აშშ დემოკრატიული ქვეყანაა და თუ მტკიცებულებების სრული ნუსხა არ არსებობს, ეჭვმიტანილის სტატუსითაც არავინ დაკითხავს. სხვათა შორის, წინა ინტერვიუებშიც აღვნიშნე, რომ ფედერალურმა ბიურომ საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ მიმართა, თავდაცვის სამინისტროსა და შუამავალი კომპანიების ურთიერთობები შეესწავლა...