რუსეთი საქართველოში ანტიტერორისტულ ოპერაციას გეგმავს?!

რუსეთი საქართველოში ანტიტერორისტულ ოპერაციას გეგმავს?!

საფრთხე რეალურია!” - ასე აფასებს ტერორისტული დაჯგუფებაისლამური სახელმწიფოსმიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ვიალიეთის შექმნას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელსაც ამ თემაზექართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ადრეც უსაუბრია. საერთოდ, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, ფორჩხიძე კონტრდაზვერვის ხაზით მუშაობდა და, როგორც ამბობს, ამ თემებთან, ანუ აგრესიულ ისლამთან გარკვეული შეხება ჰქონდა... მოკლედ, როგორ მოიკიდა საქართველოში ფეხი ვაჰაბიზმმა, რატომ გადაწყვიტაისლამურმა სახელმწიფომ.. ფილიალის გახსნა მაინცდამაინც ჩრდილოეთ კავკასიაში, რა პროვოკაციებს უნდა ველოდოთ საქართველოს საზღვრებზე და არსებობს თუ არა ფარული შეთანხმება რუსულ სპეცსამსახურებსა და ისლამისტებს შორის? - “ქართული სიტყვაქართველი სპეცსამსახურელის დასაბუთებულ ანალიზს წარმოგიდგენთ.

 

- რამდენიმე დღის წინ, “ისლამურმა სახელმწიფომგანაცხადა, რომ ჩრდილოეთკავკასიაში .. ფილიალს ქმნის. საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ბატონო კოტე?

- რა თქმა უნდა...

ჩრდილოკავკასიაში “ისლამურ სახელმწიფოს” აბუ მუჰამედ ალ ქადირი უხელმძღვანელებს, თუმცა არ ვიცით, ვინაა, ანუ შესაძლოა, ჩრდილოკავკასიელია, თორემ ვერ წარმომიდგენია, რომ კავკასიელებს სათავეში არაბი ჩაუდგეს. ეს ალ ქადირი შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელიცაა, თუმცა აქ საინტერესო უფრო სხვა რამეა.

- სახელდობრ?

- ვანო, თუ გახსოვთ, წინა ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე ვისაუბრეთ, რომელიც 2005 წელსაა მიღებული და რომელშიც ჩრდილოეთკავკასიიდან საფრთხის, ასე ვთქვათ, გადმოდინებას ერთი თავი ეძღვნება, თუმცა კონკრეტიკაზე არაფერია ნათქვამი. საერთოდ, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში გაწერილ ყველა რისკსა და საფრთხეზე საგანგებო გეგმა უნდა არსებობდეს, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი კრიზისის დროს, ძალოვანი და სხვა უწყებები უნდა მოქმედებდნენ, თუმცა, როგორც ვიცი, ასეთი გეგმა არც “ნაციონალების” დროს არსებობდა და არც ახლა არსებობს.

- ტერორიზმთან ბრძოლის გეგმაზე ლაპარაკობთ?

- დიახ, თუმცა ამ შემთხვევაში, ტერორიზმი და ჩრდილოეთკავკასიიდან კონფლიქტის “გადმოდინება” ერთი და იგივეა.

- კოტე ბატონო, ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტური გეგმა მსოფლომ ვერ შეიმუშავა და ამ მხრივ ჩვენი ძალოვანებისთვის პრეტენზიების წაყენება, მგონი, უხერხულია!

- ეს გასაგებია, მაგრამ რისი საშუალება და შესაძლებლობაც გვაქვს, ისე უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოში ტერორიზმი, მით უმეტეს, ისეთი, რომელსაც საფუძვლად რადიკალური ისლამი უდევს, არ გავრცელდეს. არაერთხელ მითქვამს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის სამსახური უნდა გაძლიერდეს. ასევე, მაქსიმალური ყურადღება იმ რეგიონებს უნდა დაეთმოს, სადაც მუსულმანური რელიგია პრიორიტეტულია. ასეთი რეგიონი საქართველოში რამდენიმეა: აჭარა, ქვემო ქართლი, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ორი ზონა კახეთში - პანკისი და ავარიელების სოფელი.

სიმართლე გითხრათ, ამ სიტუაციას სხვანაირად ვუყურებ: ჯერ დასადგენია, ჩრდილოკავკასიაში ე.წ. ფილიალის შექმნის შესახებ განცხადება მართლა “ისლამურმა სახელმწიფომ”, უფრო სწორად, მისმა პირველმა პირმა გაავრცელა თუ არა. თუ პირველი პირის განცხადებაა, მაშინ სხვანაირი შეფასება უნდა გავაკეთოთ.

- ასეა თუ ისე, საინტერესოა, “ისლამური სახელმწიფოჩრდილოკავკასიაში .. ფილიალს რატომ ხსნის?

- იმიტომ, რომ ჯერ ერთი, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა 70 პროცენტი კავკასიელია. მეორეც, ამ “ფილიალის” გახსნით, ისლამური სახელმწიფო კავკასიაზე გავლენას მოიპოვებს, რაც ევროპისთვის მძიმე შედეგის მომტანი იქნება - ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად, დარტყის ქვეშ აღმოჩდება. ასევე, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება სამხრეთ კავკასიაში ამერიკული იტერესები. ასეთი სიტუაციის შექმნა კი, რუსეთს აწყობს.

- რატომ?

- ხელ-ფეხი გაეხსნება და იტყვის, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგაა მიმართული, ანუ ჩრდილოკავკასია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია. ასევე, ლაპარაკია თათარისტანსა და რუსეთის შუაგულში მდებარე იმ რეგიონებზე, სადაც ე.წ. ისლამური საფრთხე არსებობს. ამიტომ, თუკი ეს ძალები გააქტიურდებიან, რუსეთს სრული უფლება ექნება, ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელოს.

- შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ფედერაციასა დაისლამურ სახელმწიფოსშორის ფარული შეთანხმება არსებობს?

- დიახ, შეიძლება... არ მგონია, რუსეთის სპეცსამსახურებს სირიაში თავიანთი აგენტურის მარშრუტირება არ მოეხდინათ. თუკი ასეა, მაშინ კრემლი თავის გავლენის აგენტებს, ცხადია, საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად გამოიყენებს.

- ეს ინტერესი რა არის?

- რა და, - სამხრეთით გაფართოება. კერძოდ, კავკასიის ხელში სრულად ჩაგდება, პლუს, ირანთან პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენა და სირიაში არსებული რეჟიმის შენარჩუნება. ყველაფერ ამით კი, პუტინი რუსეთის გავლენას სპარსეთის ყურემდე გაზრდის.

- ისე, რუსულ სპეცსამსახურებს ხელეწიფებათ, რომ ფედერაციის ტერიტორიაზეისლამური სახელმწიფოს” “ფილიალისშექმნა აღკვეთონ?

- დიახ, ხელეწიფებათ...

ისეთი საომარი მოქმედებების განახლება, როგორიც ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს იყო, მოსალოდნელი არაა. ადგილი უფრო ლოკალურ დაპირისპირებას ექნება, რაც შეიძლება, ისლამისტთა ჯგუფების ფედერაციაში შესვლას მოჰყვეს.

- ამ ფონზე, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: თუკი კრემლსა და ისლამისტებს შორის ფარული შეთანხმება არ არსებობს, “ისლამურმა სახელმწიფომ” “ფილიალისშექმნის თაობაზე საჯაროდ რატომ განაცხადა? უფრო ხელსაყრელი არ იქნებოდა, რომ ჩუმად ემოქმედა და თუნდაც პუტინი ფაქტის წინ დაეყენებიან?

- მეც სწორედ ამას ვამბობ. დიახ, ბევრი შეკითხვა და ნიუანსია, რომელიც ეჭვს აჩენს, რომ ყველაფერი ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა ხომ არაა. ვიმეორებ: ამ “ფილიალის” შექმნით, რუსეთს ხელ-ფეხი ეხსნება, რომ სახმელეთო ოპერაციების განხორციელება დაიწყოს. საამისოდ კი, კავკასია სჭირდება.

- სხვათა შორის, “ისლამური სახელმწიფოსერთ-ერთი ლიდერი პანკისელი ქართველია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, მუქარის წერილი გაავრცელა, საქართველოში, მეგობრებთან ერთად, დავბრუნდები და რუსეთს პასუხს მოვთხოვო. მოკლედ, ყველაფერი ეს ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?

- რა თქმა უნდა...

- რამდენიმე კვირის წინ, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ლაფანყურის სპეცოპერაციის მთავარი მოწმე და თვითმხილველი, ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრაც, ალბათ, ამ ჯაჭვის რგოლია, არა?

- დიახ და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანკისში, უხუცესებსა და ვაჰაბიტებს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობს.

- სპეცოპერაცია, რომელზეც წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ და რომელიც პანკისში 13 ივნისს ჩატარდა, მაშასადამე, მთლადმოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნაარ ყოფილა...

- ამ საფრთხეების მიუხედავად, სპეცოპერაციის ჩატარება საჭირო მაინც არ იყო.

- კიდევ ერთხელ დამისაბუთეთ, რატომ?

- ბორჩაშვილი, ვის წინააღმდეგაც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა, შეეძლოთ, პოლიციაში დაკითხვაზე დაებარებინათ.

- ეგებ, სპეცოპერაცია ოპერატიული თამაშების ერთგვარი მესიჯი იყო?

- ასეთი მესიჯები ძალიან საფრთხილოა, მით უმეტეს, იმ სურათიდან გამომდინარე, რა სურათიც დღეს კავკასიაში იხატება.

მოკლედ, რუსეთს ხელ-ფეხი ეხსნება და ის პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე დევნას დაუწყებენ, შეიძლება, საქართველოში იქნან გადმოდენილი, რაც რუსეთს საბაბს მისცემს, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია საქართველოში განახორციელოს, მით უმეტეს, დუმა-მ დიდი ხნის წინ მიიღო კანონი, რომლითაც რუსეთს უფლება აქვს, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ანტიტერორისტული თუ საომარი ოპერაციები ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელოს.

თუკი მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება.

- რატომ?

- იმიტომ, რომ იქიდან, სადაც რუსი ტანკით შევიდა, თავისი სურვილით გასული არავის უნახავს! ამიტომ, დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს პროცესები მისთვისაც საშიშია, განსაკუთრებით, ენერგომატარებლების კუთხით.

- ვთქვათ, დასავლეთმა საფრთხე გააცნობიერა, მაგრამ რა უნდა გააკეთოს?

- რა და, - კავკასიას, პირველ რიგში, საქართველოს მეტი ყურადღება დაუთმოს.

- “ყურადღების დათმობაშირას გულისხმობთ?

- შეიარაღება მისცეს. აშშ-მ კი, საქართველო მეკავშირედ ოფიციალურად უნდა აღიაროს. მაპ-ის მისაღებად რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

- ყველაფერი ეს დროშია გაწერილი...

- მესმის, მაგრამ უნდა დაჩქარდეს...

სხვთა შორის, არაერთხელ მომხდარა, რომ რუსული სპეცსამსახურებისგან დევნილი ჩეჩენი ბოევიკები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულან. თუკი ახლაც ასე მოხდება, რუსეთი აღარ გაჩერდება და იძულებულნი გავხდებით, ბოევიკების ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით, კრემლთან თანამშრომლობა დავიწყოთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ბოევიკებთან თანამშრომლობაში დაგვადანაშაულოს და ამით ძალიან ცუდ, ანუ დაახლოებით, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში ვიყავით.

- ტერორიზმს ეროვნება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ცუდი რატომ იქნება, რომ ტერორისტებთან ბრძოლის საკითხში კრემლთან ვითანამშრომლოთ?

- გააჩნია, რუსეთის მიზანი რა იქნება, თუმცა ვიმეორებ: ის არ გაჩერდება და თავისი ტერიტორიული მთლიანობა რომ უზრუნველყოს, შეეცდება, კონფლიქტი საზღვრებს გარეთ გაიტანოს!

- ბატონო კოტე, მოდით, ასეთი სცენარიც განვიხილოთ: ვთქვათ, ბოევიკებმა ჩვენი საზღვარი გადმოლახეს და რუსეთმა ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება განიზრახა. ამ შემთხვევაში, ჩვენმა ხელისუფლებამ ნებართვა უნდა მისცეს?

- რუსეთისთვის ნებართვა საჭირო არაა.

- ეს ხომ სუვერენული სახელმწიფოს ინტერესების ხელყოფა იქნება?

- თუკი არაბი და სხვა ისლამისტი ტერორისტები საქართველოში აღმოჩნდებიან, რუსეთი არავის არაფერს ჰკითხავს, ჩვენს საზღვრებს გადმოლახავს და მოქმედებას დაიწყებს.

- ეს ხომ პრაქტიკულად, ომის გამოცხადება იქნება?

- დიახ...

- წესით, კრემლმა ქართულ მხარეს ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება უნდა შესთავაზოს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ რუსეთს სხვა გეოპოლიტიკური მიზნები აქვს და სიტუაციის ფორსირებას მოახდენს. ვანო, თუ გახსოვთ, ადრეც გითხარით, რუსეთი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას აუცილებლად დაიწყებს-მეთქი. ბოლოდროინდელი მოვლენები და განცხადებები სწორედ ამ კონტექსტში ჯდება.

- მაშასადამე, კოტე ბატონო, არსებობს ალბათობა, რომ საქართველოს საზღვრებზე სისხლიანი პროვოკაციები მოხდეს?

- გამორიცხული არაა! ამიტომ, საზღვრის კონტროლი მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ. გენშტაბის უფროსმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ამ საფრთხის ნეიტრალიზაციის გეგმა აქვს. თუკი ასეა, მაშინ მართვა მთლიანად შეიარაღებული ძალების გენშტაბის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს...

- ყველაფერ აქედან გამომდინარე, ჩვენი შეიარაღებული ძალები .. ყაზარმულზე ხომ არ უნდა გადავიდნენ?

- არა, ამის საფუძველი არაა. ისე, საბრძოლო მზადყოფნის სხვადასხვა დონე არსებობს, რომელიც შექმნილი სიტუაციის შესაბამისად ცხადდება.

- საბრძოლო მზადყოფნის სულ რამდენი დონე არსებობს?

- სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა.

- ყველაზე საგანგაშო რომელი დონეა?

- მეხუთე... საბრძოლო დონეების ისეთი გრადაცია, როგორც დასავლეთშია, რუსულ შეიარაღებულ ძალებს არ აქვს...

- ბატონო კოტე, მართალია, გენშტაბის უფროსის სიტყვები მოიშველიეთ, საქართველო ტერორიზმთან საბრძოლველად მზადააო, მაგრამ რომელ მზადყოფნაზეა ლაპარაკი, როცა 13 ივნისს, სტიქიის დროს, სუპერპუმასვერტმფრენებიც არ გამოიყენეს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია ტკვარცალებს, ხელისუფლებასპუმებირომ გამოეყენებინა, მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდაო...

- ტექნიკის გამოყენებას შესაბამისი გარემო და შესაძლებლობა სჭირდება...

- ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში გვინახავს, სტიქიური უბედურების დროს, მაშველები ვერტმფრენებს რომ იყენებენ...

- ჰოლივუდურ ფილმებში ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ წარღვნის ადგილას “პუმების” გამოყენება შეუძლებელი იყო და თინა ხიდაშელმა სიმართლე თქვა - საფრთხე მხოლოდ განსაცდელში მყოფ ადამიანებს კი არა, მაშველებსაც შეექმნებოდათ.

- თუკი არაფერში გამოვიყენებთ, აბა, ვერტმფრენები რითვისღა ვიყიდეთ?

- ეს მიშას უნდა ჰკითხოთ... 13 ივნისს, უპრიანი, მცირეგაბარიტიანი, ანუ ორ-სამადგილიანი ვერტმფრენების გამოყენება იქნებოდა.

- ასეთი ვერტმფრენები გვყავს?

- როგორც ვიცი, შეიარაღებულ ჯარებს ერთი “იროკეზი” ჰყავს, რომლის გამოყენებაც, ვფიქრობ, შესაძლებელი იყო, მაგრამ არ ვიცი, სტიქიის ადგილას, 15-20 მეტრში ელექტროგადამცემი ბოძები არის თუ არა...

- რა ამის პასუხია, კოტე ბატონო და, მთელი კავკასიაგადაირია” - “ისლამური სახელმწიფოსზემოხსენებულ განცხადებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სომხეთში დიდი ვნებათაღელვაა. ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ერევნული მოვლენები ჩვენთვის ცუდია...

- მოდით, რა, ჩვენი მკვდარი ვიტიროთ!

- ამბობენ, რომ ერევანში რუსული სპეცრაზმი ჩავიდა...

- რა ჩასვლა უნდა, როცა ერევანთან ამხელა გიუმრის ბაზაა?!

- ინტერნეტით ზოგიერთი სომეხიფეისისკომენტარი ვრცელდება, ცუდი ვქენით, ევრაზიულ კავშირში რომ შევედითო...

- ჩემი ინფორმაციით, სომხეთში ეს განწყობა მასობრივი არაა...

- ანუ, არც უშვებთ, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებულმა პროტესტმა პოლიტიკური სახე მიიღოს და სომხები რუსეთს აუჯანყდნენ?

- არ მგონია...

- ესე იგი, კრემლი ერევნის მოვლენებს კავკასიის დასასჯელად ვერ გამოიყენებს?

- ვიმეორებ: ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რუსეთმა სახმელეთო ოპერაციები დაიწყოს. საამისოდ კი, პირველ რიგში, ერევანში დისლოცირებულ გიუმრის ბაზას გამოიყენებს, რომელიც სირიასთან ყველაზე ახლოსაა და რომლითაც ლოჯისტიკას განახორციელებს... სახმელეთო გზები კი, საქართველოზეც გადის.

- ესე იგი, საქართველო ხელახალი რუსული ოკუპაციის წინაშე დგას?

- თუკი მოვლენები ისე განვითარდა, რასაც ვამბობ, რუსის ჯარი საქართველოზე აუცილებლად გაივლის. დიახ, საფრთხე რეალურია!

- ვიცით, რუსის ჩექმის გავლა რასაც ნიშნავს...

- დიახ, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება და გავლენას ჩვენს პოლიტიკურ სპექტრზეც მოახდენს.

- მაინც, რა გავლენას?

- რუსთაველზე რუსული ტანკის, თუნდაც ტრანზიტით გავლა, პოლიტიკურ განწყობებზე გავლენას, ცხადია, მოახდენს!

- რუსულ ტანკს წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ?

- წინააღმდეგობას გაარღვევს!

- დახმარება დასავლეთს რომ ვთხოვოთ?

- დასავლეთიც ვერაფერს იზამს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ თვითონ აძლევს საფუძველს, რუსეთმა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს.

სხვათა შორის, სახმელეთო ოპერაციებს კრემლი ორ ფრონტზე გახსნის. ერთი კავკასია იქნება, მეორე კი, სირიასთან ახლოს მდებარე საზღვაო ბაზა, რომელზეც ბაშარ ასადის რეჟიმი დგას...

მოკლედ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში რადიკალური ისლამური განწყობები არ გაჩნდეს და რუსეთს საბაბი არ მიეცეს, თქვას, პანკისში, აჭარაში, აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლსა თუ ავარელების სოფელში ტერორიზმის საფრთხეაო.

- იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველები უკრაინაში საბრძოლველად მიდიან, უკმაყოფილება არაერთხელ გამოითქვა. არადა, პანკისიდან ხალხი სირიაშიც მიდის, თუმცა ამის შესახებ მხოლოდლაითიგანცხადებები გაკეთდა. ბატონო კოტე, ვფიქრობ, პანკისიდან მებრძოლების სირიაში წასვლა უფრო საშიშია, ვიდრე - უკრაინაში...

- ორივე საშიშია, მით უმეტეს, რომ კანონით, სხვა ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩარევა იკრძალება. ყველაფერ ამას კი, პრაქტიკულად, “ნაიომნიკობის” სუნი ასდის. თუკი საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყანაში ბრძოლის სურვილს გამოთქვამს, ანაზღაურებაზეც უარი უნდა თქვას და მხოლოდ იდეის გამო იბრძოლოს. 1992 წელს, უკრაინელები, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდნენ, ქართული მხარისგან ანაზღაურებას არ ითხოვდნენ... ჩემი აზრით, თანხის შეთავაზებაც კი უზნეობაა.

- საიდან იცით, რომ ქართველები უკრაინაში თანხის სანაცვლოდ იბრძვიან?

- ინფორმაცია ჩამოვიდა, რომ თითო მებრძოლს დღეში 150 დოლარს უხდიან.

- ვინ უხდის?

- თანხას მიხეილ სააკაშვილი, ასე ვთქვათ, კურირებს, რომელიც ორ ბატალიონს - ქართულ ლეგიონსა და ე.წ. დონბასის ბატალიონს აკონტროლებს. სხვათა შორის, მეგის ქარდავაც იქაა.

- ბატონო კოტე, ფაქტების დასახელება შეგიძლიათ?

- მაგალითად, გომბორის ბატალიონის ყოფილი წევრი (გვარს შეგნებულად არ დავასახელებ), უკრაინაში სამი თვე და 10 დღე იბრძოდა და, როგორც ვეტერანებს უთხრა, 30 დოლარი ჩამოიტანა.

- გამორიცხავთ, რომ გომბორის ბატალიონის ყოფილი წევრი იტყუებოდეს?

- არა...

ვერ გეტყვით, რამდენად სწორი ინფორმაციაა, მაგრამ ამბობენ, რომ მათ, ვინც წინა ხაზზე იბრძვიან, წესით, დღეში 150 დოლარი უნდა გადაუხადონ, მაგრამ მხოლოდ ასს აძლევენ და არავინ იცის, თითო მებრძოლისთვის გამოყოფილი 50 დოლარი სად მიდის. მათ კი, ვინც წინა ხაზზე არაა, დღეში 50 დოლარს უხდიან. ჩემი აზრით, ეს “მოტეხილი” თანხა უკრაინაში ემიგრირებულ “ნაცმოძრაობის” ელიტის შენახვას ხმარდება, თან “ნაციონალები” ასეთ სქემებში დიდი ხანი მონაწილეობდნენ და კარგად იციან, გრანტებსა და სხვა დახმარებიდან ფული როგორ “მოტეხონ”.

- გამორიცხულია, რომ ანალოგიური სქემა პანკის-სირიასთან დაკავშირებთაც მუშაობდეს?

- გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია...

- წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: ბატონო კოტე, ამბობთ, რომისლამური სახელმწიფოსმებრძოლთა უმეტესობა ჩრდილოკავკასიელია. ამსახელმწიფოს” “ჯარისკაცობისსურვილს აზერბაიჯანელები ან სხვა მუსულმანური ერების წარმომადგენლები რატომ არ იჩენენ?

- აზერბაიჯანში ფუნდამენტალური ისლამისა და, საერთოდ, სხვა რელიგიების პროპაგანდა აკრძალულია.

- საქართველოს დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებებს რა უნდა გაეკეთებინათ, რომ საქართველოში ვაჰაბიზმს ფეხი არ მოეკიდა?

- ვაჰაბიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მერკანტილურმა ინტერესმა იმძლავრა... სწორედ ამას მოჰყვა პანკისის პრობლემები და, სხვათა შორის, ლაფანყურის სპეცოპერაციაც. ამასობაში, პანკისის მოსახლეობაში ვაჰაბიზმი ტრადიციულ ისლამზე პოპულარული გახდა. ისე, ეს პრობლემა ჩრდილოეთკავკასიაშიც დგას, სადაც ვაჰაბიზმს უხუცესები უპირისპირდებიან. ეს დაპირისპირება კი, ძალიან სახიფათოა, რადგან უხუცესთა ავტორიტეტის ვარდნა ვაჰაბისტურ მიმდინარეობას გაამყარებს.

- ჩვენი საზღვრები ისევ დაუცველია, არა?

- დიახ.

- აბა, სასაზღვრო ჯარი თუ საზღვრის დაცვის პოლიცია რისთვის გვყავს?

- ასეთ დროს, როგორც წეღან ვთქვი, ოპერატიული მართვა ხელში თავდაცვის სამინისტროს გენშტაბმა უნდა აიღოს და ყველა ქვედანაყოფი, მათ შორის, ისიც, ვისაც საზღვრის დაცვა ევალება, გენშტაბს უნდა ემორჩილებოდეს.

- ჩვენში დარჩეს და, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, “ოდეერ”-ების ინსტიტუტი უნდა დარჩესო... ამასთან, ითქვა, რომ შსს- გაყოფა შეიძლება, გადავადდეს...

- “ოდეერ”-ების წინააღმდეგი ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი, როცა უშიშროებაში ვმუშაობდი, რადგან აგენტურულ აპარატს უფრო საიმედო ინფორმაცია შემოაქვს, ვიდრე - “ოდეერს”. “ოდეერი” ისე დაშიფრული არაა, რომ მისი ვინაობა მხოლოდ ამა თუ იმ სამსახურის პირველმა პირმა იცოდეს. ამიტომ, მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი ძალიან დაბალია. “ოდეერი”-ს ინსტიტუტი ოფიციალური კონტროლია და მეტი არაფერი! როცა კანონით გაქვს უფლება, რომ ოპერატიული საქმიანობა აწარმოო, “ოდეერი” საჭირო აღარაა, მაგრამ ამას რომ მიხვდე, პროფესიონალი უნდა იყო!

რაც შეეხება შსს-ს გაყოფის გადავადებას, ეს ძალიან ცუდი იქნება, რასაც ხალხი ვერ გაიგებს. როდემდე უნდა გადაიდოს? შეიძლება, ისე მოხდეს, რომ 2016 წელს “ოცნება” უმრავლესობით ვეღარ მოვიდეს და წინასაარჩევნო დაპირებას რას უშვრება? ჯობია, შსს დროზე გაყონ! “ნაცმოძრაობის” მიერ შექმნილი ცენტრალიზებული სისტემის დემონტაჟი აუცილებელია და თუ ამას არ გააკეთებენ, ისეთივე ავტორიტარებად ჩამოყალიბდებიან, როგორებიც “ნაციონალები” იყვნენ!