ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ინგა გრიგოლია სამი მინისტრის გადადგომას პროგნოზირებს. მისი ცნობით, ახლო მომავალში სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრების მოხსნა იგეგმება. გრიგოლიას თქმით, მას ეს ინფროამცია ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისგან აქვს.
აღნიშნულ სამინსიტროებში გრიგოლიას განცხადებას მორიგ ტყუილს უწოდებენ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა “რეზონანსს” განუცხადა, მისი განთავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფრომაცია ჭორია. იგივეს აცხადებენ კობა სუბელიანის და ხათუნა კალამხელიძის სამინისტროების პრესსამსახურებშიც.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ გრიგოლიასგან განსხვავებით მინისტრების მოსალოდნელ გადაყენებაზე ცნობები არ აქვთ, თუმცა ამას არ გამორიცხავენ. “ქართული პარტიის”თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ “სამივე მინისტრი მოსახსნელია”. ხოლო “ახალი მემარჯვენების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი “სამი არაპოპულარული მინისტრის მოსახსნელად შესაფერის დროს არჩევს”.
“მე 15 წლის განმავლობაში, როდესაც ჟურნალისტიკაში ვმუშაობდი, ყოველთვის ვიღებდი ხოლმე ინფორმაციას სხვადასხვა წყაროსგან და ძირითადად, 100-დან 90 პროცენტი ამ ინფორმაციისა სიმართლე იყო.
“ახლაც მაქვს ინფორმაცია სხვათა შორის, იგივე ძველი წყაროებისაგან, რომ მიშამ თავის ჩვეული სტილში გაუპროტესტა ხელისუფლების და უმრავლესობის წარმომადგენლებს ის დამოკიდებულება, რაც მათი მხრიდან საპარლამენტო დებატებთან დაკავშირებით არსებობდა - ვგულისხმობ, როდესაც ქრისტიან-დემოკრატები მინისტრებთან ფაქტებით და არგუმენტებით დებატობდნენ, ხოლო უმრავლესობის წევრები საპასუხოდ მხოლოდ ქილიკობდნენ და ცინიკურად იღიმებოდნენ. შესაბამისად, მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან მალე თანამდებობას დატოვებენ ბაკურ კვეზერელი, კობა სუბელიანი და ხათუნა კალმახელიძე”, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ “მედიანიუსთან” საუბრისას.
ბაკურ კვეზერელი “რეზონანსთან” საუბირსას მისი მოხნის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ჭორს უწოდებს. ასევე არ ადასტურებს, რომ პარლამენტრში მისი გამოსვლით პრეზიდენტი უკამყოფილო იყო და რომ ამის გამო მიხეილ სააკაშვილისგან შენიშვნა მიიღო.
ბაკურ კვეზერელი: “ეს არის ჭორი. ჭორიც არ არის ალბათ უბრალო ტყუილია”.
პარლამენტში გამოსვლის შემდეგ თუ ესაუბრეთ პრეზიდენტს და თუ მიიღეთ მისგან რაიმე შენიშვნა?
- “არა, მსგავსი რამ არ მომხდარა”.
სასჯელაღსრულების სამინსიტროს პრესასმახურის უფროსი თეა სუხიშვილი აცხადებს, რომ გრიგოლიას გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
“თავად გრიგოლიას ჰკითხეთ საიდან აქვს ინფორმაცია და მასთან გადაამოწმოთ. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებთ საერთოდ”, -განუცხადა “რეზონანსს” თეა სუხიშვილმა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა გულიაც აცხადებს, რომ სუბელიანის მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მინისტრების შესაძლო გათავსიუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ხოლო კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მართლაც მოხდეს მინისტრთა კაბინეტში გარკვეული საკადრო ცვლილებები, აცხადებს,რომ გამორიცხვით არასოდეს არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
“სამწუხაროდ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არაფერი არ შეიძლება გამორიცხო, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი ინფრომაცია არ მაქვს”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ნუგზარ წიკლაური.
იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მართლაც იგეგმებოდეს მსგავსი საკადრო ცვლილება და ამის შესახებ მან არ იცოდეს.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კარგად ართმევს ეს სამიმინისტრი დაკისრებულ მოვალეობას თავს, პასუხი ასეთია: ”საპარლამენტო დებატების დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი გეგმა, რომელიც ამ მინისტრებმაც გააჟღერეს, მხარდაჭერილ იქნა. ზოგადად ყველა სამინისტროში და ყველა უწყებაში არის რიგი პრობლემები და არის რიგი უკმაყოფილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე შეიძლება მოხსნან თანამდებობიდან”, - აცხადებს წიკლაური.
“ქართული პარტიის” თავმჯდოამრე სოზარ სუბარი მინისტრების მოხსნის შესახებ ინფროამციას არ ფლობს.
“არ მაქვს ინფორმაცია და არც მაინტერესებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ სამივე მოსახსნელია, ისივე როგორც ყველა სააკაშვილის მინისტრი. მეტიც, მათი უმრავლესობა დასაჭერია”, - აცხადებს სოზარ სუბარი.
“ახალი მემარჯვენების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ არაპოპულარუილი მინისტრების მოსახსნელად მიხეილ სააკაშვილი შესაბამის დროს არჩევს.
ფაქტია, რომ კობა სუბელიანი არ შეიძლება იყოს მინისტრი. ის, რაც ხდება დევნილებთან დაკავშირებით და ის, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში იწერება, ნამდვილად არის იმის საფუძელი, რომ ეს ადამიანი მოხსნან თანამდებობიდან. იგივე შეიძლება ითქვას ხათუნა კალმახელიძეზე, რომელიც უბრალოდ ვერანაირ მორალურ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
“ბაკურ კვეზერელი კი მგონია, რომ არამცთუ სოფელში არ არის ნამყოფი, ამ სფეროსთან ახლოსაც არ არის, წარმოდგენა არ აქვს იმ საქმის, რისი მინისტრიცაა. სააკშვილს ალბათ უნდა ამ არაპოპულარული ადამიანების მოცილება, მაგრამ შესაბამის დროს ელოდება”, - განუცხადა “რეზონანსს” ფიქრია ჩიხრაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, მართლაც რომ აპირებდეს სააკაშვილი ამ მინისტრების მოხსნას, გრიგოლიას განცხადების მერე ამისგან ცოტა ხნით თავს შეიკავებს.
“თუ მოხდა ისე, რომ ეს მინისტრები მართლა გაანთავისუფლეს, ეს სულ მცირე ნიშნავს, რომ ქრისტიან-დემოკარტებმა იციან რახდება ხელისუფლების სამზარეულოში. რაც შეეხება გრიგოლიას არგუმენტს, რომ მას ჟურნალისტობის დროსაც ჰქონდა მსგავსი ინფორმაციები, გინდა ჟურნალისტის წყარო და გინდა პოლიტიკური პარტიის წყარო, რომელიც ხელისუფლებასთნ დაახლოებული პირია, ხელისუფებისთვის საფრთხეა.
“ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია საიდანმე მოჩუხჩუხებს და ეს ხდება ხელისუფლებიდან. წესით, ამ განცხადების მერე ძალიანაც რომ უნდოდეთ ამ სამი მინისტრის მოხსნა, ცოტა ხანს მაინც თავი უნდა შეიკავონ”, - აცხადებას რამაზ საყავრელიძე.
მისივე აზრით, ზოგადად პრეზიდენტის ინტერესებში შედის მოხნას ისეთი მინისტრები, რომლებიც მუდმივად კრიტიკის ობიექტს წარმოადგენენ და მის იმიჯსაც ლახავენ.
“სულ რომ კარგად აკეთებდეს მინისტრი საქმეს, როცა ის მოსახლეობისთვის მიუღებელია, ეს ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს. შესაბამისად, პრეზიდენტი ეცდება, რომ ასეთი მინისტრები თანამდებობიდან გაუშვას, მაგრამ როდის გააკეთებს ამას, რთული სავარაუდოა”, - ამბობს საყვარელიძე.